ემერიკ შოპრადი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ემერიკ შოპრადი

ემერიკ შოპრადი (ფრანგ. Aymeric Chauprade; დ. 13 იანვარი, 1969) — ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსი, მწერალი, პოლიტოლოგი, საფრანგეთის, შვეიცარიის, მაროკოსა და ტუნისის უნივერსიტეტებისა და სამხედრო აკადემიების გეოპოლიტიკის დოცენტი. დღევანდელი საფრანგეთის გეოპოლიტიკის სფეროს ერთ-ერთი ცნობილი ექსპერტი. რამდენიმე ფუნდამენტური შრომის ავტორი გეოპოლიტიკასა და გეოისტორიაში. აქტიური საზოგადო მოღვაწე. გამოდის რადიოში, ტელევიზიასა და ინტერნეტში. აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო კონფერენციებში ანტიამერიკული მიმართულების გეოპოლიტიკის კუთხით. ის წარმოადგენს ევროკავშირ-რუსეთის სტრატეგიული პატრნიორობის ფრთას მზარდი ჩინეთის და აშშ-ის ძლიერების წინააღმდეგ. აგრეთვე, მხარს უჭერს სამყაროს მრავალპოლუსიანობის იდეას და გამოდის აშშ-ს გლობალური ჰეგემონიის წინააღმდეგ. 2014 წლის ევროპარლამენტის არცევნების შედეგებით ის არჩეულია დეპუტატად ნაციონალური ფრონტიდან.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ემერიკ შოპრადი დაიბადა 1969 წლის 13 დეკემბერს საფრანგეთში. ის არის ფრანგული არმიის თადარიგის ოფიცერი. აქვს დოქტორის ხარისხი პოლიტოლოგიაში. სწავლობდა შვეიცარიის და პარიზის სორბონის უნივერსიტეტებში. 1999–2009 წწ. ასწავლიდა სტრატეგიასა და გეოპოლიტიკას საფრანგეთის თავდაცვის სამინისტროს გენერალურ შტაბთან არსებულ სამხედრო აკადემიაში (École de Guerre). მისი აღზრდილია 4000-მდე საფრანგეთის მარალი რანგის და დაახლოებით 1000 ოფიცერი სხვა ქვეყნებიდან.

გარკვეულ მომენტში ემერიკ შოპრადი ხმაურიანი სკანდალით დაითხოვეს სამხედრო აკადემიიდან ანტიამერიკული მოსაზრებებისა და ეჭვების გამო. თუმცა მან 2011 წელს სასამართლოს ძალით მიაღწია თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილების შეცვლას და თანამდებობაზე აღდგენას.

ამჟამად, ემერიკი წარმოადგენს დომინიკის რესპუბლიკის პრეზიდენტის ლეონარდ ფერნანდესის, აგრეთვე, ახლო აღმოსავლეთის რიგი წამყვანი პოლიტიკური ფიგურების კონსულტანტს. ის ხშირად გამოდის ფრანგული რადიოს ეთერში. არის გეოპოლიტიკაზე საკუთარი საიტის — „რეალპოლიტიკის“ რედაქტორი, რომლის მიზანია ერთ ცენტრად შეკრას გეოპოლიტიკის წამყვანი ფრანგი ექსპერტები. აგრეთვე, საიტზე შოპრადი ამუსავებს საკუთარ ბლოგს გეოპოლიტიკის თემაზე.

შრომები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • «Dictionnaire de géopolitique» («გეოპოლიტიკის ენციკლოპედია: ქვეყნები, კონცეფციები, ავტორები»)
  • «Géopolitique: constantes et changements dans l’histoire» («გეოპოლიტიკა: მუდმივობა და ცვალებადობა ისტორიაში») ზომით დაახლოებით 1200 გვერდი. ნაშრომი ზალიან პოპულარული გახდა საფრანგეთში. ის უკვე 3-ჯერ გამოიცა. გაყიდულია დაახლოებით 20 000 ეგზემპლარი. სამხედრო აკადემია 9 წლის მანძილზე ყოველ წელს გამოსცემს მას სტუდენტებისათვის 400 ცალის რაოდენობით. ფრანგული გაზეთები და განსაკუთრებით, გაზეთი „Le Figaro“ წერენ აღტაცებულ რეცენზიებს.
  • „გეოპოლიტიკა“ პუბლიკაცია გამოიცა 2012 წელს მეოთხედ.
  • «Chronique du choc des civilisations» („ცივილიზაციების ბრძოლის ქრონიკა“) მრავალრიცხოვანი რუკებითა და ილუსტრაციებით. 2009-2011 წელს გაიყიდა ამ წიგნის 18 000 ეგზემპლარი. ამ ნაშრომშია გამოთქმული მოსაზრება აშშ-ს კავშირზე რადიკალურ ისლამთან და აგრეთვე, ეჭვები 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის ოფიციალურ ვერსიაზე, რისთვისაც მაშინვე დაითხოვეს სკანდალით სამხედორ აკადემიიდან.
  • გეოპოლიტიკის შესახებ მრავალრიცხოვანი სტატიები საფრანგეთის მრავალრიცხოვან ანალიტიკურ ჟურნალებში
  • ჟურნალ „Revue Française de géopolitique“-ის წამყვანი ავტორი

სამსახურები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]