მამადუ სახო
![]() | |||
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
დაბადების თარიღი | 13 იანვარი, 1990 | ||
დაბადების ადგილი |
პარიზი, ![]() | ||
სიმაღლე | 187 სმ. | ||
სათამაშო პოზიცია | მცველი | ||
საკლუბო ინფორმაცია | |||
მიმდინარე კლუბი | ლივერპული | ||
ნომერი | 17 | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
1996-2007 | პარი სენ-ჟერმენი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
2007-2013 | პარი სენ-ჟერმენი | 151 | (7) |
2013- | ლივერპული | 34 | (1) |
ეროვნული ნაკრები | |||
2010- | საფრანგეთის ეროვნული ნაკრები | 26 | (2) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
მამადუ სახო (ფრანგ. Mamadou Sakho; დ. 13 იანვარი, 1990) — საფრანგეთის ეროვნული ნაკრების და ლივერპულის ფეხბურთელი, თამაშობს ცენტრალური მცველის პოზიციაზე.
კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სახომ ახალგაზრდული კარიერა ფრანგულ პარი სენ-ჟერმენში დაიწყო, თავის გამოჩენის გამო 2007 წელს პროფესიონალური კონტრაქტი გააფორმა, ამავე წელს მის სადებიუტო მატჩში ის გახდა ყველაზე ახალგაზრდა კაპიტანი საფრანგეთის ლიგა 1-ის ისტორიაში (18 წლის). 2013 წელს სახო ინგლისის პრემიერლიგაში გადაბარგდა და ლივერპულს შეუერთდა.
სახო საფრანგეთის ყველა ასაკობრივი ნაკრების კაპიტანი იყო, მისი დებიუტი ეროვნულ გუნდში 2010 წლის აგვისტოში ინგლისის წინააღმდეგ შედგა. მონაწილეობა მიიღო 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატში.
მიღწევები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
• საფრანგეთის ლიგა 1 (2012-2013)
• საფრანგეთის ლიგა 1-ის წლის სიმბოლური ნაკრები (2010-2011)
• საფრანგეთის ჩემპიონატის წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი (2010-2011)
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- Mamadou Sakho — სტატისტიკა საიტზე Soccerbase.com (ინგლისური)
- Mamadou Sakho — ფიფას ჩანაწერი[დაარქივებული]
- Mamadou Sakho – უეფას ჩანაწერი (ინგლისური)
- ESPN FC profile