სიმონ ვირსალაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ვირსალაძე.

სიმონ (სოლიკო) ბაგრატის ძე ვირსალაძე (დ. 13 იანვარი, 1908, თბილისი — გ. 7 თებერვალი, 1989, იქვე) — ქართველი თეატრალური მხატვარი, სცენოგრაფი, სსრ კავშირის სამხატვრო აკადემიის ნამდვილი წევრი, ლენინური და სახელმწიფო პრემიების ლაურეატი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, სსრკ-ის სახალხო მხატვარი (1976).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველი გაკვეთილები მ. თოიძის სტუდიაში მიიღო. შემდეგ თბილისის სამხატვრო აკადემიაში ჩაირიცხა. მალე რუსეთში გაემგზავრა და 1931 წელს დაამთავრა ლენინგრადის სამხატვრო-დეკორატიული ფაკულტეტი. მშობლიურ ქალაქში დაბრუნებული 1931 წლიდან კოსტიუმების დიზაინერი იყო ნინო რამიშვილისა და ილიკო სუხიშვილისთვის, ხოლო 1945 წლიდან ქართული სახელმწიფო ბალეტის ანსამბლისთვის. 1937-1962 წლებში ს. ვირსალაძე ლენინგრადის ოპერისა დაბალეტის თეატრში მთავარი მხატვარია. 1957 წლიდან ვირსალაძე მუშაობდა ბალეტმაისტერ იური გრიგოროვიჩთან. მათი პირველი ერთობლივი ნამუშევარი ლენინგრადში იყო „ქვის ყვავილი“. 1960 წელს მას მოჰყვა თორმეტი ბალეტი ბოლშოის სცენაზე მოსკოვში: „სპარტაკი“, „მაკნატუნა“, „გედების ტბა“, „ლეგენდა სიყვარულზე“, „რომეო და ჯულიეტა“, „ივანე მრისხანე“.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 151, თბ., 1994
  • გ. კალანდია, „ქართველი მხატვრები და თბილისი“, თბ., 2014, გვ. 88

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]