ლაი ცინგ დე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლაი ცინგ დე
賴清德
ლაი ცინგ დე 賴清德
ტაივანის არჩეული პრეზიდენტი
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა13 იანვარი, 2023
წინამორბედიცაი ინ-ვენი

დაბადებული6 ოქტომბერი, 1959
ვანლი, ტაიპეი, ტაივანი
პოლიტიკური პარტიადემოკრატიული პროგრესული პარტია (DPP)

ლაი ცინგ დე (ჩინ.: 賴清德; დ. 6 ოქტომბერი, 1959, ასევე ცნობილი უილიამ ლაის სახელით) — ტაივანელი პოლიტიკოსი და ექიმი, ტაივანის ვიცე-პრეზიდენტი და არჩეული პრეზიდენტი 2024 წლის ტაივანის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ.

ლაი დაიბადა ტაიპეის ვანლის უბანში. თავდაპირველად სწავლობდა რეაბილიტაციასა და საზოგადო ჯანდაცვას ტაიპეიში, შემდეგ, 2003 წელს, მიიღო ჰარვარდის უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხი. ექიმების მხარდაჭერის ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტობის შემდეგ, ლაი 1996 წლის არჩევნებში გაიმარჯვა თაინანის მაჟორიტარულ ოლქში. მომდევნო წლებში ოლქში რამდენიმე გამარჯვების შემდეგ, 2010 წელს ლაი ქალაქ თაინანის მერი გახდა. 2014 წელს განმეორებით არჩევის შემდეგ, პრეზიდენტმა ცაი ინ-ვენმა ლაი 2020 წელს პრემიერ-მინისტრად დანიშნა.

2018 წლის 24 ნოემბერს ლაი გადადგა პრემიერის პოსტიდან 2018 წლის ადგილობრივი არჩევნების შემდეგ, რომელშიც მისი პარტია, დემოკრატიული პროგრესული პარტია (DPP), სასტიკად დამარცხდა.[1][2] 2019 წელს მან წამოაყენა საკუთარი კანდიდატურა შიდაპარტიულ არჩევნებში, თუმცა ცაი ინ-ვენის გამარჯვების შემდეგ გახდა მისი პარტნიორი 2020 წლის არჩევნებში. ცაი ინ-ვენის გამარჯვების შემდეგ ლაი ტაივანის ვიცე-პრეზიდენტად დაინიშა.[3][4] 2023 წლის აპრილში DPP-იმ ლაი 2024 წლის არჩევნებში საკუთარ კანდიდატად წამოაყენა, რომელშიც მან 40.05%-ით გაიმარჯვა.

ლაი მხარს უჭერს ტაივანის საკითხში სტატუს-კვოს შენარჩუნებას, ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გაღრმავებას და სხვა ლიბერალურ დემოკრატიებთან კავშირების დამყარებას.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Taiwan premier, cabinet to quit after local election trouncing en. Channel NewsAsia (10 January 2019). დაარქივებულია ორიგინალიდან — 10 იანვარი 2019. ციტირების თარიღი: 11 January 2019
  2. 林佳龍掌交部、陳良基接教長 蘇內閣下周一上工 zh. United Daily News (12 January 2019). ციტირების თარიღი: 12 January 2019
  3. 陪同高雄立委聯合登記 賴清德:國會過半 蔡總統更有實力守護台灣 卓榮泰:再次八仙過海,贏下高雄戰場 zh-tw (19 November 2019). ციტატა: „民主進步黨主席卓榮泰今(19)日早前往高雄,與副總統參選人賴清德,出席「八仙過海、高雄大贏」民進黨高雄市8席立委聯合登記記者會,與民進黨8位高雄市立委參選人邱議瑩、邱志偉、劉世芳、林岱樺、李昆澤、趙天麟、許智傑和賴瑞隆登記參選。“ ციტირების თარიღი: 21 November 2019
  4. Beijing 'interferes daily' in Taiwan's election, says Tsai Ing-wen (19 November 2019). ციტატა: „China sailed an aircraft carrier group through the sensitive Taiwan Strait on Sunday, the same day Tsai announced her running mate, former premier Lai Ching-te, who has angered Beijing with his pro-independence comments.“ ციტირების თარიღი: 21 November 2019