შინაარსზე გადასვლა

ზაქირ კარალოვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ზაქირ კარალოვი
აზერ. Zakir Qaralov
ზაქირ კარალოვი აზერ. Zakir Qaralov
აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავარი პროკურორი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
26 აპრილი 2000[1] – 1 მაისი, 2020
პრეზიდენტი  ჰეიდარ ალიევი
ილჰამ ალიევი
პრემიერ-მინისტრი  არტურ რასიზადე
ილჰამ ალიევი
არტურ რასიზადე
წინამორბედიელდარ ჰასანოვი
მემკვიდრექამრან ალიევი

დაბადებული13 იანვარი, 1956 (1956-01-13) (68 წლის)
ორმაშენი, დმანისი
საქართველოს დროშა საქართველო
მოქალაქეობააზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი
პოლიტიკური პარტიაახალი აზერბაიჯანი
შვილები2
განათლებაბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტი
პროფესიაიურისტი
საქმიანობაპროკურორი
ჯილდოები

ზაქირ ბაქირ ოღლუ კარალოვი (აზერ. Zakir Bəkir oğlu Qaralov; დ. 13 იანვარი 1956, ორმაშენი, დმანისი, საქართველო) — საქართველოში დაბადებული აზერბაიჯანელი პოლიტიკოსი, რომელიც 2000-2020 წლებში აზერბაიჯანის მთავარი პროკურორი იყო. კარალოვი არის პარტია ახალი აზერბაიჯანი წევრი, რომელიც აზერბაიჯანის მმართველი პარტიაა. მთავარი პროკურორის თანამდებობაზე 20 წელი გაატარა. მანამდე მუშაობდა განჯის მთავარ პროკურორად.

კარალოვი დაიბადა 1956 წლის 13 იანვარსს დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ორმაშენში. დაწყებითი განათლება მიიღო ქალაქ დმანისის რუსულენოვან საჯარო სკოლაში. 1979 წელს დაასრულა ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და დაიწყო მუშაობა პროკურატურაში. 1981 წელს ბაქოს საბაილის რაიონის პროკურორის თანაშემწედ და 1981-2000 წლებში აზერბაიჯანის მთავარ პროკურატურაში მუშაობდა. 2000 წლის 25 აპრილიდან 2020 წლის 1 მაისამდე აზერბაიჯანის მთავარი პროკურორი. პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის წევრია.

დაოჯახებულია და ჰყავს ორი შვილი.

2005 წელს, კარალოვმა მან დაადანაშაულა საპარლამენტო ოპოზიცია შეთქმულებაში, რა დროსაც იგი განაცხადა და გააფრთხილა, რომ სომხეთის მიერ მხარდაჭერილი მთავრობის ოპონენტები ამზადებენ შეთქმულებას აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის წინააღმდეგ.[2]

2007 წელს, მთავარი პროკურორის რანგში, კარალოვი თავისი განცხადებებით იცავდა ჟურნალისტ ეინულა ფატულაევის დაპატიმრებას. ის აცხადებდა, რომ იგი ირანის დაფინანსებით ტერორისტულ საქმიანობას ეწეოდა აზერბაიჯანის მთავრობის წინააღმდეგ. მან განაცხადა, რომ ფატულაევის დაკავება და დაპატიმრება არ უნდა იყოს აღქმული, როგორც ნიშანი იმისა, რომ აზერბაიჯანი არ იცავს პრესის თავისუფლებას.[3]

კარალოვი, 2009 წლის საკანონმდებლო ცვლილებით ისარგებლა, რომელიც მოხსნა შეზღუდვები მთავარი პროკურორის ვადებთან დაკავშირებული.[1][4]

2011 წელს, კარალოვმა განაცხადა, რომ მისი უწყება მიიღებს ზომებს ხელისუფლების წარმომადგენლების წინააღმდეგ, რომლებიც ეჭვმიტანილნი არიან კორუფციასა და მექრთამეობაში. "იმისათვის, რომ მოვითხოვოთ იგივე დამოკიდებულება სხვებისგან და გვქონდეს მორალური უფლება კორუმპირებული ჩინოვნიკების საქმიანობის გამოძიების, ჩვენ უნდა დავიწყოთ ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ საკუთარი თავიდან" – დასძინა მან, რა დროსაც გააკრიტიკა "მდიდრული ცხოვრება" ზოგიერთი აზერბაიჯანელი ჩინოვნიკის.[5]

მას შემდეგ, რაც 2011 წელს დაიწყო პროტესტები აზერბაიჯანის მთავრობის წინააღმდეგ, კარალოვმა პირობა დადო, რომ "ჩაახშობდა" აქციებს და არ მისცემდა უფლებას იმისა, რაც მოხდა "სხვა ქვეყნებში". სავარაუდოდ მან ამით მიანიშნა ეგვიპტის, ლიბიის და ტუნისის მოვლენებზე.[6] აპრილის დაგეგმილი აქციის წინ, კარალოვმა დაადანაშაულა ოპოზიციის ლიდერები ალი ქარიმლი და ისა გამბარი, რომლებიც მისი (კარალოვის) განცხადებით ასრულებდნენ უცხო ქვეყნების მითითებებს და დაიბარა ორივე ლიდერი დაკითხვაზე, რის შემდეგაც ისინი გაათავისუფლა.[7]

  1. 1.0 1.1 „Azerbaijani MPs agreed on appointment of Zakir Garalov prosecutor general for third term“. ABC.az. 27 April 2010. დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 ოქტომბერი 2011. ციტირების თარიღი: 26 April 2011.
  2. „ZAKIR GARALOV CONVINCED AZERI OPPOSITION COLLABORATES WITH RA SECRET SERVICE“. 8 August 2005. ციტირების თარიღი: 26 April 2011.
  3. „Azerbaijani Prosecutor General comments on Eynulla Fetullayev’s case“. Azeri Press Agency. 31 May 2007. დაარქივებულია ორიგინალიდან — 25 მარტი 2012. ციტირების თარიღი: 26 April 2011.
  4. „Zakir Garalov reacts to amendment about lifting of restriction on prosecutor general’s term“. Public Council on Human Rights. 1 October 2009. დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 აგვისტო 2011. ციტირების თარიღი: 26 April 2011.
  5. „Zakir Garalov: "We must start fighting against corruption from ourselves". Azeri Press Agency. 5 February 2011. დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 თებერვალი 2011. ციტირების თარიღი: 26 April 2011.
  6. „Azerbaijan urged to stop targeting peaceful protesters“. Amnesty International. 15 April 2011. დაარქივებულია ორიგინალიდან — 19 აპრილი 2011. ციტირების თარიღი: 24 April 2011.
  7. „Ali Karimli Interrogated For 8 Hours!“. Azeri Report. 16 April 2011. ციტირების თარიღი: 26 April 2011.