ერიხ ჰონეკერი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ერიხ ჰონეკერი

ერიხ ჰონეკერი (გერმ. Erich Honecker; დ. 25 აგვისტო, 1912, ნოინკირხენის რაიონი, ზაარლანდი — გ. 29 მაისი, 1994, სანტიაგო დე ჩილე) — გერმანელი კომუნისტი პოლიტიკოსი, გესპ-ის ცეკის გენერალური მდივანი და გდრ-ის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარე.

1929 წლიდან გერმანიის კომუნისტური პარტიის წევრი. 1930-1931 წლებში სწავლობდა მოსკოვში კომინტერნის ახალგაზრდობის სკოლაში. ფაშისტური რეჟიმის წლებში არალეგალურ მოღვაწეობას ეწეოდა, 1935 წელს დააპატიმრეს, 1937 წელს მიუსაჯეს 10 წლის პატიმრობა. 1945 წელს საბჭოთა არმიამ გაანთავისუფლა პატიმრობიდან. 1946 წლიდან გკპ ცკ-ის წევრი. აქტიურად მონაწილეობდა გერმანიის ერთიანი სოციალისტური პარტიის (გესპ) დაარსებაში, 1946 წლის აპრილიდან მისი გამგეობის, ხოლო შემდეგ ცკ-ის წევრი. 1958 წლიდან გესპ ცკ-ის პოლიტბიუროს წევრი. 1955-1956 წლებში მოსკოვში სწავლობდა სკკპ ცკ-სთან არსებულ უმაღლეს პარტიულ სკოლაში. გესპ ცკ-ს მდივანი (1958), პირველი მდივანი (1971-1976), გენ. მდივანი (1976). 1949 წლიდან გდრ-ის სახალხო პალატის დეპუტატი, 1971 წლიდან თავდაცვის ეროვნული საბჭოს თავჯდომარე, 1976 წლიდან გდრ-ის სახელმწიფო საბჭოს თავჯდომარე. დაჯილდოვებულია ორი კარლ მარქსის ორდენით, შრომის გმირის ორდენით (1972), ლენინის ორდენით (1972) და ოქტომბრის რევოლუციის ორდენით (1977).

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

ლიტერატურა[რედაქტირება]