შინაარსზე გადასვლა

მილანელო

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მილანელო
ფაილი:მილანელო.jpg
საწვრთნელი ბაზა მილანელო
მდებარეობა კარნაჯო მილანი, იტალია
აშენების თარიღი 1963
მფლობელი მილანი

მილანელო (იტალ. Milanello) — მილანის საწვრთნელი ბაზა. ცენტრი 16 ჰექტარზე შუაგულ ტყეშია გაშენებული, ქალაქის ცენტრიდან 50 კილომეტრის დაშორებით. ბაზაზე 6 საფეხბურთო მოედანია, ამას პლიუს 2 პატარა ხელოვნურსაფარიანი მოედანი. 1200 მეტრიანი სარბენი ბილიკი ხელოვნური ტბის გარშემოა გნთავსებული.

რაც შეეხება შენობა-ნაგებობებს, მთავარი ნაგებობა ორსართულიანი, მაგრამ არასტანდარტულად გრძელია. მასში 10 ოთახი პრეს-ცენტრს უკავია, 11 ოთახი - ფეხბურთელთა საცხოვრებელს (თითო ოთახში ორი მოთამაშე ცხოვრობს), 2 ოთახი - რესტორანს, 12 - საპრესკონფერენციო დარბაზებს, 13 - სტუმართა მისაღებს, 4 - კოქტეილ-ბარებს. მილანის ვარჯიშები ხშირად პირდაპირ ეთერში გადაიცემა. და ყველაზე მთავარი, მილანელოს სამედიცინო ცენტრი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა. იქ აღმდგენი პროცედურების გარდა, ურთულესი ოპერაციების ჩატარებაც შეიძლება.

მილანელოს დაარსების იდეა მილანის პრეზიდენტს ანდრეა რიცოლის მოუვიდა და მალე პრაქტიკაშიც განახორციელა. 1961 წელს საწვრთნელი ბაზის მშენებლობა დაიწყო და ორ წელში დაასრულა. ნაგებობა დაბების კარნაჯოს, კასანო მანიანოს და კაირატეს შორის მდებარეობს.

ამჟამინდელი პრეზიდენტის, სილვიო ბერლუსკონის ძალისხმევით, მილანელო მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო საწვრთნელი ბაზა და სამედიცინო ცენტრია.

მილანელო არამარტო მილანს, არამედ იტალიის ნაკრებსაც ემსახურება. სკუადრა აძურა ამ ცენტრს მაშინ იყენებს, როდესაც საერთაშორისო ტურნირებზე გასამგზავრებლად ემზადება.

მილანელოში 6 სტანდარტული საფეხბურთო მოედანია, აქვეა ერთი ხელოვნურსაფარიანი მინი მოედანი, ერთი გადახურული ხელოვნურსაფარიანი მინი მოედანი და დარბაზი, რომლის სიმაღლე 2.30 სმ-ია. აქ ბურთი მუდმივად მოძრაობაშია, რაც ფეხბურთელებს რეაქციის და ტექნიკის გაუმჯობესებაში ეხმარება. ბაზას 1200 მეტრიანი სარბენი ბილიკი აქვს შემოვლებული, აქ ფეხბურთელები არა მარტო დარბიან არამედ ველოსიპედითაც დადიან და ფიზიკურ კონდიციებს იუმჯბესებენ, ტრავმირებულები კი რეაბილიტაციას გადიან.

მილანელოს მთავარი შენობა ორსართულიანია და რამდენიმე განყოფილებას მოიცავს - ფეხბბურთელთა და მწვრთნელთა ოთახები, აუზი, მოსასვენებელი ოთახი, ორი რესტორანი, ბარები, სამზარეულო, პატარა კინოდარბაზი, საკონფერენციო ოთახები, სამედიცინო ცენტრი, სასტუმრო და საპრესკონფერენციო დარბაზები. მთავარი შენობის გვერდით დგას ასაკობრივი გუნდებისთვის განკუთვნილი შენობა, სადაც ახალგაზრდა ფეხბურთელები რჩებიან და ვარჯიშობენ, კვირაში ერთხელ კი პირველი გუნდის ფეხბურთელების წვრთნას ადევნებენ თვალს.

მილანელოში ორი გასახდელი ოთახია. ერთი მთავარი გუნდისთვის, მეორე კი ახალგაზრდებისთვის. აქვეა თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი სატრენაჟორო დარბაზი.

სატრენაჟორო დარბაზი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სატრენაჟორო დარბაზი ერთდაერთია, რომელიც ხშირად განიცდის რეკონტრუქციას. 2000 წელს მილანელოს მეორე მსგავსი დარბაზი დაემატა და ორივე მათგანი უახლესი ტექნიკით აღიჭურვა. ინოვაციური და თანამედროვე სავარჯოშო დანადგარები აქტიურად დასვენების საშუალებას იძლევა. აქ თითოეული ფეხბურთელისთვის ვარჯიშის და წვრთნის ინდივიდუალური ცხრილია შედგენილი.ამ ცენტრში სპოტრსმენებისა და კლუბის ხელმძღვანელებისთვის ხელმისაწვდომია უახლესი აღჭურვილობა, რომელთა შორისაა კუნთების გასავარჯიშებელი დანადგარი, გულის მასაჟორი, რეაბილიტაციისთვის საჭირო აპარატურა (REV 9000), სხვა სისტემები. ფიზიკური კონდიციების ასამაღლებლად თითოეული ფეხბურთელი მათთვის შედგენილი პროტოკოლის მიხედვით ვარჯიშობს.

მილანელოში დამონტაჟდა კამერები, რაც საშუალებას აძლევს ”მილან ჩენელს” ბაზაზე მომხდარი ყველა ფაქტი იცოდეს. ეს უკანასკნელი მილანის თემატური სატელევიზიო არხია, რომელიც ორიენტირებულია მილანზე და ამ კლუბის ირგვლივ მომხდარ ამბებზე.

მილანელოზე გამართულ შეხვედრები და ვარჯიშები დახურული არ არის, მას გულშემატკივრები ესწრებიან, თუმცა მათ მთავარ შენობაში შესვლის უფლება არ აქვთ.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მილანელო“-დან