მარკო დი ვაიო
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | მარკო დი ვაიო | ||
დაბადების თარიღი | 15 ივლისი, 1976 | ||
დაბადების ადგილი | რომი, იტალია | ||
სიმაღლე | 179 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | თავდამსხმელი | ||
საკლუბო ინფორმაცია | |||
მიმდინარე კლუბი | მონრეალი | ||
ნომერი | 9 | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
1991—1994 | ლაციო | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
1994—1995 | ლაციო | 8 | (3) |
1995—1996 | ელას ვერონა | 7 | (1) |
1996—1997 | ბარი | 27 | (3) |
1997—1999 | სალერნიტანა | 67 | (33) |
1999—2002 | პარმა | 83 | (41) |
2002—2004 | იუვენტუსი | 55 | (18) |
2004—2006 | ვალენსია | 35 | (11) |
2006—2007 | მონაკო | 29 | (8) |
2007—2008 | ჯენოა | 44 | (12) |
2008—2012 | ბოლონია | 143 | (65) |
2012- | მონრეალი | 16 | (5) |
ეროვნული ნაკრები | |||
1993—1994 | იტალია 18 წლ. | 3 | (0) |
2001—2004 | იტალია | 14 | (2) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
მარკო დი ვაიო (იტალ. Marco Di Vaio; დ. 15 ივლისი, 1976, რომი, იტალია) — იტალიელი ფეხბურთელი, რომელიც ამჟამად თამაშობს მლს-ის კლუბ „მონრეალში“.
საკლუბო კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კარიერა მარკომ ლაციოში დაიწყო, თუმცა როგორც ეგეთი დიდ წარმატებას რომში ვერ მიაღწია. ამის შემდეგ იგი სერია ბ-ს გუნდებში ირიცხებოდა, ხოლო 1999 წელს კი იგი პარმაში გადავიდა, საიდანაც ხალხმა უფრო უკეთ გაიცნო მარკო. 3 ბრწყინვალე სეზონი მიითვალა პარმას შემადგენლობაში, რის მერეც იუვენტუსის არეაიში მოხვდა და 2002 წელს ტურინში გადაბარდგა, სადაც სკუდეტო მოიგო და ჩემპიონთა ლიგა-ზე ფინალშიც იყო. ფაბიო კაპელოს მოსვლის შემდგომ მარკოს ადგილი ვერ გამოინახა იუვეში და იგი ესპანეთში ვალენსიაში გადაბარდგა, თუმცა მთლად ვალენსიური კარიერაც ვერ აეწყო და ხშირ შემთხვევებში შეცვლებზე უწევდა გამოსვლა.
2006 წელს მარკო არენდით მონაკოში გადავიდა, სადაც კრისტიან ვიერი დახვდა და პარტნიორობა გაუწია შეტევის ხაზში, თუმცა მხოლოდ 7 მატჩით, რადგან შემდგომ ვიერიმ დატოვა მონეგასკური კლუბი. საბოლოოდ კი მარკომ 29 მატჩი ჩაატარა მონაკოში და 8 გოლის გატანა შეძლო.
2007 წელს მარკო სახლში იტალიაში დაბრუნდა და სერია ბ-ს კლუბს ჯენოას შეუერთდა და მისი დახმარებითაც დააბრუნა გუნდი სერია ა-ში, თუმცა მას მარკო ბორიელო და ჯუზეპე სკული ამჯობინეს და 2008 წლის ზაფხულს ბოლონიაში გადავიდა.
2008/09 სეზონი მარკოსთვის ბრწყინვალე გამოდგა, მან 24 გოლის გატანა შეძლო კლუბში და ნელ-ნელა ახალი ლეგენდა იბადებოდა ემილია-რომანას რეგიონში. ის პერიოდი რაც მარკომ ბოლონიაში გაატარა იყო მის კარიერაში ალბათ ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი, რადგან იგი გუნდის სიმბოლოდ იქცა და სწორედ მისი დამსახურებაა, რომ ბოლონია სერია ა-დან არ ვარდებოდა, თუმცა 2012 წლის სეზონის ბოლოს მან გადაწყვიტა, დაემთავრებინა თავისი იტალიური კარიერა და კანადურ მონრეალში გადავიდა, სადაც ასევე კარგი თამაშით გამოირჩევა, თუმცა მცირე ტრავმებმაც საქმეზე ცუდად იმოქმედეს, მაგრამ მარკო ისევ მწყობრშია და აგრძელებს კანადურ სერიალს.
სანაკრებო კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მარკოს დებიუტი ნაკრებში 2001 წლის 5 სექტემბერს მოროკოს ნაკრების წინააღმდეგ შედგა. იგი ასევე იტალიის ნაკრებთან ერთად ევრო 2004-ზე იყო წაყვანილი. საბოლოოდ კი 14 მატჩი ჩაატარა ნაკრებში და 2 გოლი გაიტანა.
მიღწევები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საკლუბო
სალერნიტანა
- სერია ბ (1997-98)
პარმა
- კოპა იტალია (2001-02)
იუვენტუსი
- სერია ა (2002-03)
- იტალიის სუპერ-თასი (2003)
ვალენსია
- უეფას სუპერ თასი (2004)
პირადი
- სერია ბ-ს საუკეთესო ბომბარდირი (1998)