კრისტიან აბიატი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
კრისტიან აბიატი
Christian Abbiati 2008.jpg
აბიატი 2008 წელს
პირადი მონაცემები
დაბადების
თარიღი
8 ივლისი, 1977 (1977-07-08) (41 წლის)
დაბადების
ადგილი
აბიატეგრასო, იტალია
სიმაღლე 1.91
სათამაშო
პოზიცია
მეკარე
ახალგაზრდული კარიერა
1991–1992 ტრეცანო
1992–1993 ასაგო
1993–1994 კორსიკო
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1994–1998 მონცა 52 (0)
1995–1996   ბორგოსეზია 29 (0)
1998–2016 მილანი 281 (0)
2005–2006   იუვენტუსი 19 (0)
2006–2007   ტორინო 36 (0)
2007–2008   ატლეტიკო
მადრიდი
21 (0)
სულ 438 (0)
ეროვნული ნაკრები
1998–2000 იტალია 21 წლ. 20 (0)
2000–2007 იტალია 4 (0)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

კრისტიან აბიატი (იტალ. Christian Abbiati; დ. 8 ივლისი, 1977) — ყოფილი იტალიელი საფეხბურთო მეკარე, რომელიც უკანასკნელად თამაშობდა სერია ა-ს კლუბ მილანში.

აბიატიმ პროფესიონალურ კარიერას 1994 წლიდან შეუდგა იტალიურ კლუბ მონცაში, სადაც თამაშობდა 1998 წლამდე. ამავე წელს იგი გადავიდა მილანში. ამ გუნდში მონაწილეობა მიიღო 300-მდე ოფიციალურ მატჩში. ის იჯარით იმყოფებოდა ბორგოსეზიაში, იუვენტუსში, ტორინოსა და ატლეტიკო მადრიდში. კარიერის განმვალობაში მას მოგებული აქვს სამი სერია ა, ერთი კოპა იტალია, ორი სუპერკოპა იტალიანი, ერთი უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა და ერთიც უეფა-ს სუპერთასი.

მიუხედავად იმისა, რომ აბიატი მონაწილეობას იღებდა ევრო 2000-სა და (სადაც გუნდმა მიაღწია ფინალს) 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატში, მისი დებიუტი ნაკრებში შედგა შვეიცარიის წინააღმდეგ ამხანაგურ მატჩში 2003 წელს. საერთო ჯამში სანაკრებო დონეზე ჩაატარა 4 მატჩი.

აბიატიმ საფეხბურთო კარიერა 2016 წელს დაასრულა. იგი აღიარებული არის იტალიის ერთ-ერთ საუკეთესო მეკარედ.

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კლუბი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მილანი[1][2]

სანაკრებო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იტალია[3]

ორდენები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Cavaliere OMRI BAR.svg
Cavaliere Ordine al Merito della Repubblica Italiana-ის 5-ე ხარისხის ორდენის კავალერი: (2000)[4]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Christian Abbiati - A.C. Milan Profile. A.C. Milan.com. წაკითხვის თარიღი: 16 December 2015.
  2. Christian Abbiati. Eurosport. წაკითხვის თარიღი: 16 December 2015.
  3. C. Abbiati. Soccerway. წაკითხვის თარიღი: 16 December 2015.
  4. Abbiati Sig. Christian - Cavaliere Ordine al Merito della Repubblica Italiana Italian. quirinale.it. დაარქივებულია ორიგინალიდან - 29 April 2014. წაკითხვის თარიღი: 1 იანვარი, 2010.