ხინოწმინდა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ხინოწმინდა
Khino3.jpg

ხინოწმინდის ნანგრევები

ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური კუთვნილება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: საქართველო საქართველო
პროვინცია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა
რაიონი ქობულეთის მუნიციპალიტეტი
ადგილმდებარეობა ხინო
ფუნქციური სტატუსი უმოქმედო
მემკვიდრეობითი ადგილმდებარეობა ხინოწმინდის საეპისკოპოსო

ხინოწმინდახინოწმინდის საეპისკოპოსოს საკათედრო ტაძარი. მდებარეობდა სოფელ ხინოში, სოფლის განაპირას, მდინარის მარჯვენა ნაპირზე, მოვაკებულ ტერიტორიაზე. დღესდღეობით მისი მხოლოდ ნაშთებია შემორჩენილი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით ტაძარი გუმბათიანი იყო, მაგრამ დიმიტრი ბაქრაძე აღნიშნავდა, რომ ის კონსტრუქციით აჭის ეკლესიას ჰგავდა, რომელიც უგუმბათოა. ტაძარი დაზიანდა XVIII საუკუნეში ოსმალების ლაშქრობის დროს. ოსმალები ჭვანადან შევიდნენ ხინოში და ტაძარი ცეცხლს მისცეს, რაც ხის იყო, ყველაფერი დაიწვა, მხოლოდ ქვის გამურული კედლები გადარჩა. 1873 წელს დიმიტრი ბაქრაძეოს ეკლესია ძლიერ დაზიანებული დახვდა, მხოლოდ საკურთხევლის ნაწილი და ეკვდერი იყო გადარჩენილი, ფრესკები ჩამოცვენილი იყო. გადარჩენილი ნაწილები განზრახ დაანგრიეს 1864 წელს. მის შემდგომ დანგრევაში თავისი წვლილი შეიტანა მიწისძვრამაც, რის შემდეგადაც თითქმის ყველა კედელი დახეთქილა. ეკლესია საბოლოოდ დაანგრია ემილ ტარიელაძემ 1919 წელს. მას ეკლესიის ახლოს ხის სახლი ედგა და გადაწყვიტა ტაძრის ქვებით სახლი აეგო. მან დაიქირავა ლაზი მოხელებიი, რომლებსაც გაუჭირდათ ტაძრის დანგრევა და ის დინამიტით ააფეთქეს. მოგვიანებით ლაზები გაიპარნენ, მათ ეკლესიის ეზოში თიხის ქოთნით განძი უპოვიათ. ტარიელაძემ სახლის აშენება ვერ მოახერხა, ის მდინარე კინტრიშში დაიღრჩო.[1] 1920 წელს ეკლესია უკვე აღარ არსებობდა.

არქიტექტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კომპლექსის ძირითად ნაგებობას წარმოადგენდა მთავარი ტაძარი, რომლიც ირგვლივაც იყო განლაგებული დანარჩენი შენობა-ნაგებობები - გალავანი და დამხმარე ნაგებებობები. ტაძარი ამჟამად დანგრეულია, შემორჩენილი კედლების სიმაღლე 3 მეტრს არ აღემატება. იგი თითქოს ერთ სიმაღლეზე გადაჭრეს. ტაძარი წარმოადგენს ბაზილიკური ტიპის ნაგებობას, თუმცა გვერდითი ნავები მთავარი სივრცისგან გამოყობილია კედლით. გვერდითი ნავები თავისთავად სამ მონაკვეთად არის გაყოფილი - აფსიდის კუთხეებში და მის დასავლეთით ორი გრძივი სადგომით. ამ სადგომებში მოხვედრა მთავრი ნავიდან იყო შესაძლებელი პატარა კარით. თაღი შემორჩენილია მხოლოდ აფსიდის ჩრდილოეთ სადგომის შესასვლელთან. უნდა აღინიშნოს, რომ ანალოგიური გეგმის ტაძარი საქართველოს ტერიტორიაზე ნაკლებად არის ცნობილი.

ტაძარი გარშემორტყმულია გალავნით, რომელშიც ჩართულია სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობები. გალავანი მთავარ ტაძარს უშუალოდ უვლის გარს. მას გეგმაზე მომრგვალებული ფორმა აქვს. ნაგებია ფლეთილი ქვით. მაქსიმალური სიმაღლე, რომელმაც ჩავენამდე მოაღწია 1 მეტრია. გალავანში სამხრეთ მხარეს ჩართულია სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობები, რომლებიც ამჟამად გეგმის დონეზეა შემორჩენილი.

ეკლესიის გალავნის გარეთ ძირითადად სამხრეთ-დასავლეთ და სამხრეთ მხარეს შემორჩენილია სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობების ნაშთები. ამჟამად ჩანს მხოლოდ მათი გეგმა, რის მიხედვითაც ირკვევა, რომ ფლეთილი ქვით ნაგები შენობები მართკუთხა გეგმისა იყო. ისინი კომპაქტურად, ერთმანეთთან ახლოს ანდა სულაც ერთმანეთზე იყო გადაბმული. ამჟამად მათი ფუნქციის განსაზღვრა ძნელია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართველიშვილი თ., „გურიის საეპისკოპოსოები“ გვ. 87-88 — „არტანუჯი“, თბილისი, 2006 ISBN 99940-11-89-8
  • მამულაძე შ., კახიძე ა., აჭარის არქეოლოგიური ძეგლები, თბ. 2016

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № ხინოს მონასტერი რ/ნ 11872
  • საქართველოს გერბი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № ხინოს ტაძარი რ/ნ 11889
  • საქართველოს გერბი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № გალავანი რ/ნ 11893
  • საქართველოს გერბი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № დამხმარე ნაგებობები რ/ნ 11894

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ი. სიხარულიძე, სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ტოპონიმიკა ტ II გვ. 115 — ბათუმი, 1959 წ.