ჭიათურის მიწერილი სანადირო მეურნეობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჭიათურის მიწერილი სანადირო მეურნეობამიწერილი სანადირო მეურნეობა საქართველოს სსრ ჭიათურის რაიონში. რაიონის მონადირეთა საზოგადოებაზე მიწერილი იყო 12 000 ჰექტარი სანადირო სავარგული. მას აღმოსავლეთით ესაზღვრებოდა საჩხერის რაიონი, დასავლეთით — ზესტაფონის, თერჯოლისა და ტყიბულის რაიონები, ჩრდილოეთით — ამბროლაურის რაიონი, სამხრეთით — ორჯონიკიძის რაიონი. იგი იმერეთის მაღლობზე იყო მოთავსებული. ეს ადგილები ტყით ძლიერ ღარიბი იყო.

სანადირო ცხოველებიდან ძლიერ მცირე რაოდენობით მოიპოვებოდა შველი, კურდღელი, მაჩვი, ტურა, მელა და სხვ.; გადამფრენი ფრინველებიდან — მწყერი და ტყის ქათამი. რაიონის მონადირეები არ იყვნენ დაკმაყოფილებული ადგილობრივი სანადირო ობიექტებით და მეტწილად მეზობელ რაიონებში ნადირობდნენ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]