ზუგდიდის მიწერილი სანადირო მეურნეობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ზუგდიდის მიწერილი სანადირო მეურნეობამიწერილი სანადირო მეურნეობა საქართველოს სსრ ზუგდიდის რაიონში. რაიონის მონადირეთა საზოგადოება ფლობდა 16 000 ჰექტარ სანადირო სავარგულს, რომელიც მდებარეობდა შემდეგ საზღვრებში: აღმოსავლეთით — წალენჯიხისა და ჩხოროწყუს რაიონები, დასავლეთით — შავი ზღვა, ჩრდილოეთით — აფხაზეთის ასსრ და წალენჯიხის რაიონი, სამხრეთით — ხობის რაიონი. ტყეების უმთავრესი ნაწილი განლაგებული იყო შავი ზღვის სანაპიროზე. აქ მეტწილად გვხვდებოდა მურყანი (თხმელა) და იფანი (კოპიტი), იშვიათად მუნა. ამ ტყეებში რამდენიმე წყნარი დინების მდინარე იყო, რის გამოც ტყის ფართობის უმეტესი ნაწილი დაჭაობებული გახლდათ.

ზამთარში აქ მრავლადა იყო წყალში მცურავი გადამფრენი ფრინველები, უმთავრესად იხვი, გაზაფხულსა და შემოდგომაზე კი — ტყის ქათამი.

მიწერილ სანადირო მეურნეობის ტერიტორიაზე მოიპოვებოდა შველი, კურდღელი, მაჩვი, კვერნა, ციყვი, ხოხობი, მგელი, ტურა, მელა, გარეული კატა და სხვ.

აღსანიშნავია, რომ ზუგდიდელმა მონადირეებმა პირველებმა ითავეს საქართველოში მიწერილი სანადირო მეურნეობის ჩამოყალიბება. „ჭურიის“ მიწერილი სანადირო მეურნეობა პირველი იყო ზუგდიდის რაიონში და საქართველოში. ამ მეურნეობაში აგებული იყო ოთხოთახიანი მონადირის სახლი, მეურნეობას ჰყავდა გაძლიერებული დაცვა, აქაური ნადირ-ფრინველი სავარაუდოდ აღრიცხული იყო. აქ ყოველწლიურად ტარდებოდა ბიოტექნიკური ღონისძიებანი. გაკეთებული იყო სათანადო გამაფრთხილებელი წარწერები და დაწესებული იყო მონადირეთა აქტივის მტკიცე კონტროლი სანადირო წესების დაცვაზე, რაც დადებითად მოქმედებდა აქ ნადირ-ფრინველის გამრავლებაზე.

„ჭურიის“ მეურნეობაში გავრცელებული იყო ძირითადად ხოხობი და შველი. მათზე ნადირობდნენ ლიცენზიით, ხოლო გადამფრენ ფრინველებზე საზოგადოების ყველა წევრი ნადირობდა.

ზუგდიდელების მიწერილ სანადირო მეურნეობა „ჭითა წყალში“ გაშვებული იყო კურდღელი. ამ მეურნეობამ მალევე ზუგდიდელ მონადირეთა მოთხოვნები დააკმაყოფილა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]