ორჯონიკიძის მიწერილი სანადირო მეურნეობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ორჯონიკიძის მიწერილი სანადირო მეურნეობამიწერილი სანადირო მეურნეობა საქართველოს სსრ ორჯონიკიძის რაიონში. რაიონის მონადირეთა საზოგადოება მიწერილი მეურნეობის სახით ფლობდა 65 000 ჰექტარს, რომელიც მდებარეობდა რაიონის სხვადასხვა უბანზე შემდეგ საზღვრებში: აღმოსავლეთით — ხაშურის რაიონი, დასავლეთით — ზესტაფონის რაიონი, ჩრდილოეთით — საჩხერის რაიონი და სამხრეთით — მაიაკოვსკისა და ბორჯომის რაიონები.

მეურნეობის ვრცელი და მრავალფეროვანი ტერიტორია საშუალებას იძლეოდა სხვადასხვა სახის გარეული ცხოველის არსებობისათვის. მაღალი, ზოგ ადგილებში გაუვალი ტყეები, კარგად განვითარებული ქვეტყე და ბალახეული კარგ პირობებს ქმნიდა ფაუნის გასამრავლებლად. აქ გვხვდებოდა ირემი, არჩვი, შველი, კურდღელი, მაჩვი, ციყვი, დათვი, ტურა, მელა, გარეული კატა, ფოცხვერი და სხვ.; გადაფრენის დროს — ტყის ქათამი, მწყერი და სხვ.

მონადირეთა აქტივის ინიციატივით 1965 წელს აქ შეიქმნა სანადირო მეურნეობა „საძროხია“, სადაც აშენებული იყო მონადირის სახლი, გაძლიერებული იყო დაცვა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]