გორის მიწერილი სანადირო მეურნეობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გორის მიწერილი სანადირო მეურნეობა
მდებარეობა გორის რაიონი, საქართველოს სსრ
ფართობი 200 000 ჰექტარი
სხვა მეურნეობები
აღნიშნული მეურნეობის
შემადგენლობაში
ატენის
მონადირის სახლი აშენებული იყო მონადირის სახლი
საზღვრები
სამხრეთ ოსეთის აო
ქარელის რნ.გორის მიწ. სან. მეურნ.კასპის რნ.
ლენინგორის რნ.

წალკის რაიონი

გორის მიწერილი სანადირო მეურნეობამიწერილი სანადირო მეურნეობა საქართველოს სსრ გორის რაიონში. რაიონის მონადირეთა საზოგადოებაზე მიწერილი იყო 200 000 ჰექტარი სანადირო სავარგული. ეს ფართობი რაიონის სხვადასხვა ადგილზე იყო განლაგებული. მისი საზღვრები იყო: აღმოსავლეთით — კასპისა და ლენინგორის რაიონები, დასავლეთით — ქარელის რაიონი, ჩრდილოეთით — სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი და სამხრეთით — წალკის რაიონი, გორის რაიონის ტერიტორია დაკავებული აქვს მდინარეების მტკვრისა და ლიახვის ხეობებს და აქ მდებარე დაბლობები მთლიანად გამოყენებული იყო სასოფლო-სამეუონეო კულტურებისათვის.

ტყის ცხოველებიდან აღსანიშნავი იყო: შველი, კვერნა, ციყვი; გავრცელებული იყო აგრეთვე მაჩვი; გვხვდებოდა კურდღელი; მტაცებლებიდან იშვიათი იყო, ტურა, მელა, გარეული კატა და სხვ.

ხეობების მთაგორიან ადგილებში გავრცელებული იყო კაკაბი; მოიპოვებოდა გნოლი, ქედანი, მტრედი. ტყის ქათამი, მწყერი და სხვ.

გორის რაიონის მონადირეები უმთავრესად გადამფრენ ფრინველებზე ნადირობდნენ, ყველაზე მეტად მწყერზე. ეს იმით აიხსნება, რომ რაიონის სახნავ-სათეს ფართობებზე ბუდობდა მწყერი, ტყეებში და ზოგ ჭაობებში კი გადაფრენის დროს მოფრინდებოდა ტყის ქათამი და ჭოვილო.

რაიონის მონადირეთა საზოგადოებამ ცალკე მურნეობად გამოჰყო ატენის ხეობა, სადაც გაძლიერებული იყო დაცვა, იყო მეურნეობის აღმნიშვნელი წარწერები, აგებული იყო ორსართულიანი მონადირის სახლი. სისტემატურად ტარდებოდა საკვების ხელოვნურად დამატება და სხვა ბიოტექნიკური ღონისძიებანი, რაც საფუძველს იძლეოდა, რომ ეფიქრათ, რომ აღნიშნულ რაიონს შესაძლებლობა ჰქონდა ემუშავა სანადირო მეურნეობის კარგაფ დაყენებისათვის.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]