ჩხოროწყუს მიწერილი სანადირო მეურნეობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

ჩხოროწყუს მიწერილი სანადირო მეურნეობამიწერილი სანადირო მეურნეობა საქართველოს სსრ ჩხოროწყუს რაიონში. რაიონის მონადირეთა საზოგადოება მიწერილი მეურნეობის სახით ფლობდა 120 000 ჰექტარ ფართობს შემდეგ საზღვრებში: აღმოსავლეთით — გეგეჭკორის რაიონი, დასავლეთით — წალენჯიხის რაიონი, ჩრდილოეთით — მესტიისა და ლენტეხი რაიონები, სამხრეთით — ცხაკაიას რაიონი. მეურნეობა ძირითადად ვაკეზე იყო მოთავსებული, ტყეები კი განლაგებული იყო ჩრდილო მხარეზე — ფოთლოვანი მცენარეული ჯიშებით.

აქ გავრცელებული იყო შველი, კურდღელი, მაჩვი, ციყვი; მცირე რაოდენობით — ხოხობი, კვერნა, მგელი, ტურა, მელა და სხვ.; სეზონის მიხედვით ტყის ქათამი და მწყერი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]