ტყიბულის მუნიციპალიტეტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ტყიბულის რაიონი)
Jump to navigation Jump to search
ტყიბულის მუნიციპალიტეტი
IM-tkibuli-ka.svg

ტყიბულის მუნიციპალიტეტი  დროშა ტყიბულის მუნიციპალიტეტი გერბი

ადმინისტრაციული ცენტრი

ტყიბული

რეგიონი

იმერეთის მხარე

სიმჭიდროვე

65 [1] კაცი/კმ²

ფართობი

478.8 კმ²

მოსახლეობის რაოდენობა

Decrease2.svg 20 839 კაცი (2014 წელი)

ეროვნება

ქართველები 99.4%
რუსები 0.3%
აფხაზები 0.%
უკრაინელები 0.1%[2]

ტყიბულის მუნიციპალიტეტი საქართველოს რუკაზე.

ტყიბულის მუნიციპალიტეტი — ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული იმერეთის მხარეში.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მდებარეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტყიბულის მუნიციპალიტეტი მდებარეობს ოკრიბის ქვაბულში, ზღვის დონიდან 600-800 მეტრ სიმაღლეზე. იგი გაშენებულია მდინარე ტყიბულას (მდ. ყვირილას მარჯვენა შენაკადი) ორივე ნაპირზე, რომელიც შემოფარგლულია ტყით დაფარული მთაგორიანი ტერიტორიით.

ჩრდილოეთიდან ესაზღვრება ამბროლაურის მუნიციპალიტეტი, სამხრეთ-აღმოსავლეთით ჭიათურის მუნიციპალიტეტი, სამხრეთით თერჯოლის მუნიციპალიტეტი, სამხრეთ-დასავლეთით ქალაქი ქუთაისი და დასავლეთით წყალტუბოს მუნიციპალიტეტი. საზღვრების საერთო სიგრძე 120 კმ-ს შეადგენს, მთლიანი ფართობი კი 470 კმ2-ს.

ბუნება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული მდინარეებია ლეხიდარი, ძუსა, ტყიბულა, მაღარა-ჭიშურა, წყალწითელა, ქვეხუნა. არის რამდენიმე ჩანჩქერი მუხურსა და ძმუისში.

ფლორა და ფაუნა წარმოდგენილია როგორც ვიწრო არეალის კოლხური, ასევე კავკასიური ენდემური სახეობებითა და ჯიშებით, რელიქტური მცენარეებია ბზა, უთხოვარი, შქერი, წაბლი . სოფელ სოჩხეთში დგას 1500 წლის ხე. გვხვდება კორომები: უთხოვარის - ცუცხვათში, წაბლის - მდინარეების ტყიბულასა და ძუსას ხეობაში.

წიაღისეული[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტყიბული მდიდარია ისეთი წიაღისეულით, როგორიცაა ქვანახშირი და ტეშენიტი. ქვანახშირი მოიპოვება ტყიბულში. ტეშენიტი კი სოფლებში: კურსები, ოხომირა, კოკა, ბუეთი და ცუცხვათი. კურსებში ფუნქციონირებს ტეშენიტის მოსაპირკეთებელი ფილების დიდი დამამზადებელი ქარხანა.

ასევე მოიპოვება დიპტოლიტური და ნახშიროვანი ფიქალები, ქალცედონი, ბარიტი, კვარცის ქვიშები, მარმარილო, ბაზალტი, გიშერი, ცეცხლგამძლე და საცემენტე თიხები.

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოედინება მინერალური წყალი: კურსებში, ბუეთში, სოჩხეთში, კოკაში, ცუცხვათში, მუხურასა და ლეღვაში.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : ოკრიბა.
რკინიგზა ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 1890-იან წლებში

ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაფიქსირებულია უძველესი ადამიანის ნასახლარები მდინარე წყალწითელას ხეობაში: ცუცხვათის მღვიმეში, ნაქერალას ქედის ფერდობზე, ახალსოფლის ტბის მიდამოებსა და მდინარე საბელასურის ხეობაში. ანტიკური ხანის ნასახლარების არსებობა დასტურდება სოფლებში გადაღმა წყალწითელა, სოჩხეთი, ჯვარისა, ოჯოლა, გელათი, კურსები, ოხომირა. მდინარე წყალწითელას ხეობაში არსებულ "ციხე-გორაზე" აღმოჩენილია ბრინჯაოსს იარაღის საწარმოები და ანტიკური ხანის კოლხური მონეტების ზარაფხანა.

1071 წლის ნიკორწმინდის "იადიგარში" ჩნდება სახელწოდება "ოკრიბა". ფეოდალურ ხანაში ოკრიბა ნაწილი იყო ქუთაისის საერისთავოსი, რომელიც მოიცავდა იმერეთს, ოკრიბასა და ხანისწყლის დასავლეთ მხარეს გურიამდე (გვიანფეოდალური ხანის საჩხეიძეო, სალომინაო და საჯავახო. გვიან შუა საუკუნეებში ოკრიბა მჭიდროდ ყოფილა დასახლებული, იმ დროისათვის იქ 50–ზე მეტი სოფელი იყო. ოკრიბაში მიწის უდიდესი ნაწილი მეფეს თუ ეკლესიას ეკუთვნოდა, თუმცა ადგილ-მამულებს და ყმა-გლეხებს ფლობდნენ საბერძნეთსა და სირია-პალესტინაში არსებული ქართული მონასტრებიც. ოკრიბის სოფლების უმეტესობა მხეიძეების საგვარეულოს ეკუთვნოდა. იმერეთის სამეფოს სამხედრო–ადმინისტრაციული დაყოფით ოკრიბა მეოთხე სადროშოში შედიოდა. სასულიერო ხელისუფალი გელათის ეპისკოპოსი იყო. ოკრიბას მნიშვნელოვანი კულტურული ცენტრები იყო გელათის მონასტერი და მოწამეთა. XIX საუკუნიდან ოკრიბამ სამეურნეო-ეკონომიური და კულტურული თვალსაზრისით წინსვლა განიცადა.

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აღწერის მონაცემები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აღწერის წელი მოსახლეობა
1989 36 686
2002 30 684 Decrease2.svg
2014 20 839 Decrease2.svg

ადგილობრივი თვითმმართველობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტყიბულის მუნიციპალიტეტში შედის ათი ტერიტორიულ ერთეული:

სულ მუნიციპალიტეტში 45 სოფელია. მოსახლეობა 30100 კაცს შეადგენს. ქართველები მოსახლეობის 99 %-ია. გარდა ქართველებისა აქ ცხოვრობენ რუსები და უკრაინელები. ქალაქის მოსახლეობა შეადგენს დაახ. 14000-ს, ხოლო სოფლებისა - მოსახლეობა 17 000-ს.

ეკონომიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტყიბულის მუნიციპალიტეტის სასოფლო-სამეურნეო სავარგული შეადგენს 11700 ჰა-ს, აქედან მარცვლეულ კულტურას უკავია 4000 ჰა, ვაზს 300 ჰა, ბაღებს 2400 ჰა. სოფლის მეურნეობის ძირითადი პროდუქტია სიმინდი, ასევე განვითარებულია მევენახეობა. საბჭოთა პერიოდში წამყვანი დარგი იყო მეჩაიეობა, ფუნქციონირებდა ტყიბულისა და ორპირის, ცუცხვათის ჩაის ფაბრიკები. ამჟამად ჩაის კულტურას 200 ჰა ფართობი უჭირავს და მოქმედებს ტყიბულის ჩაის ფაბრიკა.

სოფლის მეურნეობის წამყვანი დარგია მეცხოველეობა, კონკრეტულად კი მეღორეობა. ამჟამად მუნიციპალიტეტში 1200 მსხვილფეხა პირუტყვია. მათ შორის დაახლოებით 5200 ფურია. მნიშვნელოვნად იმატა თხების რაოდენობამ. კარგად ვითარდება მეფუტკრეობა. სკათა რაოდენობამ 6000-ს აჭარბებს. ტრადიციულად მნიშვნელოვანი დარგი იყო მეხილეობა, სადაც ძირითად როლს ხრესილის საკონსერვო ქარხანა ასრულებდა, თუმცა ეს დარგი თმობს პოზიციებს.

მრეწველობის ძირითადი დარგია ქვანახშირის მოპოვება. ტყიბულში მოქმედებს ქვანახშირის მომპოვებელი ორი შახტა და ერთი ქავანახშირის გამამდიდრებელი ქარხანა. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შექმნილია ტყიბულის წყალსაცავი.

განათლება და კულტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუნიციპალიტეტში მოქმედებს 23 საჯარო სკოლა, ამათგან 18 სოფლად, ხოლო 5 ქალაქ ტყიბულში.[1] ფუნქციონირებს 14 საბავშვო ბაღი, მათ შორის 8 სოფლებში. მუნიციპალიტეტში მოქმედებს სამხატვრო გალერეა, 5 საქალაქო და 20 სასოფლო ბიბლიოთეკა,10 სოფლის კლუბი და 2 სასოფლო კულტურის სახლი.

მუნიციპალიტეტში მოქმედებს ჯანდაცვის რამდენიმე დაწესებულება: რაიონული საავადმყოფო ქალაქ ტყიბულში და 9 საექიმო ამბულატორია სოფლებში: მუხურა, საწირე, ხრესილი, ცუცხვათი, ჯვარისა, გურნა, კურსები, გელათი და ორპირი.

ისტორიული ძეგლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შემორჩენილი ისტორიული ძეგლებიდან უმნიშვნელოვანესია გელათის სამონასტრო კომპლექსი, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საფრთხეში მყოფი ძეგლების სიაშია შესული ბაგრატის ტაძართან ერთად.

გარდა გელათისა, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზეა სამონასტრო კომპლექსი მოწამეთა, ასევე ჯვარის, ცუცხვათის და საწირის ციხეები. სხვა ისტორიული ძეგლებია:

  • ადრეული შუასაუკუნეების ციხე "შეუპოვარი" და შუა საუკუნეების "ელდათის" ეკლესია მუხურაში
  • შუა საუკუნეების ციხე და ეკლესია ციხიაში
  • X საუკუნის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია და შუა საუკუნეების ციხე ჯონიაში
  • X საუკუნის მთასაყდარის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია ძმუისში
  • X - XI საუკუნეების ზენობნის მაცხოვრის სახელობის ეკლესია, შუა საუკუნეების სამი კოშკი და ორი ეკლესია კურსებში
  • X - XI საუკუნეების მთავარანგელოზის კარის ეკლესია და გვიანი შუასაუკუნეების კოშკი ძიროვანში
  • XI - XII საუკუნეების წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია კისორეთში
  • XII საუკუნის მთავარანგელოზის სახელობის ეკლესია ბუეთში

არქეოლოგიური ძეგლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, სოფელ ცუცხვათის მიდამოებში აღმოჩენილია ცუცხვათის მღვიმე, რომელიც რომელიც 13 სართულისაგან შედგება. რამდენიმე სართულში წარმოქმნილია სტალაქტიტები და სტალაგმიტები. მღვიმეთა შორის სჭარბობს ე.წ. „თბილი მღვიმეები", რომლებიც საცხოვრებლად გამოუყენებიათ პირველყოფილ ადამიანებს. ეს მღვიმე საკულტო დანიშნულებისათვისაც ყოფილა გამოყენებული. მღვიმეში ნაპოვნია არქეოლოგიური ძეგლები შუა პალეოლითიდან ბრინჯაოს ხანამდე, აგრეთვე ცხოველთა ორმოცამდე სახეობის ძვლები. არქეოლოგიურმა ძიებამ დაადასტურა, რომ ეს მხარე ძველი წელთაღრიცხვის მეორე ათასწლეულის დასასრულს იყო სამთამადნო წარმოების კერა. ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე სხვა არქეოლოგიური ძეგლებია ქვის ხანის იაზონის მღვიმე და საბელასერის შუა ქვის ხანის სადგომ-სახელოსნო.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო