გეგეჭკორის მიწერილი სანადირო მეურნეობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გეგეჭკორის მიწერილი სანადირო მეურნეობამიწერილი სანადირო მეურნეობა საქართველოს სსრ გეგეჭკორის რაიონში. რაიონის მონადირეთა საზოგადოებაზე მიწერილი იყო 74 000 ჰექტარი სანადირო სავარგული, რომლებიც რაიონის სხვადასხვა უბანზე იყო განლაგებული. მისი საზღვრები იყო: აღმოსავლეთით — წულუკიძისა და ცაგერის რაიონები, დასავლეთით — ცხაკაიასა და ჩოხატაურის რაიონები, ჩრდილოეთით – ლენტეხის რაიონი და სამხრეთით — აბაშის რაიონი.

რაიონის მაღლობ ადგილებში მოიპოვებოდა არჩვი; მრავლადაა კვერნა, ციყვი, მაჩვი; არის კურდღელი და დათვი. რაიონში ჯერ კიდევ იყო ხოხობი; გადამფრენებიდან კი — ტყის ქათამი, მწყერი და სხვ.

კოლექტიური ნადირობა შესაძლებელი იყო მტაცებელ მხეცებზე (მგელი, ტურა, მელა და გარეული კატა), რომლებიც აქ საკმაო რაოდენობით მოიპოვებოდა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]