ბოლნისის მიწერილი სანადირო მეურნეობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ბოლნისის მიწერილი სანადირო მეურნეობამიწერილი სანადირო მეურნეობა საქართველოს სსრ ბოლნისის რაიონში. რაიონის მონადირეთა საზოგადოებაზე მიწერილი იყო 6000 ჰექტარი სანადირო სავარგული შემდეგ საზღვრებში: აღმოსავლეთით — მარნეულის რაიონი, დასავლეთით — დმანისის რაიონი, ჩრდილოეთით — თეთრიწყაროს რაიონი, სამხრეთით — სომხეთის სსრ.

ამ რაიონის ბუნებრივი პირობები ხელს უწყობდა, რომ აქ მომრავლებულიყო შველი, კურდღელი და სხვ. რაიონის ტერიტორიაზე მდებარე სანადირო სავარგულებზე შეიძლებოდა მოწყობილიყო კარგი სანადირო მეურნეობა. სანადირო სავარგულები აქ ადვილად მისადგომი იყო, ამიტომ სანადირო ფაუნის დაცვას განსაკუთრებული ყურადღება ექცეოდა.

სანადირო სასარგებლო ცხოველებიდან აღსანიშნავი იყო შველი, კურდღელი, დათვი, კვერნა, ციყვი, მაჩვი, კაკაბი, ქედანი, მტრედი; მავნე მტაცებლებიდან — მგელი, ტურა, მელა, გარეული კატა და სხვ. გადაფრენის დროს აქ თავს იყრიდა მწყერი და ტყის ქათამი, მდინარე დებედაზე კი — იხვი და ბატი. რაიონის ტერიტორიაზე იშვიათად შემოფრინდებოდა სავათი და სარსარაკი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]