ამბროლაურის მიწერილი სანადირო მეურნეობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ამბროლაურის მიწერილი სანადირო მეურნეობამიწერილი სანადირო მეურნეობა საქართველოს სსრ ამბროლაურის რაიონში. მონადირეთა საზოგადოებაზე მიწერილი იყო 140 000 ჰექტარი სანადირო სავარგული. მოიცავდა მთელი რაიონის სხვადასხვა უბანს შემდეგ საზღვრებში: აღმოსავლეთითონის რაიონი, დასავლეთითცაგერის და ლენტეხის რაიონები, ჩრდილოეთით — ცაგერის და ონის რაიონები, სამხრეთითტყიბულისა და წყალტუბოს რაიონები.

რაიონის რელიეფი ძირითადად მთაგორიანია და ხევებითაა დასერილი. სუბალპურ და ალპურ ზონასაც საკმაო ფართობი უჭირავს. ვაკე ადგილები ძალიან ცოტაა, რომელიც გამოყენებული იყო სოფლის მეურნეობის სუბკულტურებისათვის.

ამბროლაურის რაიონში კარგი ბუნებრივი პირობები იყო (არის) გარეული ნადირ-ფრინველის, უმთავრესად მთის ცხოველთა სამრავლებლად. გვხვდება ჯიხვი, არჩვი, შველი, კურდღელი, კვერნა, ციყვი, დათვი, შურთხი.

მთაგორიან ხრიოკ ადგილებში მოიპოვებოდა კაკაბიც; მტაცებლებიდან მგელი, გარეული კატა და ფოცხვერი; გადამფრენებიდან — ტყის ქათამი და მწყერი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]