ბორჯომის მიწერილი სანადირო მეურნეობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ბორჯომის მიწერილი სანადირო მეურნეობამიწერილი სანადირო მეურნეობა საქართველოს სსრ ბორჯომის რაიონში. რაიონის მონადირეთა საზოგადოებაზე მიწერილი იყო 25 000 ჰექტარი სანადირო სავარგული შემდეგ საზღვრებში: აღმოსავლეთით — წალკის რაიონი, დასავლეთით — ორჯონიკიძის რაიონი, ჩრდილოეთით — ხაშურის რაიონი, სამხრეთით — ახალქალაქის, ასპინძისა და ახალციხის რაიონები. მისი რელიეფი ძირითადად მთაგორიანი იყო ვიწრო ხეობებით, შეიცავდა აგრეთვე სუბალპური ზონის მცირე ტერიტორიას; ტყე აქ ძირითადად წიწვიანი ჯიშებისაგან შედგებ(ოდ)ა, როგორიცაა ფიჭვი (რომლითაც ეს რაიონი აღმოსავლეთ საქართველოში ყველაზე მდიდარია) და ნაძვი. რაც შეეხება ფოთლოვან ჯიშებს, ისინი უფრო მცირე რაოდენობითაა წარმოდგენილი. ძალიან ცოტაა სახნავ-სათესი ვაკე ადგილები, ბუნებრივია, ეს მდგომარეობა გავლენას ახდენს ცხოველთა სამყაროზეც.

ბორჯომის რაიონის სანადირო ცხოველთა სიამაყე იყო ირემი და შველი. მცირე რაოდენობით გვხვდებოდა არჩვი. მოიპოვებოდა კურდღელი, მაჩვი, კვერნა, დათვი. ბოლო დროს გამრავლდა ალთაის ციყვი, რომელიც აქ შემოყვანილი იყო აკლიმატიზაციის მიზნით. ეს ახალი ბინადარი იმდენად კარგად მომრავლდა ბორჯომის ხეობაში, რომ მასზე უკვე დაშვებული იყო ნადირობა. ბეწვეულის დამამზადებელ მონადირეებს, სათანადო ხელშეკრულებით, საშუალება ჰქონდათ ენადირათ ბორჯომის ტერიტორიაზე.

გადამფრენებიდან აღსანიშნავი იყო ტყის ქათამი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]