საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურები
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურები – აქ წარმოდგენილია საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის მეთაურების სია.
ერთ-ერთი პირველი მკვლევარი ვინც ხელი მოჰკიდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელთმთავართა სიის გამოქვეყნებას იყო პოლიევქტოს კარბელაშვილი. მის მიერ 1900 წელს გამოცემულ წიგნში „იერარქია საქართველოს ეკლესიისა“ ის სწერს:
„ | ბევრი ძიების შემდეგ მწერლობაში ვჰპოვე ოთხი სია მთავარეპისკოპოსთა და კათალიკოსთა, მაგრამ არც ერთი არ აღმოჩნდა სრული. პიველი სია ეკუთვნის „წერა-კითხვის საზოგადოების“ წიგნთსაცავს; მეორე მოყვანილია წიგნში «История Грузинской Иерархии Евгения, ректора». Тифлис. Духов. Сем. 1824 г. 18-19 გვ; მესამე წიგნში Хронография История Мехитара Айриванского; და მეოთხე ახლლად აღმოჩენილი მოქცევაჲ ქართლისაჲში. პირველი სია ეკუთვნის სახელოვანის დავით რექტორის კალამსა.
(ჩამოთვლილია სიები) ამ ოთხ სიებს ჩვენ დავურთავთ სხვა ახლად აღმოჩენილ სიებს. (მაგ. შიომღვიმის ხელნაწერიდამ და სხვა სიგელ-გურჯებიდან) და შემოვიტანთ ყველა ცნობას კათალიკოსებზედ, რაც კი ჩვენ სადმე შეგვხვედრია. ჩვენ ვეცდებით, სადაც შესაძლებელი იქნება, ქრონოლოგია კათალიკოზთა და მღვდელთ-მთავართა აღვნიშნოთ სიმართლით; მაგრამ შეუძლებელია მთელი ქრონოლოგიის და ჭეშმარიტებით ჩამოთვლა. ამიტომ ზოგიერთი კათალიკოსის დრო აღნიშნულია მომეტებულად დაახლოებით მეფეების დროებასთან ერთად, შეძლებისამებრ შეთანხმებით. |
“ |
მცხეთის (ქართლის) მთავარეპისკოპოსები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
„ქართლის ცხოვრების“ მიხედვით მცხეთის მთავარეპისკოპოსთა სია შედგება: რვა „წესსა ზედა ჭეშმარიტსა გარდაცვალებულნი“ და „სხუანი შემშლელნი წესისანი“ მღვდელთმთავრებისაგან.
![]() |
„მირიან მეფისითგან ვიდრე ვახტანგ მეფისამდე გარდაცვალებულ იყო ნათესავი რვა და მეფენი ათნი, და წელიწადი ას ორმოცდაჩჳდმეტი, ხოლო ეპისკოპოსნი წესსა ზედა ჭეშმარიტსა გარდაცვალებულნი რვანი, ხოლო სხუანი შემშლელნი წესისანი[1].“
|
- 1. იოანე I — დაახ. IV ს-ის 20-60-იანი წლები („და წარმოგზავნა მღდელი ჭეშმარიტი იოვანე ეპისკოპოსად“)
- 2. იაკობი — დაახ. IV ს-ის 60-70-იანი წლები („და მოკუდა იოვანე ებისკოპოსი და დაჯდა იაკობ“)
- 3. იობი — დაახ. IV ს-ის 70-90-იანი წლები („და მოკუდა იაკობ ეპისკოპოსი, და დაჯდა იობ“)
- 4. ელია — დაახ. IV ს-ის 90-იანი წლებიდან V ს-ის დასაწყისამდე („და მოკუდა ეპისკოპოსი იაკობ, და დასუა მის წილ ელია“)
- 5. სვიმონ (სჳმონ) I — დაახ. V ს-ის დასაწყისი - 20-იანი წლები („და მოკუდა ელია ეპისკოპოსი, და დასუეს სჳმონ“)
- მოსე — დაახ. V ს-ის 20-იანი წლები (მოხსენიებულია მესროპ მაშტოცის ცხოვრებაში)
- იერემია — დაახ. V ს-ის 20-იანი წლების ბოლო (?)
- 6. იონა — დაახ. V ს-ის 20-იანი წლები („გარდაიცვალნეს სამნი ეპისკოპოსნი: იონა, გრიგოლი და ბასილი“)
- 7. გრიგოლ I — დაახ. V ს-ის 20-30-იანი წლები („გარდაიცვალნეს სამნი ეპისკოპოსნი: იონა, გრიგოლი და ბასილი“)
- 8. ბასილ I — დაახ. V ს-ის 30-იანი წლები („გარდაიცვალნეს სამნი ეპისკოპოსნი: იონა, გრიგოლი და ბასილი“)
- 9. მობიდანი — დაახ. V ს-ის 30-იანი წლების ბოლო („ბასილისა შემდგომად ამან-ვე არჩილ დასუა ეპისკოპოსი, რომელსა ერქუა მობიდან“)
- 10. გლონოქორი — დაახ. V ს-ის 40-იანი წლები („და მერმე მეფობდა მირდატ. და მთავარებისკოპოსი იყო გლონოქორ. და ესე მთავარებისკოპოსი ერის-თვადცა იყო ბარაზბოდ პიტიახშისაგან ქართლს და ჰერეთს“)
- 11. იოველ I — დაახ. V ს-ის 40-იანი წლები
- 12. მიქაელ I — V ს-ის 50-იანი წლებიდან 468-470 წლებამდე
ქართლის კათოლიკოსები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- პეტრე I - ქართლის პირველი კათოლიკოსი. დაახ. V ს-ის 60-იანი წლებიდან
- სამოელ I - VI ს-ის დასაწყისი
- გაბრიელ I - დაახ. 505-507 წწ.
- თავფაჩაგ (თავფეჩაღ) I - დაახ. VI ს-ის 10-იანი წლები
- ჩიმაგა (ჩერმაგ) I - დაახ. VI ს-ის 10-იანი წლების მეორე ნახევრიდან 20-იან წლებამდე
- საბა (დასაბია) I - დაახ. VI ს-ის 20-30-იან წლები
- ევლალე (ევლათი, ევლავიოს) I - VI ს-ის 30-იან წლები
- მაკარი - დაახ. VI ს-ის 30-იანი წლების ბოლო
- სამოელ II - დაახ. VI ს-ის 40-60-იანი წლები
- სვიმონ II (სჳიმონ–პეტრე) - დაახ. VI ს-ის 60-70-იანი წლები
- სამოელ III - დაახ. 575-582 წწ.
- სამოელ IV - დაახ. VI ს-ის 80-90-იანი წლები
- ბართლომე - VI ს-ის 90-იანი წლების ბოლო
- კირიონ (კირონ) I - დაახ. 599-614/16 წწ.
- იოანე II - დაახ. VII ს-ის 20-იანი წლების ბოლო
- ბაბილა - დაახ. VII ს-ის 30-იანი წლების დასაწყისი
- თაბორი - დაახ. VII ს-ის 30-იანი წლები
- სამოელ V - დაახ. VII ს-ის 30-იანი წლების ბოლო - 40-იანი წლების დასაწყისი
- ევნონი - დაახ. VII ს-ის 40-იანი წლები
- თავფაჩაგ II - ახ. VII ს-ის 50-60-იანი წლები
- ევლალე II - დაახ. 664-668 წწ.
- იოველ II - დაახ. 668-670 წწ.
- სამოელ VI - დაახ. 670-677 წწ.
- გიორგი I - დაახ. 677-678 წწ.
- კირიონ (კჳრიონ) II - დაახ. 678-683 წწ.
- იზიდ-ბოზიდი - დაახ. 683-685 წწ.
- თეოდორე I - დაახ. 685-689 წწ.
- პეტრე II - დაახ. 689-720 წწ.
- მამაი - დაახ. 720-744 წწ.
- იოანე III - VIII ს-ის 40-60-იანი წლები
- გრიგოლ II - დაახ. 760-767 წწ.
- კლემენტოსი - VIII ს-ის 70-იანი წლები
- სარმეანე - VIII ს-ის 70-იანი წლები
- თალალე - VIII ს-ის 70-იანი წლების ბოლო
- მიქელ II - დაახ. 774-780 წწ.
- სამოელ VII - დაახ. 780-784 წწ.
- კირილე I - დაახ. 781-802 წწ.
- გრიგოლ III - დაახ. 802-814 წწ.
- სამოელ VIII - დაახ. 814-826 წწ.
- გიორგი II - დაახ. 826-838 წწ.
- გაბრიელ II - დაახ. IX ს-ის 30-50-იანი წწ.
- ილარიონი - დაახ. IX ს-ის 50-იანი წლების ბოლო
- არსენ I დიდი (საფარელი) - დაახ. 860-887 წწ.
- ევსუქი - დაახ. 887-914 წწ.
- ბასილ II - დაახ. 914-930 წწ.
- მიქელ III - დაახ. 930-947 წწ.
- დავით I - დაახ. 947-955 წწ.
- არსენ II - დაახ. 955-980 წწ.
ერთიანი საქართველოს კათოლიკოსები და კათოლიკოს-პატრიარქები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- იოანე IV ოქროპირი - დაახ. 980-1001 წწ.
- სვიმონ (სჳმონ) III - დაახ. 1001-1010 წწ.
- მელქისედეკ I - დაახ. 1010-1033 წწ.
- იოანე V ოქროპირი - დაახ. 1033-1049 წწ.
- ექვთიმე I - 1049-1955 წწ.
- ევსტათი - ზეობის წლები უცნობია
- გიორგი III (ტაოელი) - XI ს-ის 50-60-იანი წლები (მეფე ბაგრატ IV-ის დროს)
- გაბრიელ III (საფარელი) - დაახ. 1065-1080 წწ. (ბაგრატ IV-ის და გიორგი II-ის ხანა)
- დიმიტრი - დაახ. 1080-1090 წწ.
- ბასილ III - დაახ. 1090-1100 წწ. (მეფე დავით აღმაშენებლის თანამედროვე)
- იოანე VI - XII ს-ის პირველი მეოთხედი (მეფე დავით აღმაშენებლის თანამედროვე)
- სვიმონ IV გულაბერისძე - XII ს-ის მეორე მეოთხედი
- საბა II - დაახ. XII ს-ის 40-50-იანი წლები (მეფე დემეტრე I-ის თანამედროვე)
- ნიკოლოზ I გულაბერისძე - დაახ. XII ს-ის 50-იანი წლების მეორე ნახევრიდან
- მიქელ IV - 1178-1187 წწ.
- თეოდორე II - დაახ. 1188-1204/1205 წწ. (თამარ მეფის თანამედროვე)
- ბასილ IV - დაახ. 1204/1205 წ.
- იოანე VII - დაახ. 1205/1206-1210 წწ. (თამარ მეფის თანამედროვე)
- ეტიფანე - დაახ. 1210-1220 წწ. (თამარ მეფისა და გიორგი IV-ის თანამედროვე)
- ექვთიმე II - 1220-1222 წწ.
- არსენ III - XIII ს-ის 20-30-იანი წლები
- გიორგი IV - XIII ს-ის 30-იანი წლები
- ნიკოლოზ II - XIII ს-ის 30-იანი წლები
- მიქელ V - XIII ს-ის 40-იანი წლების დასაწყისი
- არსენ IV ბულმაისიმისძე - 1241/42-1249/50 წწ.
- ნიკოლოზ III - დაახ. 1250-1282 წლებში
- აბრაჰამ I - დაახ. 1282-1310 წწ.
- ექვთიმე III - დაახ. 1310-იანი წლებიდან 30-იანი წლების მეორე ნახევრამდე
- ბასილი V - XIV ს-ის 30-60-იან წლებში(??-1349 წწ.)
- დოროთეოზ I - XIV ს-ის 60-იანი წლები(1349-1356 წწ.)
- შიო I - 1356-1364 წწ.
- ნიკოლოზ IV - დაახ. XIV ს-ის 70-იანი წლები
- გიორგი V - დაახ. XIV ს-ის 80-90-იანი წლები (ბაგრატ მეფისა და გიორგი VII-ის თანამედროვე)
- ელიოზი (გობირახისძე) - XIV ს-ის 90-იანი წლების ბოლოდან 1419 წლამდე
- მიქელ VI - 1419-1426 წწ.
- დავით II (მეფე ალექსანდრე I-ის ძე) - 1425/26-1428 წწ.
- თეოდორე III - დაახ. 1429-1435 წწ.
- დავით III - დაახ. 1435/36-1438/39 წწ.
- შიო II - დაახ. 1439-1443/47 წწ.
- დავით IV (ჭავჭავაძე) - 1443/47-1459 წწ.
- მარკოზი - 1460-1466 წწ. (მეფე გიორგი VIII დროს)
- დავით V - 1466-1479 წწ.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქები ერთიანი სამეფოს დაშლის შემდეგ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სახელი | სურათი | პატრიარქობის წლები |
---|---|---|
ნიკოლოზ V | დაახ. 1479-1488 წწ. | |
ევაგრე | დაახ. 1488-1492; 1500-1503 წწ. | |
აბრაამ II აბალაკი | 1492-1497 წწ. | |
ეფრემ I | 1497-1503 წწ. | |
დოროთეოზ II | 1503-1505; 1511-1516 წწ. | |
იოანე VIII | 1505-1509 წწ. | |
დიონოსი (დიონისე) | დაახ. 1510-1511 წწ. | |
ბასილ VI | 1517-1528; 1529-1531 წწ. | |
მელქისედეკ II (ბაგრატიონი) | დაახ. 1528-1529; 1540-1545; 1548-1552 წწ. | |
მალაქია | 1532-1534 წწ. | |
გერმანე | დაახ. 1535-1546 წწ. | |
ნიკოლოზ VI | დაახ. 1542-1547 წწ. | |
სვიმონ V | 1547-1548 წწ. | |
ზებედე I | 1552-1556 წწ. | |
დომენტი I | 1556-1560 წწ. | |
ნიკოლოზ VII (ბარათაშვილი) | 1561-1584 წწ. | |
ნიკოლოზ VIII (ბაგრატიონი) | ![]() |
1584-1589 წწ. |
დოროთეოზ III | დაახ. 1589-1595 წწ. | |
დომენტი II | დაახ. 1595-1610 წწ. | |
ზებედე II | 1610-1611 წწ. | |
იოანე IX (ავალიშვილი) | 1612-1616 წწ. | |
ქრისტეფორე I | 1616-1622 წწ. | |
ზაქარია (ჯორჯაძე) | ![]() |
1623-1630 წწ. |
ევდემოზ I (დიასამიძე) | ![]() |
1630-1638 წწ. |
ქრისტეფორე II | 1638-1660 წწ. | |
დომენტი III | 1660-1676 წწ. | |
ნიკოლოზ IX (ამილახვარი) | 1678-1688; 1691-1696 წწ. | |
იოანე X (დიასამიძე) | 1688-1691; 1696-1700 წწ. | |
ევდემოზ II | 1701-1705 წწ. | |
დომენტი IV (დამიანე ლევანის ძე ბაგრატიონი) | ![]() |
1705-1741 წწ. |
ბესარიონი (ბარათაშვილ-ორბელიშვილი) | 1725-1737 წწ. | |
კირილე II (ციციშვილი) | 1737-1739 წწ. | |
ნიკოლოზ X (ხერხეულიძე) | 1741-1744 წწ. | |
ანტონ I | ![]() |
1744-1755; 1764-1788 წწ. |
იოსები (ჯანდიერიშვილი) | ![]() |
1755-1764 წწ. |
ანტონ II (ბაგრატიონი) | ![]() |
1788-1811 წწ. |
აფხაზეთის კათოლიკოსები და კათოლიკოს-პატრიარქები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- სვიმეონი – XI საუკუნის დამლევი, ან XII საუკუნის დასაწყისი
- ნიკოლოზი – XIII საუკუნის დამლევი
- არსენი – 1390–?
- დანიელი – XIV საუკუნის მიწურული – XV საუკუნის დამლევი
- იოაკიმე (იოვაკიმე) – XV საუკუნის 70-იანი წლები
- სტეფანე – 1490–1516
- მალაქია I - 1519-XVI საუკუნის 40-იანი წწ.
- ევდემონ I - 1557-1578
- ეფთვიმე I - 1578-1616
- მალაქია II - 1616-1639
- მაქსიმე I - 1639-1657
- ზაქარია - 1657-1660
- სვიმონი - 1660-1666
- ევდემონ II - 1666-1669
- ეფთვიმე II - 1669-1673
- დავითი - 1673-1696
- გრიგოლ II - 1696-1742
- ბესარიონი - 1742-1769
- გერმანე - XVIII საუკუნის 40-იანი წწ.
- იოსები - 1769-1776
- მაქსიმე II - 1776-1795
- დოსითეოს ქუთათელი - მიტროპოლიტი, საკათოლიკოსოს გამგებელი - 1792-1814
საქართველოს ეგზარქოსები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სახელი | პორტრეტი | ეგზარქოსობის წლები |
---|---|---|
ვარლამი | ![]() |
1811 8 ივლისი - 1817 14 მაისი |
თეოფილაქტე | ![]() |
1817 14 მაისი - 1821 19 ივნისი |
იონა | 1821 1 სექტემბერი - 1832 5 მარტი | |
მოსე | 1832 12 მარტი - 1834 13 ივლისი | |
ევგენი | ![]() |
1834 1 სექტემბერი - 1844 12 ნოემბერი |
ისიდორე | ![]() |
1844 12 ნოემბერი - 1858 1 მარტი |
ევსევი | ![]() |
1858 1 მარტი - 1877 8 დეკემბერი |
იოანიკე | ![]() |
1877 8 დეკემბერი - 1882 27 ივნისი |
პავლე | 1882 16 ივლისი - 1887 29 სექტემბერი | |
პალადი | ![]() |
1887 29 სექტემბერი - 1892 18 ოქტომბერი |
ვლადიმერი | ![]() |
1892 18 ოქტომბერი - 1898 21 თებერვალი |
ფლაბიანე | ![]() |
1898 21 თებერვალი - 1901 |
ალექსი I | ![]() |
1901 - 1905 |
ნიკოლოზი | 1905 - 1906 | |
ნიკონი | ![]() |
1906 - 1908 28 მაისი |
ინოკენტი | 1909 - 1913 | |
ალექსი II | ![]() |
1913 - 1914 |
პიტირიმე | ![]() |
1914 - 1915 |
პლატონი | ![]() |
1915 - 1917 |
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქები
ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სახელი და გვარი | სურათი | პატრიარქობის წლები |
---|---|---|
კირიონ II საძაგლიშვილი |
![]() |
1917 – 1918 |
ლეონიდე ოქროპირიძე |
![]() |
1919 – 1921 |
ამბროსი ხელაია |
![]() |
1921 – 1927 |
ქრისტეფორე III ციცქიშვილი |
![]() |
1927 – 1932 |
კალისტრატე ცინცაძე |
![]() |
1932 – 1952 |
მელქისედეკ III ფხალაძე |
![]() |
1952 – 1960 |
ეფრემ II სიდამონიძე |
![]() |
1960 – 1972 |
დავით V დევდარიანი |
1972 – 1977 | |
ილია II შიოლაშვილი |
![]() |
1977 დღემდე |
იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- რომის პაპების სია
- კონსტანტინოპოლის პატრიარქები
- ალექსანდრიის პატრიარქები
- ანტიოქიის პატრიარქები
- იერუსალიმის პატრიარქები
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 21.
- საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქები, რ. მეტრეველის რედაქციით, „ნეკერი“, თბ., 2000
- ლომინაძე ბ., მასალები საქართველოს XVII-XVIII ს-თა ისტორიის ქრონოლოგიისათვის // მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის, ტ. XXIX, თბილისი: საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, 1951. — გვ. 67-74.
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელნი დაარქივებული 2019-03-29 საიტზე Wayback Machine.
- საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქები
- საქართველოს ეკლესიის მღვდელმთავართა ერთიანი სია