აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი
ნავიგაციაზე გადასვლა
ძიებაზე გადასვლა
შპს აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი | |
---|---|
![]() | |
![]() | |
დევიზი | ცოდნა, რომელსაც რეალურად გამოიყენებ! |
დაფუძნდა | 14 ოქტომბერი, 2012 |
ტიპი | კერძო |
რექტორი | დავით ჩერქეზიშვილი |
მისამართი | შატილის ქ. №4; დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი. |
ქალაქი | თბილისი |
ქვეყანა | საქართველო |
კამპუსი | 2 (ორი) |
აფილაცია | მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია (WHO); სამედიცინო განათლების საერთაშორისო ასოციაცია (AMEE); სამედიცინო სკოლების მსოფლიო კატალოგი (WDOMS); სამედიცინო სკოლების ასოციაცია ევროპაში (AMSE); ინდოეთის მედიცინის საბჭო (MCI); აშშ-ს მსოფლიო განათლების მომსახურების ორგანიზაცია (WES), ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაცია (EPLO) |
http://eeu.edu.ge/ | |
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი (EEU) — კერძო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც 2012 წლის 14 ოქტომბერს დაარსდა და მდებარეობს საქართველოს დედაქალაქ თბილისში. ოფიციალურადაა ავტორიზებული[1] და აღიარებულია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ.[2]
ამჟამად EEU ახორციელებს 18 საბაკალავრო, სამაგისტრო, ერთსაფეხურიან და სადოქტორო პროგრამას ოთხ ფაკულტეტზე: იურიდიული, ბიზნესი და ინჟინერია, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებები, ჯანდაცვა.