ქუთაისის უნივერსიტეტი
Jump to navigation
Jump to search
ქუთაისის უნივერსიტეტი | |
---|---|
დაფუძნდა | 1991 |
ტიპი | აკადემიური საგანმანათლებლო დაწესებულება |
რექტორი | გოჩა თუთბერიძე |
პრეზიდენტი | ლაშა კანდელაკიშვილი |
მისამართი | წერეთლის ქ. 13 |
ქალაქი | ქუთაისი |
ქვეყანა | საქართველო |
მეტსახელი | UNIK |
ოფიციალური | |
ქუთაისის უნივერსიტეტი — საგანმანათლებლო დაწესებულება ქუთაისში. დაარსდა 1991 წელს. იგი დასავლეთ საქართველოში პირველი კერძო ავტორიზებული და აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა. დაარსებულია ვალერიან ქელბაქიანისა და რევაზ ლაღიძის მიერ.[1]
ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
უნივერსიტეტი დაფუძნდა 1991 წელს ქუთაისის სამართლისა და ეკონომიკის ინსტიტუტის სახელწოდებით. 1992 წელს ეწოდა „ქუთაისის სამართლისა და ეკონომიკის უნივერსიტეტი“, ხოლო 2010 წელს — „ქუთაისის უნივერსიტეტი“.
2018 წლიდან იგი საქართველოს კერძო უნივერსიტეტების ასოციაციის წევრია.