ფილადელფია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სიტყვას „ფილადელფია“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ ფილადელფია (მრავალმნიშვნელოვანი).
ქალაქი
ფილადელფია
Philadelphia
Philadelphia Montage by Jleon 0310.jpg
დროშა გერბი
Flag of Philadelphia, Pennsylvania.png Seal of Philadelphia, Pennsylvania.svg

ქვეყანა აშშ-ის დროშა აშშ
შტატი პენსილვანია
ქაუნთი ფილადელფია (ქაუნთი)
კოორდინატები 39°57′12″ ჩ. გ. 75°10′12″ დ. გ. / 39.95333° ჩ. გ. 75.17000° დ. გ. / 39.95333; -75.17000
ქალაქის მერი მაიკლ ნატერი
დაარსდა 1682
ფართობი 349.6 კმ²
ცენტრის სიმაღლე 12
მოსახლეობა 1 560 297 კაცი (2014)
სიმჭიდროვე 4,201.8 კაცი/კმ²
აგლომერაცია 5,823,233
სასაათო სარტყელი UTC-5, ზაფხულში UTC-4
სატელეფონო კოდი 215, 267
საფოსტო ინდექსი 19019–19255, 19171 და 19172
ოფიციალური საიტი phila.gov
ფილადელფია — აშშ
ფილადელფია
ფილადელფია — პენსილვანია
ფილადელფია

ფილადელფია (აგრეთვე ფილა, ბერძნულიდან - „ძმური სიყვარულის ქალაქი“) — რიგით მეხუთე ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქალაქი აშშ-ში და ამასთან პენსილვანიის უდიდესი აგლომერაცია, ტერიტორიიულად და მოსახლეობის რაოდენობით. 2004 წლის 1 ივლისის მონაცემებით ქალაქის მოსახლეობა 1 470 151-ს შეადგენს.

ფილადელფია აშშ-ის ერთ-ერთი უძველესი და ისტორიულიად უმნიშვნელოვანესი ქალაქია. მან ამერიკის ისტორიაში კრიტიკული მნიშვნელობა შეასრულა. XVII საუკუნის გარკვეული პერიოდის განმავლობაში ის მეორე დედაქალაქი და აშშ-ის ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქალაქი იყო. ამ პერიოდში ის უსწრებს ბოსტონსა და ნიუ-იორკს პოლიტიკური და სოციალური მნიშვნელობით, ბენჯამინ ფრანკლინის ფილადელფიის აღმასვლაში გაწეული განსაკუთრებული წვლილის გამო.

ქალაქის ფარგლები ამავე სახელწოდების ქაუნტის არეს ემთხვევა კონსოლიდაციის აქტის მიღების შემდეგ 1854 წელს. მანამდე კი ქალაქი შემოიფარგლებოდა საუზ-სტრიტის, ვაინ-სტრიტისა და მდინარეები დელავერისა და შუილკილის შემოგარენით. ქალაქის ექსპანსიის შედეგად მან მოიცვა დასავლეთ ფილადელფიის, სამხრეთ ფილადელფიის, ჩრდილოეთ ფილადელფიისა და ჩრდილო-აღმოსავლეთ ფილადელფიის უბნები, ისევე როგორც გერმანტაუნი და ისეთი მცირე უბნები როგორიცაა როქსბორო, მანაიუნკი, მაუნტ-აირი და ჩესნატ-ჰილი.

ფილადელფია ასევე ერთ-ერთი უდიდესი საუნივერსიტეტო ქალაქია აშშ-ში 120.000-ზე მეტი სტუდენტით მხოლოდ ქალაქის ფარგლებში, ხოლო მის მეტროპოლიაში არსებული კოლეჯებისა და უნივერსიტეტების ჩათვლით კი 300.000-ზე მეტი სტუდენტით.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]