უნგრეთის საბჭოთა რესპუბლიკა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
უნგრეთის საბჭოთა რესპუბლიკა წითელ ფერში
საბჭოთა უნგრეთის დროშა
საბჭოთა უნგრეთის გერბი

უნგრეთის საბჭოთა რესპუბლიკა (უნგრ. Magyarországi Tanácsköztársaság) — 1919 წლის 21 მარტიდან 6 აგვისტომდე უნგრეთში არსებული პოლიტიკური რეჟიმი. რესპუბლიკამ იარსება მხოლოდ 4 თვე (სულ 133 დღე).

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წარმოქმნა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველი მსოფლიო ომის დამთავრებას ავსტრია-უნგრეთის იმპერიის დაშლა მოჰყვა, რომლის ნანგრევებზე 1918 წლის 31 ოქტომბერს უნგრეთის რესპუბლიკა წარმოიშვა გრაფ მიხაი მიკლოშ კაროიის პრეზიდენტობით. თუმცა პირველმა მთავრობამ ვერ შესძლო ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანა. 1919 წლის იანვარში რუმინეთმა ტრანსილვანიის ოკუპაცია მოახდინა, რამაც კაროიის მთავრობის პოპულარობა მკვეთრად დასცა. ხელისუფლება გადავიდა სოციალ-დემოკრატების ხელში, რომლებმაც ალიანსი გააფორმეს კომუნისტებთან. ამას შედეგად კი 21 მარტს უნგრეთის საბჭოთა რესპუბლიკად გამოცხადება მოჰყვა.

უნგრეთის კომუნისტური პარტია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბელა კუნი

უნგრეთის კომუნისტური პარტია ამ დროისათვის იყო პატარა, მაგრამ მისი წევრები იყვნენ ძალიან აქტიური და პარტიის რიგები სწრაფი ტემპით იზრდებოდა. პარტიის ბირთვი 1918 წლის 4 ნოემბერს შეიქმნა მოსკოვში და შედგებოდა კომუნისტური შეხედულებების მქონე ძველი სამხედრო ტყვეებისა და ემიგრანტებისაგან. ცენტრალური კომიტეტის ხელმძღვანელი გახდა ბელა კუნი, რომელიც მალე გადავიდა უნგრეთში. აქ მან დაიწყო თანამოაზრეების სწრაფად შეგროვება. 1919 წლის თებერვალში პარტია მოითვლიდა უკვე 30-40 ათას წევრს, რომელთა შორის დიდი რაოდენობით იყო ყოფილი სამხედრო მოსამსახურეები, უმუშევრები, ახალგაზრდა ინტელექტუალები, ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლები. პარტიის რიცხვობრივად ზრდასთან ერთად, ის თანდათან უფრო და უფრო რადიკალური ხდებოდა თავის მოთხოვნებში. ამ პროცესმა პიკს მიაღწია 1919 წლის 20 თებერვალს, როცა ჩვეულებრივი კომუნისტური დემონსტრაცია გადაიზარდა სოციალ-დემოკრატთა გაზეთის რედაქციის დარბევაში, რომლის დროსაც დაიღუპა 7 ადამიანი პოლიციელთა ჩათვლით. ხელისუფლებამ ეს ინციდენტი გამოიყენა უნგრეთის კომუნისტური პარტიის ლიდერთა დაპატიმრების, გაზეთის შეზღუდვის და პარტიის ოფისის დახურვის საბაბად.

დაპატიმრებები მიმდინარეობდა უკიდურესი სისასტიკით. შედეგად, საზოგადოებრივი სიმპათია გადაიხარა კომუნისტური პარტიის მხარეს. 1 მარტს მოიხსნა აკრძალვა კომუნისტური პარტიის გაზეთზე და გაიხსნა პარტიის ოფისები. მიუხედავად იმისა, რომ ლიდერები პატიმრობაში რჩებოდნენ, მთელი რიგი შეზღუდვები მოეხსნათ, რის გამოც მიეცათ საშუალება - დაბრუნებოდნენ აქტიურ საზოგადოებრივ ცხოვრებას.

ხელისუფლებაში მოსვლა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიქსის ულტიმატუმის შემდეგ – უნგრეთის სასაზღვრო რაიონებიდან უნგრეთის ჯარების ევაკუაციის მოთხოვნით (მათ შორის, დებრეცენსა და სეგედში) – უნგრეთის პრეზიდენტმა მიხაი კაროიიმ გადააყენა დენეშ ბერინკეის მთავრობა და სოციალ–დემოკრატებს დაავალა ახალი მტავრობის შექმნა. ეს უკანასკნელნი სტაბილური კოალიციური მთავრობის შექმნია მიზნით, მაშინვე შეუდგნენ უნგრეთის კომუნისტურ პარტიასთან მოლაპარაკებას, რომლის ლიდერები იყვნენ დაპატიმრებული. მოლაპარაკებების შედეგად მიღწეულ იქმა შეთანხმება ორივე პარტიის ერთ – უნგრეთის სოციალისტურ პარტიად გაერთიანების შესახებ. კაროიი მოლაპარაკების მსვლელობაზე ინფორმირებული არ იყო.

ლენინის მიერ აპრობირებული ხელისუფლების მოდელის მიხედვით, ბელა კუნმა ოფიციალურად დაიკავა საგარეო საქმეთა კომისრის. მან შექმნა მთავრობა, სახელწოდებით "რევოლუციური მმართველი საბჭო", რომელიც სატავეში ჩაუდგა. უნგრეთის საბჭოთა რესპუბლიკას . პრეზიდენტი მიხაი კაროიი გადადგა.

თავდაპირველად, მთავრობა წარმოადგენდა სოციალისტებისა და კომუნისტების კოალიციას, რომელსაც ხელმძღვანელობდა შანდორ გარბაი. რამდენიმე დღის შემდეგ, კომუნისტებმა გაიყვანეს მისი რიგებიდან ბოლო სოციალისტები. ახალმა კომუნისტურმა ხელისუფლებამ გამოაცხადა გაუქმა ყველა არისტოკრატიული ტიტული და პრივილეგია, გამოყო ერთმანეთისაგან სახელმწიფო და ეკლესია, უზრუნველყო სიტყვისა და შეკრების თავისუფლება, უფასო განათლება, ენობრივი და კულტურული უფლებები ეთნიკური უმცირესობებისათვის.

კომუნისტებმა, ასევე, მოახდინეს სამრეწველო და კომერციული საწარმოების, საცხოვრებლების, ტრანსპორტიის, საბანკო სფეროს, მედიცინის, კულტურული დაწესებულებების და ყველა მიწისზედა ქონების ნაციონალიზაცია.

წითელი გვარდია და წითელი არმია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესპუბლიკის უშიშროების უზრუნველსაყოფად, დაიწყო წითელი გვარდიის ჩამოყალიბება, რომელსაც სათავეში ედგა მიკლოშ რაკოში. გვარდია მოგვიანებით რეორგანიზებულ იქნა და წითელი არმიის სახე მიიღო. ამის გარდა, წარმოიქმნა რაზმი 200-მდე შეიარაღებული ადამიანისაგან, რომელსაც სათავეში ჩაუდგა იოჟეფ ჩერნი. რაზმელები თავიანთ თავს „ლენინელებს“ უწოდებდნენ. რაზმი მოქმედებდა იმ არეალში, სადაც კონტრრევოლუციური განწყობა სუფევდა. ლენინელები და სხვა მსგავსი ჯგუფები განწყობილნი იყვნენ რადიკალურ ანტიკლერიკალურად, რაც კონსერვატიულად განწყობილი სოფლის მოსახლეობის მკვეთრად არაკეთილგანწყობას იწვევდა. გარდა ამისა, მიწების ნაცონალიზაცია და რეკვიზიცია იწვევდა დიდი რაოდენობით სოფლის გლეხთა წინააღმდეგობას უნგრეთის ხელისუფლების მიმართ.

შედეგად წარმოიქმნა რეგულარული კონფლიქტები, რომელიც ხშირად გადაიზრდებოდა ხოლმე გლეხთა და სამთავრობო ჯარების სისხლიან შეტაკებაში. და კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც აქვეითებდა საბჭოთა მთავრობის პოპულარობას ხალხში ის იყო, რომ თითქმის ყველა მისი წევრი იყო ებრაელი იმ დროს, როცა ებრალები უნგრეთის მოსახლეობის მცირე ნაწილს (ა920 წლისათვის სულ 473.000 ადამიანს, დაახლოებით, მოსახლეობის 6%) შეადგენდა.

იმავე დროს, ანტანტის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე შეიქმნა კონტრრევოლუციური მთავრობა დიულა კაროის ხელმძღვანელობით. მთავრობამ ჩამოაყალიბა ეროვნული არმია მიკლოშ ჰორტის ხელმძღვანელობით.

საზღვრების დადგენა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბელა კუნი აქტიურად მოქმედებდა კომუნიზმის გავრცელებისათვის მეზობელ ტერიტორიებზე, რომლებიც ადრე უნგრეთს ეკუთვნოდა. მას შემდეგ, რაც უნგრეთის არმიამ გაიმარჯვა ჩეხოსლოვაკიის არმიაზე, აშშ-ს პრეზიდენტმა უილსონმა უნგრეთი მიიწვია პარიზში მოლაპარაკებებზე საზღვრების დასადგენად. კუნი ელოდებოდა საბჭოთა რუსეთის მხრიდან „მეგობრულ“ ინტერვენციას, რომელიც მისი რეჟიმოს არსებობის გარანტიას იძლეოდა, რაც სრულიად მსოფლიოს სოციალისტური რევოლუციის დასაწყისი უნდა გამხდარიყო. ამ პროცესის გამოვლინებად შეიძლება ჩავთვალოთ სლოვაკეთის საბჭოთა რესპუბლიკის წარმოქმნა 16 ივნისს სლოვაკეთის სამხრეთ და აღმოსავლეთ რეგიონებში.

წითელი ტერორი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

24 ივლისის სოციალ-დემოკრატების მისერ მოწყობილი აჯანყების ჩაცხრობის შემდეგ, სიტუაცია შეიცვალა. ახალი კომუნისტური ხელისუფლების მიერ, რომელსაც სათავეში ედგა ანატოლი დოვშაკი, დაიწყო მასობრივი რეპრესიები: ჩამოხრჩობილი იქნა აჯანყების 590 მონაწილე. ქვეყანაში გაჩაღდა ე.წ. ”წითელი ტერორი”. მოსახლეობის მხარდაჭერამ ხელისუფლების მიმართ კრახი განიცადა.

ანტანტა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საბჭოთა უნგრეთი აღმოჩნდა გარედან შემოჭრილი დიდი საფრთხის წინაშე. მისი არმიის გადაადგილება ჩრდილოეთისაკენ შეჩერებულ იქნა. იმავე პერიოდში ანტანტის მხარდაჭერით რუმინეთი შეიჭრა უნგრეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, რომლის ჯარები სწრაფად გადაადგილდებოდა ქვეყნის სიღრმეში და მალე დედაქალაქისაკენ მიმავალი ყველა გზა გადაკეტეს. უნგრეთის საბჭოთა არმია იძულებული გახდა ბრძოლა გაემართა ბუდაპეშტის მისადგომებთან. ბრძოლა წააგეს წითლებმა. 1 აგვისტოს ბელა კუნი და უნგრეთის მთავრობის წევრთა უმრავლესობა ავსტრიაში გაიქცა. დარჩენილი მცირე ნაწილით, რომელსაც ხელმძღვანელობდა კულტურის ყოფილი კომისარი გეორგ ლუკაჩი შეუდგა კომუნისტური პარტიის იატაკქვეშა ორგანიზებას. ბუდაპეშტის მშრომელთა დეპუტატების საბჭოებმა ახალი მთავრობა აირჩია, რომელსაც სათავეში ჩაუდგა გიულა პეიდლი. მან მხოლოდ რამდენიმე დღე იარსება. 6 აგვისტოს ქალაქში შემოვიდა რუმინეთის ჯარი, რომელმაც წერტილი დაუსვა უნგრეთის საბჭოთა რესპუბლიკის ისტორიას.

თეთრი ტერორი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თეთრი ტერორის მსხვერპლი უნგრეთში. 1919 წ.

უნგრეთში საბჭოთა რესპუბლიკის დამხობისა და რუმინეთის ოკუპაციის შედეგად წარმოქმნილ პოლიტიკურ ვაკუუმში, სწრაფად მოიპოვეს ხელისუფლება კონსერვატორებმა იშტვან ბეტლენმა და მიკლოშ ჰორტმა, რომელთაც აღადგინეს კონტროლი დასავლეთ უნგრეთზე. ეს ტერიტორია ჯერ კიდევ არ ჰქონდა ოკუპირებული რუმინეთს. ნახევრადდამოუკიდებელი შეიარაღებული ჯგუფებისაგან შემდგარმა ეროვნულმა არმიამ, რომელსაც სათავეში ედგა მიკლოშ ჰორტი, დაიწყო კომუნისტებისა და მემარცხენეებისაგან ქვეყნის წმენდა. ეს ისტორიული მოვლენა ცნობილი გახდა სახელწოდებით "თეთრი ტერორი". განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდა პალა პრონაის რაზმი.

საბჭოთა რესპუბლიკის მრავალი გულშემატკივარი დახვრიტეს სასამართლოს გარეშე, მნიშვნელოვანი ნაწილი დააპატიმრეს ე.წ. "კომისართა პროცესების" შედეგად. საბოლოოდ, ამ პატიმრთა უმრავლესობა შემდგომში გაცვალეს საბჭოთა რუსეთს და ჰორტისტულ უნგრეთსს შორის 1921 წელს დადებული ხელშეკრულების საფუძველზე (ამ შეთანხმების თანახმად რუსეთს გადაეცა 415 უნგრელი პატიმარი).

სახელმწიფო მოწყობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი ორგანოა - საბჭოების სახელმწიფო ასამბლეა (Tanácsok ORSZÁGOS Gyűlése) ან საბჭოების ფედერალური სახელმწიფო ასამბლეა (Szövetséges Tanácsok ORSZÁGOS Gyűlése).

ხელისუფლების ეს ორგანოები აირჩეოდა კომიტატთა და რეგიონალური ქალაქების უფლების მქონე მუშურ-გლეხური საბჭოებისაგან.

ასამბლეებს შორის პერიოდში ქვეყანას ხელმძღვანელობდა - ფედერალური ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის ( Szövetséges Központi Intéző Bizottság), რომელიც აირჩეოდა საბჭოების სახელმწიფო ასამბლეის მიერ.

აღმასრულებელი ორგანო - რევოლუციური მთავრობის საბჭო (Forradalmi Kormányzótanács), ასევე, აირჩეოდა საბჭოების სახელმწიფო ასამბლეის მიერ.

ადმინისტრაციული დაყოფა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უნგრეთის საბჭოთა რესპუბლიკის ტერიტორია იყოფოდა კომიტატებად (vármegye) და რეგიონალურ ქალაქებად (törvényhatósági jogú város), ქალაქის (varosi) და თემის (საზოგადოების) (községi) კომიტატებად, რეგიონის ქალაქები რაიონებად (kerületi).

კომიტატთა უმაღლესი ორგანო იყო კომიტატთა მუშურ-გლეხურ-ჯარისკაცული საბჭოები (Vármegyei munkás-, paraszt- és katonatanácsának), რომელიც აირჩეოდა მოსახლეობის მიერ.

აღმასრულებელი ორგანო იყო კომიტატის აღმასრულებელი ორგანო (Vármegyei intéző bizottság), რომელიც აირჩეოდა მოსახლეობის მიერ არჩეული საბჭოებიდან.

ქალაქის უმაღლესი ორგანო იყო ქალაქის მუშურ-ჯარისკაცული საბჭო(Városi munkás- és katonatanács), რომელიც აირჩეოდა მოსახლეობის მიერ.

თემის (საზოგადოების) უმაღლესი ორგანო - მუშურ-გლეხურ-ჯარისკაცული საზოგადოების საბჭოები (Községi munkás-paraszt- és katonatanács) რომელიც, ასევე, აირჩეოდა მოსახლეობის მიერ.

წყაროები და ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 1919 год в Венгрии М., 1959
  • Лебов, Марк Фаркашевич. Венгерская Советская республика 1919 года. — М.: Соцэкгиз, 1959. — P. 112.
  • Б. Кун. Итоги пролетарской революции в Венгрии. М., 1960
  • Кун Б. О Венгерской советской республике. — М., 1966.
  • Венгерские интернационалисты в Октябрьской Революции и Гражданской войне (сборник документов) 1-2 т. М., 1968
  • Липтаи Э. Венгерская советская республика. — М., 1970.
  • История венгерского революционного рабочего движения (в 3-х томах) М., 1970-1973.
  • Русские интернационалисты в борьбе за Венгерскую Советскую Республику. М., 1972
  • Гранчак И. М. Бела Кун. М., 1975
  • Липтаи Э. «Красноармейцы, вперед!» (1919). — М., 1986.
  • Нежинский, Леонид Николаевич. 133 дня 1919 года: Советская Россия и Венгерская Советская республика. — М.: Политиздат, 1989. — P. 301.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]