ბელა კუნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ბელა კუნი (უნგრ. Béla Kun; დ. 1886 — გ. 29 აგვისტო, 1938) — უნგრელი კომუნისტი რევოლუციონერი და პოლიტიკოსი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1902 წელს 16 წლის ასაკში ხდება უნგრეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი. მონაწილეობდა გაფიცვების ორგანიზებასა და მარქსისტული რევოლუციური ჯგუფების შექმნაში. პირველი მსოფლიო ომის დაწყებასთან დაკავშირებით იწვევენ ავსტრია-უნგრეთის არმიაში. მონაწილეობდა აღმოსავლეთ ფრონტის საომარ მოქმედებებში რუსეთის წინააღმდეგ. 1916 წელს ტყვედ ჩავარდნილი გაგზავნეს ურალში, სადაც ყალიბდება მტკიცე კომუნისტად. თებერვლის რევოლუციის შემდეგ ხდება რსდმპ(ბ) პარტიის წევრი. უნგრელი ტყვეებისგან იქვე აყალიბებს უნგრეთის წითელ არმიას. მალე მოსკოვში ჩადის და პირადად ეცნობა ლენინს. მონაწილეობდა რუსეთის სამოქალაქო ომის საბრძოლო მოქმედებებში. 1918 წლის 17 ნოემბერს ბრუნდება უნგრეთში, სადაც აარსებს უნგრეთის კომუნისტურ პარტიას. 1919 წლის 21 მარტს გამოცხადდა უნგრეთის საბჭოთა რესპუბლიკა, რომელმაც 133 დღე იარსება. ამის შემდეგ ბელა კუნი გარბის ავსტრიაში, შემდეგ კი რუსეთში. 1920 წლის ნოემბრიდან ყირიმში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ ინიშნება ყირიმის რევკომის თავმჯდომარედ. 1921 წელს ინიშნება კომინტერნის აღმასრულებელი კომიტეტის პრეზიდიუმის წევრად. 1924 წლის ივლისში ბრუნდება უნგრეთში კომინტერნის აგიტპროპაგანდის განყოფილების უფროსად. რევოლუციური მოღვაწეობისთვის დააპატიმრეს, მაგრამ მალევე გამოუშვეს. ბრუნდება რუსეთში და იწყებს აქტიურ საგამომცემლო-პუბლიცისტურ მოღვაწეობას. 1937 წელს აპატიმრებენ კონტრრევოლუციური ტერორისტული ორგანიზაციის ხელმძღვანელობის ბრალდებით და უსჯიან დახვრეტას.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: