მიკლოშ ჰორტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
მიკლოშ ჰორტი - უნგრეთის სამეფოს რეგენტი

მიკლოშ ჰორტი ვიტიაზ ნადიბანიაი (უნგრ. vitéz nagybányai Horthy Miklós, გერმ. Nikolaus von Horthy und Nagybánya; 18 ივნისი, 1868, კენდერეში9 თებერვალი, 1957, ეშტორილი) — უნგრეთის სამეფოს მმართველი (რეგენტი) 1920—1944 წ.წ. ადმირალი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰორტის შესვლა ბუდაპეშტში
საფოსტო მარკა 1938 წ.

ჩამომავლობით მიეკუთვნება კალვინიზმის მიმდევარ უძველეს არისტოკრატიულ გვარს. ახალგაზრდობაში ბევრს მოგზაურობდა, რადგან დაკავებული იყო დიპლომატიური სამსახურით. ის იმყოფებოდა ავსტრია-უნგრეთის დიპლომატიურ სამსახურში თურქეთსა და სხვა ქვეყნებში. 1908 - 1914 წ.წ. ის იყო იმპერატორ ფრანც იოზეფ I-ის ადიუტანტი, პირველი მსოფლიო ომის დროს - კაპიტანი, შემდეგ ავსტრია-უნგრეთის სამხედრო საზღვაო ფლოტის ადმირალი. ჰორტმა მოიგო რიგი ბრძოლებისა, რის გამოც 1918 წელს დანიშნულ იქნა ფლოტის მთავრსარდლად. ის ამ თანამდებობას იკავებდა იმპერატორ კარლ I-ის 1918 წლის 31 ოქტომბრის ბრძანებამდე ახალი ფლოტის შექმნის შესახებ.

ხელმძღვანელობდა 1919 წლის რევოლუციის წინააღმდეგობას (უნგრეთის საბჭოთა რესპუბლიკა) ქვეყნის სამხრეთში. ბუდაპეშტიდან რუმინული ჯარების ევაკუაციის შემდეგ, ჰორტი თეთრ ცხენზე ამხედრებული შევიდა ქალაქში და განაცხადა, რომ ”პატიობს ცოდვილ დედაქალაქს, შეგინებულ სამშობლოს”. ეროვნული არმიას ჰორტის ხელმძღვანელობით, რომელიც წარმოადგენდა მთელ რიგ ნახევრად დამოუკიდებელ შეიარაღებულ ფორმირებებს პასუხისმგებლობა დააკისრეს კომუნისტების, სხვა მემარცხენეებისა და ებრაელების წინააღმდეგ განხორციელებული ე.წ. „თეთრი ტერორის“ გამო. 1920 წელს ანტანტამ გამოიყვანა ჯარები უნგრეთიდან თუმცა იმავე წელს ტრიანონის საზავო ხელშეკრულებით ჩამოაჭრა ტერიტორიების 2/3 (რომელზეც სლოვაკებთან და რუმინელებთან ერთად 3 მლნ. ეთნიკური უნგრელი ცხოვრობდა) და ეკონომიკური ინფრასტრუქტურის დიდი ნაწილი.

ჰორტის ხელში უნგრეთი რჩებოდა სამეფოდ, მაგრამ ტახტი ვაკანტური იყო, რადგან იმპერატორი კარლ I დროებით ჩამოშორდა ქვეყნის მართვას. იმპერიის დაშლის შედეგად უნგრეთმა დაკარგა ზღვაზე გასასვლელი. ამ სახით ჰორტი გახდა ადმირალი ფლოტის გარეშე და სამეფოს რეგენტი მეფის გარეშე. მიუხედავად ამისა, ის ოფიციალურად იწოდებოდა ტიტულით „მისი უგანათლებულესობა უნგრეთის სამეფოს რეგენტი“.

მან დაამყარა კონსერვატიული ტრადიციების გაგრძელებით ავტორიტარული რეჟიმი (მისი მმართველობის პერიოდში შეზღუდული იყო არა მხოლოდ კომუნისტური პარტია, არამედ ფაშისტური პარტიაც). ის იყო უნგრეთის მეორე მსოფლიო ომში მონაწილეობის ინიციატორი. ის იყო ჰიტლერის მომავალი მოკავშირე (ვენის არბიტრაჟების დროს გერმანიის მიერ დაკავებული პოზიციის გამო, რის შემდეგადაც უნგრეთმა მიიღო 1938 წელს სლოვაკეთის ნაწილი და უკრაინის კარპატები, ხოლო 1940 წელს რუმინეთისაგან - ტრანსილვანიის ნაწილი). ამასთან, ის იყო ებრაელთა გენოციდის და უნგრეთის საშინაო საქმეებში გერმანიის ჩარევის მოწინააღმდეგე.

1941 წლის აპრილში უნგრეთის ჯარებმა მონაწილეობა მიიღეს იუგოსლავიაში შეჭრაში. ამ დღეებში ჰიტლერთან შეხვედრის დროს ჰორტი წერდა: ”რატომ უნდა იყვნენ მონღოლები, ყირგიზები, ბაშკირები და ა.შ. რუსები? თუკი დღეს არსებულ საბჭოთა რესპუბლიკებს გარდავქმნით დამოუკიდებელ სახელმწიფოებად, საკითხი გადაწყვეტილი იქნება. რამდენიმე კვირაში გერმანია შეძლებდა ამ მნიშვნელოვანი სამუშაოს შესარულებას კაცობრიობის სასარგებლოდ.”

1941 წლის 26 ივნისს უნგრეთის ქალაქ კოშიცეს თავზე გადაიფრინა რამდენიმე საბჭოთა სამხედრო თვითმფრინავმა, რის გამოც უნგრეთმა ომი გამოუცხადა საბჭოთა კავშირს. ამასთან, ისე სძულდა რევოლუცია და საბჭოეთი, რომ ჰორტი 1941 წელს ჰიტლერთან გაგზავნილ ტელეგრამაში აღიარებდა - ”ეს იყო მისთვის უბედნიერესი დღე ცხოვრებაში”.

მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ უკვე 77 წლის მოხუცი ჰორტი არ იქნა გადაცემული სამხედრო დამნაშავეთა სასამართლოზე, თუმცა ამას დიდხანს მოითხოვდა იუგოსლავია, რომელიც მას ადანაშაულებდა უნგრეთის ჯარების მიერ ორგანიზებულ მასობრივ მკვლელობებში პროვინცია ვოევოდინაში 1942 წელს.

ჰორტი ოჯახით გადავიდა საცხოვრებლად პორტუგალიაში, ქალაქ ეშტორლიში, სადაც დიდი ხანი ცხოვრობდა. ადმირალის ნეშტი 1993 წლის 4 სექტემბერს გადმოსვენებულ იქნა მის საგვარეულო სასაფლაოზე ბუდაპეშტიდან აღმოსავლეთით, დაბა კენდერეშში. გარდაცვლილის უკანასკნელი ნების თანახმად, ცერემონია ჩატარდა ვიწრო წრეში და იყო მთლიანად ოჯახური.

გადმოსვენების ცერემონიამ უნგრეთში გამოიწვია მძაფრი დებატები - უწოდებდნენ რა მას, როგორც ”ბრძენ სახელმწიფო მოღვაწეს”, რომელმაც ვერსალის სირცხვილის შემდეგ აღადგინა ერის დიდება, ასევე, დამნაშავეს, რომლის სახელზეა ”ურიცხვი მსხვერპლი” და საბჭოთა არმიის მიერ უნგრეთის ოკუპაცია. პრემიერ-მინისტრმა იოჟეფ ანატოლმა ტელევიზიაში გამოსვლისას განაცხადა, რომ ჰორტი იყო ”გარემოებათა ტყვე”, ”პატრიოტის მოვალეობის ერთგული, რომელიც თავს არ ახვევდა ხელისუფლებას თავის ნებას და არ მიმართავდა დიქტატორულ მეთოდებს, რაც მას განასხვავებს ფრანკოსა და ანტონესკუსაგან.

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]