მთავარი გვერდი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 2: ხაზი 2:
<center>{{ვიკიპროექტი}}</center>
<center>{{ვიკიპროექტი}}</center>
<div id="mtleft">
<div id="mtleft">
{{ვიკიპედია:მთავარი გვერდი/3.0/კონტეინერი|სურათი=HSutvald2.svg|სათაური=რჩეული სტატია|შიგთავსი={{რჩეული სტატია}}|ღილაკი1=[[გრიფინები|სრულად...]]|ღილაკი2=[[ვიკიპედია:რჩეული_სტატიები/კანდიდატები|კანდიდატები]]|ღილაკი3=[[ვიკიპედია:რჩეული_სტატიები|სხვა რჩეული სტატიები]]}}
{{ვიკიპედია:მთავარი გვერდი/3.0/კონტეინერი|სურათი=HSutvald2.svg|სათაური=რჩეული სტატია|შიგთავსი={{რჩეული სტატია}}|ღილაკი1=[[გრძელი დანების ღამე|სრულად...]]|ღილაკი2=[[ვიკიპედია:რჩეული_სტატიები/კანდიდატები|კანდიდატები]]|ღილაკი3=[[ვიკიპედია:რჩეული_სტატიები|სხვა რჩეული სტატიები]]}}
{{ვიკიპედია:მთავარი გვერდი/3.0/კონტეინერი|სურათი=HSSubpages.svg|სათაური=დღის სტატია|შიგთავსი={{დღის სტატია:{{CURRENTMONTH}}-{{CURRENTDAY}}}}|ღილაკი1=[[ვიკიპედია:დღის სტატია|სტატიები]]}}
{{ვიკიპედია:მთავარი გვერდი/3.0/კონტეინერი|სურათი=HSSubpages.svg|სათაური=დღის სტატია|შიგთავსი={{დღის სტატია:{{CURRENTMONTH}}-{{CURRENTDAY}}}}|ღილაკი1=[[ვიკიპედია:დღის სტატია|სტატიები]]}}
{{ვიკიპედია:მთავარი გვერდი/3.0/კონტეინერი|სურათი=HSBild.svg|სათაური=დღის სურათი|შიგთავსი=[[ფაილი:{{Potd/{{CURRENTYEAR}}-{{CURRENTMONTH}}-{{CURRENTDAY}}}}|center|300x300px|{{Potd/{{CURRENTYEAR}}-{{CURRENTMONTH}}-{{CURRENTDAY}} (ka)}}]]
{{ვიკიპედია:მთავარი გვერდი/3.0/კონტეინერი|სურათი=HSBild.svg|სათაური=დღის სურათი|შიგთავსი=[[ფაილი:{{Potd/{{CURRENTYEAR}}-{{CURRENTMONTH}}-{{CURRENTDAY}}}}|center|300x300px|{{Potd/{{CURRENTYEAR}}-{{CURRENTMONTH}}-{{CURRENTDAY}} (ka)}}]]

16:45, 29 აგვისტო 2017-ის ვერსია

რჩეული სტატია

დიდი აფეთქებადაკვირვებადი სამყაროს ყველაზე მიღებული კოსმოლოგიური მოდელი მისი არსებობის უადრესი პერიოდებიდან შემდგომი ევოლუციის ჩათვლით. მოდელი აღწერს, თუ როგორ გაფართოვდა სამყარო მაღალი სიმკვირივისა და ტემპერატურის საწყისი მდგომარეობიდან და გვთავაზობს დაკვირვებადი ფენომენების ფართო სპექტრის, მათ შორის, მსუბუქი ელემენტების გავრცელების, კოსმოსური მიკროტალღური ფონის (CMB) და სამყაროს ფართომასშტაბიანი სტრუქტურის ახსნას. მნიშვნელოვანია, რომ დიდი აფეთქების თეორია თანხვედრაშია ჰაბლი–ლემეტრის კანონთან — რაც უფრო შორს არიან გალაქტიკები დედამიწიდან, მით უფრო სწრაფად შორდებიან ისინი პლანეტას. თეორია, ფიზიკის დადგენილი კანონების გამოყენებით, ახდენს ამ დაკვირვების ექსტრაპოლაციას უკან დროში. ეს შედეგად იძლევა კოსმოსის ზრდად კონცენტრაციას, რასაც წინ უძღოდა გრავიტაციული სინგულარობა, რომელშიც დროისა და სივრცის ცნებები მნიშვნელობას კარგავს (ე.წ. „დიდი აფეთქების“ სინგულარობა). სამყაროს გაფართოების სიჩქარის დეტალური გამოთვლების თანახმად, აღნიშნულ სინგულარობას ადგილი ჰქონდა დაახლოებით 13.8 მილიარდი წლის წინ, რაც, შესაბამისად, სამყაროს ასაკს წარმოადგენს. საწყისი გაფართოების (იგივე „დიდი აფეთქების“) შემდეგ სამყარო საკმარისად გაგრილდა, რათა შესაძლებელი გამხდარიყო სუბატომური ნაწილაკების, მოგვიანებით კი, ატომების წარმოქმნა. ამ პირველადი ელემენტების (წყალბადის, შედარებით მცირე რაოდენობით კი ჰელიუმის და ლითიუმის) გიგანტური ღრუბლები, მოგვიანებით, გრავიტაციის ძალით, შეიკუმშა ადრეულ ვარსკვლავებად და გალაქტიკებად, რომელთა შთამომავლებზე დაკვირვება დღესაც შესაძლებელია.

დღის სტატია

ევროსაბჭოს სხდომა
ევროსაბჭოს სხდომა

ევროპის საბჭო — საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც შედგება ევროპის 47 სახელმწიფოსგან. შეიქმნა 1949 წლის 5 მაისს ლონდონში დასავლეთ ევროპის ათი სახელმწიფოს მიერ (ბელგია, დანია, გაერთიანებული სამეფო, ირლანდია, იტალია, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, ნორვეგია, საფრანგეთი და შვედეთი).

მისი მიზნებია: 1) ადამიანის უფლებების, პლურალისტური დემოკრატიის და კანონის უზენაესობის დაცვა; 2) ევროპის კულტურული მრავალფეროვნების შესახებ ცოდნის ამაღლება, ევროპული კულტურის განვითარება; 3) ევროპული საზოგადოების წინაშე მდგარ პრობლემათა გადაწყვეტის გზების ძიება (უმცირესობათა დისკრიმინაცია, ქსენოფობია, შეუწყნარებლობა, გარემოს დაცვა, კლონირება, შიდსი, ნარკოტიკები, ორგანიზებული დანაშაული და სხვა).

დღის სურათი

სერბული სააღდგომი საუზმე
სერბული სააღდგომი საუზმე
სერბული სააღდგომი საუზმე

სიახლეები

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები

მიმდინარე: რუსეთის შეჭრა უკრაინაში; ისრაელ-ჰამასის ომი.


5 მაისი — ამ დღეს...

იგნასიო სარაგოსა
იგნასიო სარაგოსა
  • 553 : კონსტანტინოპოლის მეორე კრება გაიხსნა.
  • 1260 : ყუბილაი-ხანი მონღოლთა იმპერიის მმართველი გახდა.
  • 1835 : ბელგიაში კონტინენტური ევროპის პირველი რკინიგზა გაიხსნა ბრიუსელსა და მეხელენს შორის.
  • 1862 : ხუთი მაისი მექსიკაში : ჯარები იგნასიო სარაგოსას (სურათზე) მეთაურობით აჩერებენ ფრანგების შემოტევას პუებლის ბრძოლაში.
  • 1891 : ნიუ-იორკში გაიხსნა კარნეგი-ჰოლი; პირველი კონცერტის დირიჟორად მოწვეულ იქნა პეტრე ჩაიკოვსკი.
  • 1944 : მოჰანდას განდი ტყვეობიდან გაათავისუფლეს.
  • 1949 : ევროპის საბჭო შეიქმნა.
  • 1955 : ძალაში შევიდა პარიზის შეთანხმება დასავლეთევროპული კავშირის შესახებ.
  • 1961 : ამერიკელი ალან შეპარდი კოსმოსში გაფრენილი მეორე ადამიანი გახდა.
  • 1994 : სომხეთის, ყარაბაღისა და აზერბაიჯანის წარმომადგენლებმა ბიშკეკში სამშვიდობო ზავს მოაწერეს ხელი.
  • 2000 : კომპიუტერული ვირუსის "I love you" მიერ მიყენებულმა ზარალმა მხოლოდ ჩრდ. ამერიკაში 1 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა.
  • 2011 : ბრაზილიაში ერთის სქესის წყვილებს ისეთივე კანონიერი უფლებები მიანიჭეს, როგორ ჰეტეროსექსუალ დაქორწინებულ წყვილებს.
  • იცით თუ არა, რომ?

    ვიკიპედიის ახალი მასალებიდან:
    უილიამ პიტი
    უილიამ პიტი

    თარგი:მთავარი გვერდის ინტერვიკი