ერთი სქესის მქონე ადამიანების ქორწინება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ერთი სქესის წყვილთა ქორწინება)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ერთი სქესის წყვილთა ქორწინების
ლეგალური აღიარება
ქორწინება
სრულდება სხვა იურისდიქციაში
აღიარებულია, არ სრულდება
† ძალაში არ შესულა

1 არა ფარერის კუნძულებზე და გრენლანდიაში
2 არა არუბაში, კიურასაოში ან სინტ-მარტენში
3 არა ტოკელაუში, ნიუეში ან კუკის კუნძულებზე
4 მხოლოდ ინგლისი და უელსი

ლგბტ პორტალი

ერთი სქესის მქონე ადამიანების ქორწინება (აგრეთვე ცნობილი როგორც გეი ქორწინება) — ქორწინება ორ ადამიანს შორის, რომლებსაც ერთი და იგივე ბიოლოგიური სქესი ან გენდერული იდენტობა აქვთ.

2001 წელს ნიდერლანდი პირველი ქვეყანა გახდა, სადაც ერთსქესიან წყვილებს დაქორწინების იურიდიული შესაძლებლობა შეექმენათ. მას შემდეგ ასეთი ქორწინებები თოთხმეტმა სხვა ქვეყანამ დააკანონა. ერთსექსიან წყვილთა ქორწინება ასევე ნებადართულია მეხიკოში და აშშ-ის ყველა შტატში.[1][2]

ერთი სქესის წყვილებს სამოქალაქო კავშირის, მაგრამ არა ქორწინების უფლება აქვთ 20-ზე მეტ ქვეყანაში. ამასთან, ისრაელი ცნობს სხვა იურისდიქიცების მიერ ლეგალიზებულ ერთი სქესის ქორწინებებს, თუმცა თვითონ ის ასეთ ქორწინებებს არ ახორციელებს. ამჟამად, ამ სახის ქორწინებების ლეგალიზებაზე პოლიტიკური და იურიდიული დებატები მიმდინარეობს ოცამდე სხვა ქვეყანაში და აშშ-ის რამდენიმე შტატში.

ერთი სქესის წყვილთა ქორწინების რიტუალებს ზოგიერთი რელიგიური ჯგუფიც ასრულებს, მათ შორისაა კვაკერები.

ერთი სქესის წყვილთა ქორწინების ოპონენტების მტკიცებით, სექსუალური ორიენტაციის მიუხედავად, ქორწინება ადამიანის უფლებაა. მათი მოწინააღმდეგეები საკუთარ არგუმენტებს ამგვარი ქორინებების სოციალურ შედეგებზე ამყარებენ (მათ შორის ბავშვების აღზრდა, ტრადიციები და რელიგიური მოსაზრებები).

მიმოხილვა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  ერთსქესიანი ქორწინება დაშვებულია
  აღიარებულია როდესაც ის სრულდება კონკრეტულ იურისდიქციაში
  მთავრობამ/სასამართლომ ქორწინების ლეგალიზების განზრახვა გაახმოვანა
  სამოქალაქო კავშირები/ადგილობრივი პარტნიორობა
  მთავრობამ/სასამართლომ სამოქალაქო კავშირების ლეგალიზების განზრახვა გაახმოვანა
  დაურეგისტრირებელი თანაცხოვრება
  ერთსქესიანი კავშირები აკრძალულია

ერთი სქესის მქონე ადამიანების ქორწინება მთელი ქვეყნის მსაშტაბით ლეგალურია ბელგიაში (2003), ესპანეთში (2005), კანადაში (2005), სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში (2006), ნორვეგიაში (2009), შვედეთში (2009), პორტუგალიაში (2010), ისლანდიაში (2010), არგენტინაში (2010), ბრაზილიაში (2013), საფრანგეთში (2013), ურუგვაიში (2013), ლუქსემბურგში (2015), ირლანდიაში (2015), კოლუმბია (2016), ფინეთში (2017).

. ის აგრეთვე ნაწილობრივ ლეგალურია დანიაში,[შენიშვნა 1] მექსიკაში,[შენიშვნა 2] ნიდერლანდში,[შენიშვნა 3] ახალ ზელანდიაში,[შენიშვნა 4] გაერთიანებულ სამეფოსა[შენიშვნა 5] და აშშ-ში.[შენიშვნა 6]

ქვეყნები ერთსქესიანი ქორწინების დაკანონების თარიღის მიხედვით[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2001 ნიდერლანდების დროშა ნიდერლანდები (1 აპრილი)
2003 ბელგიის დროშა ბელგია (1 ივნისი), ონტარიო (10 ივნისი), ბრიტანეთის კოლუმბია (8 ივლისი)
2004 კვებეკი (19 მარტი), მასაჩუსეტსი (17 მაისი), იუკონი (14 ივლისი), მანიტობა (16 სექტემბერი), ახალი შოტლანდია (24 სექტემბერი), სასკაჩევანი (5 ნოემბერი), ნიუფაუნდლენდი (21 დეკემბერი)
2005 ნიუ-ბრანსუიკი (23 ივნისი), ესპანეთის დროშა ესპანეთი (3 ივლისი), კანადის დროშა კანადა [მთელი ქვეყნის მასშტაბით] (20 ივლისი)
2006 სამხრეთ აფრიკის დროშა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა (30 ნოემბერი)
2008 კალიფორნია (16 ივნისი; გაუქმდა 5 ნოემბერს), კონექტიკუტი (12 ნოემბერი)
2009 ნორვეგიის დროშა ნორვეგია (1 იანვარი), აიოვა (27 აპრილი), შვედეთის დროშა შვედეთი (1 მაისი), კოკილის ინდიელთა ტომი (ორეგონი) (მაისი), ვერმონტი (1 სექტემბერი)
2010 ნიუ-ჰემფშირი (1 იანვარი), კოლუმბიის ფედერალური ოლქი (3 მარტი), მექსიკის ფედერალური ოლქი (4 მარტი), პორტუგალიის დროშა პორტუგალია (5 ივნისი), ისლანდიის დროშა ისლანდია (27 ივნისი), არგენტინის დროშა არგენტინა (22 ივლისი)
2011 ნიუ-იორკი (24 ივლისი), სუკვომიშის ტომი (ვაშინგტონი) (1 აგვისტო)
2012 ალაგოასი (6 იანვარი), კინტანა-როო (მაისი), დანიის დროშა დანია (15 ივნისი), სერჟიპი (15 ივლისი), ესპირიტუ-სანტუ (15 აგვისტო), კარიბის ნიდერლანდები (10 ოქტომბერი), ბაია (26 ნოემბერი), ბრაზილიის ფედერალური ოლქი (1 დეკემბერი), ვაშინგტონი (6 დეკემბერი), პიაუი (15 დეკემბერი), მენი (29 დეკემბერი)
2013 მერილენდი (1 იანვარი), სან-პაულუ (16 თებერვალი), სეარა და ოტავის ტომი (მიჩიგანი) (15 მარტი), პარანა (26 მარტი), პოტავატომის ინდიელები (მიჩიგანი) (მარტი), მატუ-გროსუ-დუ-სული (2 აპრილი), რონდონია (26 აპრილი), სანტა-კატარინა და პარაიბა (29 აპრილი), ბრაზილიის დროშა ბრაზილია [მთელი ქვეყნის მასშტაბით] (16 მაისი), საფრანგეთის დროშა საფრანგეთი (18 მაისი), სანტა-ისაბელის ტომი (კალიფორნია) (24 ივნისი), კალიფორნია (28 ივნისი), დელავერი (1 ივლისი), მინესოტა და როდ-აილენდი (1 აგვისტო), ურუგვაის დროშა ურუგვაი (5 აგვისტო), ახალი ზელანდიის დროშა ახალი ზელანდია (19 აგვისტო), კოლვილის რეზერვაციის კონფედერაციული ტომები (ვაშინგტონი) (5 სექტემბერი), ნიუ-ჯერსი (21 ოქტომბერი), ჰავაი (2 დეკემბერი), ავსტრალიის დედაქალაქის ტერიტორია (7 დეკემბერი, უკანონოდ გამოცხადდა 12 დეკემბერი), ნიუ-მექსიკო [მთელ შტატში] (19 დეკემბერი), იუტა (20 დეკემბერი, გაუქმდა 6 იანვარი, 2014)
2014 კუკის ოლქი, ილინოისი (21 თებერვალი), ინგლისი და უელსი (13 მარტი), მიჩიგანი (21 მარტი, გაუქმდა 22 მარტი), არკანზასი (9 მაისი, გაუქმდა 16 მაისი), ორეგონი (19 მაისი), პენსილვანია (20 მაისი), ილინოისი [მთელ შტატში] (1 ივნისი), უისკონსინი (6 ივნისი, გაუქმდა 13 ივნისი), ინდიანა (25 ივნისი, გაუქმდა 27 ივნისი), კოაუილა (17 სექტემბერი), ოკლაჰომა (6 ოქტომბერი), ვირჯინია (6 ოქტომბერი), კოლორადო (7 ოქტომბერი), დასავლეთი ვირჯინია (9 ოქტომბერი), ნევადა (9 ოქტომბერი), ჩრდილოეთი კაროლინა (10 ოქტომბერი), ალასკა (12 ოქტომბერი), აიდაჰო (15 ოქტომბერი), არიზონა (17 ოქტომბერი), უაიომინგი (21 ოქტომბერი), სენტ-ლუისი, მისური (5 ნოემბერი), სენტ-ლუისის ოლქი, მისური (6 ნოემბერი), ჯექსონის ოლქი, მისური (7 ნოემბერი), დაგლასის ოლქი, კანზასი (12 ნოემბერი), სეჯუიკის ოლქი, კანზასი (12 ნოემბერი), ვინდ-რივერის ინდიელთა რეზერვაცია (14 ნოემბერი), სამხრეთი კაროლინა (20 ნოემბერი), კევენაუ-ბეის ინდიელთა საზოგადოება (13 დეკემბერი), შოტლანდია (16 დეკემბერი).
2015 ლუქსემბურგის დროშა ლუქსემბურგი (1 იანვარი), მაიამი-დეიდის ოლქი ფლორიდა (5 იანვარი), ფლორიდა [მთელ შტატში] (6 იანვარი), ალაბამა (9 თებერვალი, გაუქმდა 4 მარტი), ალასკის ტლინგიტისა და ჰაიდას ტომების ცენტრალური საბჭო (24 თებერვალი), პიტკერნის კუნძულები (15 მაისი), სილეტცის ინდიელების ტომთა კონფედერაცია (15 მაისი), გუამი (9 ივნისი), უისკონსინის ონეიდის ხალხი (10 ივნისი), ჩიუაუა (12 ივნისი), აშშ-ის დროშა ამერიკის შეერთებული შტატები [მთელი ქვეყნის მასშტაბით] (26 ივნისი), გერერო (10 ივლისი), ირლანდიის დროშა ირლანდია (16 ნოემბერი), ორეგონის დიდი რონდის საზოგადოების ტომთა კონფედერაცია (18 ნოემბერი), ნაიარიტი (23 დეკემბერი)
2016 ოგლალა სიუქსის ტომი (25 იანვარი), მოჰიკანი ინდიელების სტოკბრიჯ მანსის საზოგადოება (2 თებერვალი), გრენლანდია (1 აპრილი), კოლუმბიის დროშა კოლუმბია (28 აპრილი), ვაშინგტონის ტუალიპის ტომი (6 მაისი), სონორა (11 მაისი, გაუქმდა 18 მაისი), ხალისკო [მთელ შტატში] (12 მაისი), კამპეჩე (20 მაისი), კოლიმა (12 ივნისი), მიჩოაკანი (23 ივნისი), მორელოსი (5 ივლისი), მენი (22 ივლისი), სან-პედრო-ჩოლულა, პუებლა (18 სექტემბერი), ბრიტანეთის ანტარქტიდული ტერიტორია (13 ოქტომბერი), უისკონსინის მენომინის ინდიელთა ტომი (3 ნოემბერი), ჩეროკის ხალხი (9 დეკემბერი), გიბრალტარი (15 დეკემბერი)
2017 ამაღლების კუნძული (1 იანვარი), ფინეთის დროშა ფინეთი (1 მარტი), ოსეიჯის ხალხი (20 მარტი), პრერიის კუნძულის ინდიელთა საზოგადოება (22 მარტი), ფოლკლენდის კუნძულები (29 აპრილი), გერნზი (2 მაისი), ბერმუდის კუნძულები (5 მაისი), ჰო-ჩუნკის ხალხი (5 ივნისი), ფარერის კუნძულები (1 ივლისი), ჩიაპასი (11 ივლისი), პუებლა (1 აგვისტო), ტრისტანი-და-კუნია (4 აგვისტო), მალტის დროშა მალტა (1 სექტემბერი), გერმანიის დროშა გერმანია (1 ოქტომბერი), აკ-ჩინის ინდიელთა ტომი (25 ოქტომბერი), ქვემო კალიფორნია (3 ნოემბერი)
ზუსტი თარიღი უცნობია ოლდერნი (სამეფოს გადაწყვეტილების მოლოდინში), ჯერზი (2018 წლის გაზაფხულის შემდეგ), ჩინეთის რესპუბლიკის დროშა ტაივანი (24 მარტი, 2019-მდე)

შენიშვნები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. დანიაში ლეგალურია, მაგრამ გრენლანდიაში ერთი სქესის მქონე ადამიანების ქორწინების კანონი ჯერ არ არის ძალაში.
  2. ჩიუაუა, კოაუილა, გერერო, კინტანა-როო და ფედერალური ოლქი.
  3. ნიდერლანდში ლეგალურია, მაგრამ სამეფოს ზღვისიქითა ტერიტორიებზე არა.
  4. ახალ ზელანდიაში ლეგალური, მაგრამ მის მფლობელობაში არსებულ ტერიტორიებზე არა.
  5. ინგლისი უელსი, შოტლანდია და პიტკერნის კუნძულები, არ არის ჩრდილოეთ ირლანდიაში
  6. აშშ-ში ლეგალურია, მაგრამ არ არის გუამში, ჩრდილოეთ მარიანას კუნძულებზე, პუერტო-რიკოში, აშშ-ის ვირჯინის კუნძულებსა და ზოგიერთი ტომების იურისდიქციაში.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]