ყუბილაი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
YuanEmperorAlbumKhubilaiPortrait.jpg

ყუბილაი, სეჩენ-ხანი, ში-ძუ (დ. 23 სექტემბერი, 1215 — გ. 18 თებერვალი, 1294, პეკინი) — მონღოლთა მეხუთე დიდი ყაენი 1260-1294 წლებში, ჩინგიზ-ყაენის შვილიშვილი. მონღოლეთის დიდი ყაენის მუნქეს დროს (1251-1259 ჩინეთის დასაპყრობად გაგზავნილი არმიის მეთაურად დანიშნეს. მუნქეს სიკვდილის შემდეგ ყაენის ტახტი მიიტაცა. 1260 წელს დედაქალაქი ყარაყორუმიდან ჩინეთის ტერიტორიაზე (თავდაპირველად კაიფინში, ხოლო 1264 წელს - ჯუნდუში, ახლანდელი პეკინი) გადაიტანა. 1271 წლის 18 დეკემბერს ჩინგიზიდების მონღოლურ დინასტიას ჩინური სახელი იუანი უწოდა. 1279 წელს დაასრულა სამხრეთ სუნის იმპერიის დარბევა და ამით მთელი ჩინეთი დაიმორჩილა.

ლიტერატურა[რედაქტირება]