შინაარსზე გადასვლა

ჯუჯა სახელმწიფო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჯუჯა სახელმწიფო — ზოგიერთი კატეგორიებით სიდიდის ნაკლებობის მიხედვით სხვა სახელმწიფოებისაგან მნიშვნელოვნად განსხვავებული სახელმწიფო (მაგალითად, ფართობი, მოსახლეობის რაოდენობა და სხვა).

ფართობის მიხედვით ერთ მასშტაბში ნაჩვენები მსოფლიოს 5 ყველაზე უფრო პატარა სუვერენული სახელმწიფო, დაწყებული ყველაზე უფრო დიდიდან და დამთავრებული ყველაზე უფრო პატარით: სან-მარინო, ტუვალუ, ნაურუ, მონაკო და ვატიკანი
ფართობის მიხედვით მსოფლიოს ყველაზე უფრო პატარა სახელმწიფოების რუკა, თუმცა ბევრი მათგანი არ განიხილება ჯუჯა სახელმწიფოდ

ფართობის რაოდენობიდან გამომდინარე, ჯუჯა სახელმწიფოებს, როგორც წესი, ეძახიან ისეთ სახელმწიფოებს, რომლებიც ფართობის მიხედვით ჩამორჩებიან ლუქსემბურგს. თუმცა თვითონ ლუქსემბურგიც ზოგჯერ ასევე ჯუჯა სახელმწიფოების რიცხვში შეჰყავთ.

ხშირად კრიტერიუმის სახედ ასევე იყენებენ მოსახლეობის რაოდენობას. ამასთან გაერთიანებული ერების ორგანიზაციის და მსოფლიო ბანკის ტერმინოლოგიაში ჯუჯა სახელმწიფოდ თვლიან ისეთ სახელმწიფოებს, რომელთა მოსახლეობა არ აჭარბებს 1 მილიონ ადამიანს. ერთა თანამეგობრობის მოხსენებებში გამოიყენება ტერმინი მცირე ქვეყნები, ხოლო მოსახლეობის რაოდენობა 1,5 მილიონ ადამიანზე ნაკლებია. და ბოლოს, ზოგჯერ ჯუჯა სახელმწიფოებს ეძახიან ისეთ სახელმწიფოებს, რომელთა მოსახლეობის რაოდენობა 500 ათას ადამიანზე ნაკლებია.

ბევრი ჯუჯა სახელმწიფო შედარებით ახალგაზრდა წარმონაქმნია (აღმოსავლეთი ტიმორი და სხვები). ამავე დროს ევროპის ჯუჯა სახელმწიფოთა უმრავლესობას გააჩნია მრავალსაუკუნებრივი ისტორია. მაგალითად, სან-მარინო ითვლება ევროპის ყველაზე უფრო ძველ შენარჩუნებულ სუვერენულ სახელმწიფოდ და უძველეს კონსტიტუციურ რესპუბლიკად.[1]

ზოგჯერ ასევე გამოიყენება ტერმინი ჯუჯა ქვეყანა, რომელთა რიცხვში შეჰყავთ არა მარტო მცირე დამოუკიდებელი სახელმწიფოები, ასევე სხვა მცირე გეოგრაფიულად და ისტორიულად გამორჩეული (უფრო ხშირად კუნძულოვანი) ტერიტორიები — დამოკიდებული ტერიტორიები, ადმინისტრაციული ავტონომიები და სხვა. მაგალითად — კუნძული მენი, გერნზი, ბორნჰოლმი, გიბრალტარი, მაიოტა, გუამი, ნიუე, ჰელგოლანდი, აიონ-ოროსი და სხვა.

ჯუჯა სახელმწიფოები ფართობის მიხედვით

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სუვერენული სახელმწიფოები, რომელთა ხმელეთის ფართობი 1000 კმ²-ზე ნაკლებია[2][3][4][5]
№ქვეყანა/ტერიტორიაფართობი
(კმ²)
დედაქალაქირეგიონი
1ვატიკანი0,44ვატიკანიევროპა
2მონაკო2,02მონაკოევროპა
3ნაურუ21იარენიოკეანეთი
4ტუვალუ26ფუნაფუტიოკეანეთი
5სან-მარინო61სან-მარინოევროპა
6ლიხტენშტაინი160ვადუციევროპა
7მარშალის კუნძულები181მაჯუროოკეანეთი
8სენტ-კიტსი და ნევისი261ბასტერიკარიბები
9მალდივები298მალეაზია – ინდოეთის ოკეანე
10მალტა316ვალეტაევროპა – ხმელთაშუა ზღვა
11გრენადა344სენტ-ჯორჯესიკარიბები
12სენტ-ვინსენტი და გრენადინები389კინგსტაუნიკარიბები
13ბარბადოსი430ბრიჯტაუნიკარიბები
14ანტიგუა და ბარბუდა443სენტ-ჯონზიკარიბები
15სეიშელის კუნძულები455ვიქტორიააფრიკა – ინდოეთის ოკეანე
16პალაუ459ნგერულმუდიოკეანეთი
17ანდორა468ანდორა-ლა-ველაევროპა
18სენტ-ლუსია616კასტრიკარიბები
19მიკრონეზიის ფედერაციული შტატები702პალიკირიოკეანეთი
20სინგაპური714სინგაპურიაზია
21ტონგა747ნუკუალოფაოკეანეთი
22დომინიკა751როზოკარიბები
23ბაჰრეინი765მანამააზია – სპარსეთის ყურე
24კირიბატი811სამხრეთი ტარავაოკეანეთი
25სან-ტომე და პრინსიპი964სან-ტომეაფრიკა – ატლანტის ოკეანე
სინგაპურისა და ბაჰრეინის გამოკლებით, რომელთა მოსახლეობა 500 000 ადამიანზე ნაკლებია.

ჯუჯა სახელმწიფოები მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სუვერენული სახელმწიფოები 500 000 ადამიანზე უფრო ნაკლები მოსახლეობით ბოლო ეროვნული სტატისტიკის ან ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს შეფასების მიხედვით. 2014 წელი[2]
№ქვეყანა/ტერიტორია/სუბიექტიმოსახლეობა
(ად.)
სიმჭიდროვე
(ად./კმ²)
დედაქალაქირეგიონი
1ვატიკანი8421913.6ვატიკანიევროპა
2ნაურუ9488451.8იარენიოკეანეთი
3ტუვალუ10 782414.7ფუნაფუტიოკეანეთი
4პალაუ21 18646.2ნგერულმუდიოკეანეთი
5მონაკო30 50815103მონაკოევროპა
6სან-მარინო32 742536.8სან-მარინოევროპა
7ლიხტენშტაინი37 313233.2ვადუციევროპა
8სენტ-კიტსი და ნევისი51 538197.5ბასტერიკარიბები
9მარშალის კუნძულები70 983392.2მაჯუროოკეანეთი
10დომინიკა73 44997.8როზოკარიბები
11ანდორა85 458182.6ანდორა-ლა-ველაევროპა
12ანტიგუა და ბარბუდა91 295206.1სენტ-ჯონზიკარიბები
13სეიშელის კუნძულები91 650201.4ვიქტორიააფრიკა - ინდოეთის ოკეანე
14სენტ-ვინსენტი და გრენადინები102 918264.6კინგსტაუნიკარიბები
15კირიბატი104 488128.8სამხრეთი ტარავაოკეანეთი
16მიკრონეზიის ფედერაციული შტატები105 681150.5პალიკირიოკეანეთი
17ტონგა106 440142.5ნუკუალოფაოკეანეთი
18გრენადა110 152320.2სენტ-ჯორჯესიკარიბები
19სენტ-ლუსია163 362265.2კასტრიკარიბები
20სან-ტომე და პრინსიპი190 428197.5სან-ტომეაფრიკა - ატლანტის ოკეანე
21სამოა196 62869.5აპიაოკეანეთი
22ვანუატუ266 93721.9პორტ-ვილაოკეანეთი
23ბარბადოსი289 680673.7ბრიჯტაუნიკარიბები
24ისლანდია317 3513.1რეიკიავიკიევროპა
25ბაჰამის კუნძულები321 83423.2ნასაუატლანტის ოკეანე
26ბელიზი340,84414.8ბელმოპანიჩრდილოეთი ამერიკა
27მალდივები393 5951320.8მალეაზია - ინდოეთის ოკეანე
28მალტა412 6551305.9ვალეტაევროპა - ხმელთაშუა ზღვა
29ბრუნეი422 67573.3ბანდარ-სერი-ბეგავანიაზია
სამოას, ვანუატუს, ისლანდიის, ბაჰამის კუნძულების, ბელიზის და ბრუნეის გამოკლებით, რომელთა ხმელეთის ფართობი 1000 კმ²-ზე ნაკლებია
  1. ↑ „Europe's Micro-States: (04) San Marino“. Deutsche Welle. 24 July 2014. ციტირების თარიღი: 28 July 2014.
  2. 1 2 CIA – The World Factbook – Rank Order – Population. CIA. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-09-27. ციტირების თარიღი: 2012-06-05.
  3. ↑ Amstrup, N., 1976. The Perennial Problem of Small States: A Survey of Research Efforts. Cooperation and Conflict, 11(2), pp.163–182.
  4. ↑ CIA – The World Factbook – Rank Order – Area. CIA. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-02-09. ციტირების თარიღი: 2008-06-20.
  5. ↑ „Demographic Yearbook—Table 3: Population by sex, rate of population increase, surface area and density“ (pdf). United NationsStatisticsDivision. 2008. ციტირების თარიღი: 2011-06-12. დამოწმება journal საჭიროებს |journal=-ს (დახმარება)