რევი (მირიან III-ის ძე)
რევი — ქართლის მეფის მირიან III-ის ძე (IV საუკუნე). მირიანის მეფობის დროს მართავდა კახეთსა და კუხეთს (რეზიდენციით უჯარმაში). აქტიურად მონაწილეობდა ქართლის გაქრისტიანებაში. გარდაიცვალა მამაზე ადრე, ქართლში ქრისტიანობის ოფიციალურ რელიგიად გამოცხადებიდან 25-ე წელს. მისი შთამომავალნი („რევიანნი“) შემდეგში ქართლის აქტიური პოლიტიკური მოღვაწეები იყვნენ.[1] მისი მეუღლე იყო სომხეთის მეფე თრდატის ასული სალომე უჯარმელი.
რევის ადრეული ბიოგრაფია ჩვენთვის სრულიად უცნობია. „მოქცევაჲ ქართლისაჲ“-ში რევი იხსენიება ეპიზოდურად, თუმცა ამ მწირი ცნობებიდანაც კარგად ჩანს, რომ იგი ქართლის ქრისტიანობაზე მოქცევისას ერთ–ერთი წამყვანი სახელმწიფო ფიგურაა.
მოღვაწეობა, გარდაცვალება, შთამომავლობა – ორი ტრადიცია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]არსებობს ორი ქართული საისტორიო წყარო, რომლებიც არ იმეორებენ ერთმანეთის ტექსტს და ჯამში წარმოადგენენ ურთიერთ შემავსებელ მასალას. ეს ორი წყაროა „ქართლის ცხოვრება“ და „მოქცევაჲ ქართლისაჲ“. აღნიშნულ ტექსტების ერთმანეთისაგან განმასხვავებელი ნიშან თვისება ისაა, რომ, როგორც ერთში ისევე მეორეში თავისებურად იხსენიება რევის ძმა, მირიანის ძე ბაქარი. აღნიშნული განპირობა მცხეთის ტახტის გამო წარმოშობილმა დავამ ბაქარისა და რევის შთამომაბლობას შორის. შესაბამისად აღნიშნული შუღლის შემდეგ შეიქმნა კუხეთის საერისთავოს დამოუკიდებელი ისტორია, რომლის წარმომადგენლები მოქცევაჲ ქართლისაჲში წარმოდგენილნი არიან როგორც მეფეები.
დაოჯახება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ცხოვრება ქართუელთა მეფეთა
მას შემდეგ რაც მირიან მეფემ სომხეთის მეფე თრდატთან ზავი დადო, მის ძე რევის ცოლად შერთო თრდატის ასული სალომე.
კახეთ-კუხეთის ერისთავი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ცხოვრება ქართუელთა მეფეთა
რევის დაოჯახების შემდეგ მირიან მეფემ, რომელიც ამიერკავკასიას ფლობდა კასპიის ზღვამდე, ჰერეთის, რანისა და მოვაკანის ჩათვლით, მის ერთადერთ ძეს რევის (ბაქარი მძევლად წაიყვანეს კონსტანტინოპოლში) უბოძა კახეთ-კუხეთის ერისთაობა, ცენტრით უჯარმა.
საჯვარე ხის მოჭრა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მოქცევაჲ ქართლისაჲ
პირველად მასზე საუბარია "მოქცევაჲ ქართლისაჲ"-ს "ქრონიკად" წოდებულ ნაწილში. 326 წელს, რომის იმპერიიდან ქართლში მოსულმა სამღვდელოებამ (იხ. იოანე მთავარეპისკოპოსი, იაკობ მღვდელი, პროსილა მთავარდიაკონი), სამეფო სახლის და ხალხის მონათვლის შემდეგ, გადაწყვიტეს ჯვრის შექმნა. როდესაც ხუროებმა შეარჩიეს ერთი მშვენიერი და ფოთოლდაუცვენელი ხე კლდის ბორცვზე, მეფემ მის მოსაჭრელად თავისი ძე რევი და მთავარდიაკონი გააგზავნა: "ითხოვეს ხჱ, რაჲთა შექმნან ჯუარი. და ძიება ყვეს ხუროთა, და პოვეს ხე ერთი, მდგომარე ბორც[უ]სა ზედა კლდისასა, რომელსა ფურცელი მისი არაოდეს დასცჳოდა. და სულჰამოჲ იყო ხე იგი და შუენიერი ფრიად, ვითარცა მადლითა ქრისტე შემოსილი. და ადგილი იგი ბორცჳ შეუვალი იყო კლდისაგან. და უთხრეს მეფესა და ეპისკოპოსსა.[2] ხოლო მეფემან წარგზავნა ძე თჳსი რევ და მთავ[ა]რ-დიაკ[ო]ნი, იხილეს შუენიერად დგომაჲ ხისაჲ მის.[3] (სინური – N/Sin48 რედაქციით: "და წარვიდეს რევ ძჱ მეფისაჲ და მთავარ-დიაკონი"[4]).
ცხოვრება ქართუელთა მეფეთა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დასნეულებულ წმინდა ნინოზე ზრუნვა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მოქცევაჲ ქართლისაჲ
მეორედ, "მოქცევაჲ ქართლისაჲ"-შივე რევის შესახებ საუბარია წმინდა ნინოს გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საიდანაც ვიგებთ, რომ ბოდში სასიკვდილე სარეცელზე მყოფ წმინდა ნინოზე რევი, მისი ცოლი, სალომე უჯარმელი და ასული ზრუნავდნენ:
„და დასნეულდა და წარმოემართა მცხეთად. და ვითარცა მოიწია კხოეთას, დაბასა, რომელსა ჰრქჳან ბოდინი, ვერღარა ეძლო სლვად. და მო-ხოლო-ვიდეს უჟარმით ქალაქით რევ, ძჱ მეფისაჲ, და სალომე, ცოლი მისი, და ასული მისი და ზედა-ადგეს მოურნედ[5].“
|
- ცხოვრება ქართუელთა მეფეთა
ქართლის ცხოვრებაშიც ასევე საუბარია წმინდა ნინოს გარდაცვალებაზე და მასზე რევისა და სალომეს მიერ ზრუნვაზე.
მცხეთის ჯვრის დღესასწაულის დაწესება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მოქცევაჲ ქართლისაჲ
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]შემდეგი ცნობა რევის შესახებ გვაქვს "მოქცევაჲ ქართლისაჲ"-ს შატბერდული რედაქციის "შენაზარდ" თავში – "აღმართებაჲ პატიოსნისა ჯუარისაჲ მცხეთისაჲ და მერმე კუალად გამოჩინებაჲ". ამ თავიდან ვიგებთ, რომ რევს, გარდა ასულისა, ჰყოლია ვაჟიც, რომელიც ქართლის მოქცევის დროს არასრულწლოვანი ("ყრმაჲ") ყოფილა. აქ რევი მოხსენიებულია, როგორც "კაცი ერთი მოშიში ღმრთისაჲ", რომელმაც თავისი ძის განკურნების შემდეგ მცხეთის ჯვარს "გუმბადი" აუშენა და მისი ყოველწლიური დღესასწაული ("მსახურება") დააწესა: "მას ჟამსა იყო ვინმე კაცი ერთი მოშიში ღმრთისაჲ, რომელსა ერქუა რევ, ძჱ მეფისაჲ. და იყო ძჱ რევისი სნეულ და მიწევნულ სიკუდიდ. რამეთუ იგი ხოლო მარტოჲ ესუა, მოიღო იგი და დააგდო წინაშე პატიოსნისა ჯუარისა და ცრემლით ითხოვდა მისგან: "უკუეთუ მომიბოძო ყრმაჲ ესე, გუმბადი აღვაშენო საყოფლად შენდა". და ვითარცა იგი მწარედ და უწყინოდ ტიროდა წინაშე პატიოსნისა ჯუარისა, მუნქუეს-ვე განიკურნა ყრმაჲ იგი, და სიხარულითა დიდითა წარიყვანა და ადიდებდა ღმერთსა და პატიოსანსა ჯუარსა. მერმე მოვიდა აღნათქუემისა აღსრულებად და ყო მადლისა მიცემაჲ და დიდი სიხარული, და გულს-მოდგინედ გუმბადი აღაშენა მცხეთისაჲ რევის ძემან, და წლითი-წლად მოვიდის და აღასრულის მსახურებაჲ იგი პატიოსნისა ჯუარისაჲ".[6]
ცხოვრება ქართუელთა მეფეთა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მირიან მეფის ანდერძი რევის მიმართ
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მოქცევაჲ ქართლისაჲ
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]"მოქცევაჲ ქართლისაჲ" კორპუსი მთავრდება მირიანის ანდერძით მისი ძის, რევისა და ცოლის, ნანას მიმართ: "ანდერძი მირეან მეფისაჲ ძისა თჳსისა მიმართ რევისა და ცოლისა თჳსისა ნანაჲსა". ამ ანდერძით მომაკვდავი მეფე თავის ძეს ავალებს კავკასიაში კერპთაყვანისცემის წინააღმდეგ ბრძოლას და სვეტიცხოვლისა და მცხეთის პატიოსანი ჯვრის თაყვანისცემას: "ხოლო ძესა თჳსსა ასწავებდა: აჰა ესერა შეიცვალა ბნელი ჩუენი ნათლად და სიკუდილი ჩუენი - ცხორებად. აწ სადა-ცა ჰპოვნე ქუეყანასა შინა შენსა ვნება(ნი) იგი ქართლისანი, მაცთურნი კერპნი, ცეცხლითა დაწუენ და ნაცარი მათი შეასუ მათ, ვინ მათ ეგლოვდეს! და ესე ამცენ შვილთა შენთა, რამეთუ მე ვიცი იგი, მწრაფლ კავკასიათა შინა ვერ დაილევიან. ხოლო შენ ესრე ჰყოფდ: თავი შენი შეჰვედრე სუეტსა მას ზეგარდამო-დიდებულსა და პატიოსანსა ჯუარსა ცათა შინა ჩინებულსა და იყავნ შენი მისლვაჲ მიწად ძილად საუკუნოდ სარწმუნოვებასა ზედა წმიდისა სამებისასა, ამენ"[7].
ოდნავ ბუნდოვანი, მაგრამ საინტერესო ვერსია გვაქვს სინურ (N/Sin50) რედაქციაში: "ხოლო ძესა თჳსსა ასწავებდა: აჰა ესერა შეჲცვალა ბნელი ჩუენი ნათლად და სიქადული ჩუენი - ცხორებად, სადა ჰპოვნე ქუეყანასა შენსა შინა ვნებანი იგი, მათ იგულოვდეს. და ესე შვილთა შენთა და ამცენ, რამეთუ მე ვიცი იგი, ვითარმედ კავკასიათა შინა არა დაჲლევიან".[8] (შდრ. ჭელიშური ვერსია, რომელსაც გვიანდელი რედაქტორის ხელი მნიშვნელოვნად დატყობია [9])
ცხოვრება ქართუელთა მეფეთა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გარდაცვალება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რევის გარდაცვალების თარიღის დადგენა გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული რადგან, ერთი მხრივ თვით "მოქცევაჲ ქართლისაჲ"-ს ცალკეულ რედაქციებში აღრეული არის ქრონოლოგიური მონაცემები, ხოლო მეორე მხრივ, მისი ტრადიცია საგრძნობლად განსხვავდება "ცხოვრება ქართუელთა მეფეთა"-ს ტრადიციისგან. ამ უკანასკნელის თანახმად,
მოქცევაჲ ქართლისაჲ
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ამ რედაქციების თანახმად, მირიან მეფეს ზემო ეკლესიის, ანუ სამთავროს მონასტრის მშენებლობა დაუსრულებია წმინდა ნინოს გარდაცვალების შემდგომ, მეოთხე წელს: "და წარვიდა მირეან მეფჱ და ყოველი ერი, რამეთუ იქმოდეს ზემოსა ეკლესიასა ქვითა. და განიშორეს მეოთხესა წელსა". ჭელიშური და სინური (N/Sin48) რედაქციების თანახმად – "მეოცესა წელსა".[10][11]
- ჭელიშური და სინური (N/Sin48) რედაქციებით ისე ჩანს, თითქოს, ზემო ეკლესიის დასრულებიდან ერთ წელიწადში, ანუ წმინდა ნინოს გარდაცვალებიდან ოცდამეერთე წელს გარდაიცვალა მირიან მეფე. ამავე რედაქციებით, ამ ამბიდან მეორე წელს გარდაიცვალა ნანა დედოფალი.[12][13] შატბერდული რედაქცია ამ ქრონოლოგიურ ცნობას არ შეიცავს.
- შატბერდული რედაქციის თანახმად, ნანა დედოფლის გარდაცვალების შემდგომ, სამეფო ტახტზე დამჯდარა ბაკურ რევის ძე. მის მეფობაში გარდაცვლილა იოანე ეპისკოპოსი და მისი ადგილი იაკობს დაუკავებია. ამის შემდეგ, მცხეთის პატიოსანი ჯვრის აღმართებიდან ოცდამესამე წელს რევს შეუქმნია "კუბაჲ" ჯვრისთვის, იქვე შეუმზადებია თავისი საფლავი, სადაც დამარხულა კიდევაც ცოლითურთ.[14]ჭელიშური და სინური (N/Sin48) რედაქციებით ეს მომხდარა "მესამესა წელსა აღმართებითგან პატიოსნისა ჯუარისა".[15][16]
- ამ ამბებიდან მეათე წელს ბაკურს დაუწყია წილკნის ეკლესიის მშენებლობა, რომელიც ოცდამეთხუთმეტე წელს დაუსრულებია (ჭელიშური და სინური (N/Sin48) რედაქციებით – ოცდამეთერთმეტე წელს[17][18]).
- ცხოვრება ქართუელთა მეფეთა
მალევე მას შემდეგ რაც ბაქარი დააბრუნეს მძევლობიდან, რევი გარდაიცვალა. დაასაფლავეს მის მიერ აშენებულ საეპისკოპოსო (სამთავარეპისკოპოსო) ეკლესიაში — სამთავროში.
შთამომავლობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რევის ეყოლა სამი შვილი: ბაკური, თრდატი და ერთი ასული.
- მოქცევაჲ ქართლისაჲ
- ცხოვრება ქართუელთა მეფეთა
ქართლის ცხოვრებაში რევის შთამომავლობა სახელებით მოხსენიებული არაა. საუბარია მხოლოდ იმაზე, რომ რევის შთამომავალის (ბაკურის), რომელიც სომხეთის მეფის თრდატის შვილიშვილი იყო, მის გამეფებას შეეცადნენ სომხები. აღნიშნულის გამო ჩამოვარდა განხეთქილება რევიანელებსა და ბაქარიანელებს შორის. შუღლი, რომელიც არც ჯერ კიდევ ცოცხალი სალომეს ხელმოწერით დაგვირგვინდა — „ვიდრემდის იყოს ნათესავი ბაქარისი, რომელსა ეძლოს პყრობა მეფობისა. მისი იყოს მეფობა, და არა-ოდეს ძებნონ მეფობა ნათესავთა რევისთა“ არ განელდა ვიდრე ბაქარის შთამომავალი ვარაზ-ბაკურიმ არ შეირთო რევის მოდგმის ასული, რითაც რევის შთამომავლობას მიეცა საშუალება ასულიყვნენ მცხეთის ტახტზე.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ვ. გოილაძე, ფარნავაზიანთა სახლის ქრისტიან მეფეთა ქრონოლოგია, თბ. 1990 წ.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ ჯანაშია ლ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 331.
- ↑ მოქცევაჲ ქართლისაჲ, შატბერდის კრებული X საუკუნისა, ბ. გიგინეიშვილისა და ელ. გიუნაშვილის გამოც., თბ., 1979, გვ. 322
- ↑ ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, ილ. აბულაძის რედ., წგნ. 1, თბ., 1963, გვ. 86
- ↑ მოქცევაჲ ქართლისაჲ, ახლადაღმოჩენილი სინური რედაქციები, გამოსცა ზ. ალექსიძემ, თბ., 2007
- ↑ მოქცევაჲ ქართლისაჲ, შატბერდის კრებული X საუკუნისა, ბ. გიგინეიშვილისა და ელ. გიუნაშვილის გამოც., თბ., 1979, გვ. 324
- ↑ მოქცევაჲ ქართლისაჲ, შატბერდის კრებული X საუკუნისა, ბ. გიგინეიშვილისა და ელ. გიუნაშვილის გამოც., თბ., 1979, გვ. 352
- ↑ შატბერდის კრებული X საუკუნისა, ბ. გიგინეიშვილისა და ელ. გიუნაშვილის გამოც., თბ., 1979, გვ. 355
- ↑ მოქცევაჲ ქართლისაჲ, ახლადაღმოჩენილი სინური რედაქციები, ზ. ალექსიძის გამოცემა, თბ., 2007, 56
- ↑ ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, ილ. აბულაძის რედ., წგნ. 1, თბ., 1963, გვ. 162
- ↑ ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, ილ. აბულაძის რედ., წგნ. 1, თბ., 1963, გვ. 91
- ↑ მოქცევაჲ ქართლისაჲ, ახლადაღმოჩენილი სინური რედაქციები, გამოსცა ზ. ალექსიძემ, თბ., 2007, გვ. 16
- ↑ ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, ილ. აბულაძის რედ., წგნ. 1, თბ., 1963, გვ. 91
- ↑ მოქცევაჲ ქართლისაჲ, ახლადაღმოჩენილი სინური რედაქციები, გამოსცა ზ. ალექსიძემ, თბ., 2007, გვ. 16
- ↑ მოქცევაჲ ქართლისაჲ, შატბერდის კრებული X საუკუნისა, ბ. გიგინეიშვილისა და ელ. გიუნაშვილის გამოც., თბ., 1979, გვ. 324
- ↑ ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, ილ. აბულაძის რედ., წგნ. 1, თბ., 1963, გვ. 91
- ↑ მოქცევაჲ ქართლისაჲ, ახლადაღმოჩენილი სინური რედაქციები, გამოსცა ზ. ალექსიძემ, თბ., 2007, გვ. 16
- ↑ ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, ილ. აბულაძის რედ., წგნ. 1, თბ., 1963, გვ. 91
- ↑ მოქცევაჲ ქართლისაჲ, ახლადაღმოჩენილი სინური რედაქციები, გამოსცა ზ. ალექსიძემ, თბ., 2007, გვ. 16
|