გრან-ჩაკო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
რეგიონის მიახლოებითი მდებარეობა
გრან-ჩაკოს ლანდშაფტი, პარაგვაი
მშრალი სეზონი
რეგიონის დეფორესტაცია ფერმერული მეურნეობის განვითარების მიზნით, პარაგვაი

გრან-ჩაკო (კეჩ. chaku - სანადირო მიწა) — მეჩხერად დასახლებული, ცხელი, ნახევრად მშრალი დაბლობი რეგიონი სამხრეთ ამერიკაში, რიო-დე-ლა-პლატის აუზში. იყოფა ბოლივიას, პარაგვაის, არგენტინასა და ბრაზილიას შორის. ბრაზილიის ტერიტორიაზე ის უერთდება პანტანალის რეგიონს.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რეგიონის ფართობი 647 500 კმ²-ია. მდებარეობს მდინარე პარაგვაის დასავლეთით და ანდების აღმოსავლეთით. დღეისათვის, პოლიტიკური საზღვრების მიხედვით, რეგიონის ნაწილებს მოიხსენიებენ როგორც არგენტინის ჩაკო, პარაგვაის ჩაკო, ბოლივიის ჩაკო.

ყველაზე განვითარებულია რეგიონის პარაგვაის ნაწილი, მდინარე ბერმეხოსა და პილკომაიოს გასწვრივ. აქ ხე ტყისა და ტანინის დიდი მარაგია, რომელსაც კებრაჩოს ხისგან იღებენ.

გრან-ჩაკოში ფიქსირდება ყველაზე მაღალი ტემპერატურა მთელს სამხრეთ ამერიკის კონტინეტნზე.

ფლორა და ფაუნა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რეგიონის ეკოსისტემა უნიკალურია და ბოლო წლებამდე, მეცნიერთა მიერ ბოლომდე შეუსწავლელი რჩებოდა. ეკოსისტემა გარკვეულწილად დაზიანებულია ადამიანთა მიერ, რაც უმთავრესად მათი სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით შემოიფარგლება.

ჩაკოს პეკარი, რომლის არსებობას მხოლოდ 1970-იანი წლებიდან გახდა ცნობილი, რეგიონში ყველაზე ფართოდ გავრცელებული ენდემური ძუძუმწოვარია.

რეგიონის ადმინისტრაციული დაყოფა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გრან-ჩაკოს რეგიონი მოიცავს არგენტინის, ბოლივიისა, პარაგვაისა და ბრაზილიის შემდეგ ადმინისტრაციულ ერთეულებს:

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: