პარაგვაული გუარანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტერმინს „გუარანი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ გუარანი.
პარაგვაული გუარანი
Guaraní paraguayo
კოდი ISO 4217 PYG
ქვეყანა პარაგვაის დროშა პარაგვაი
ოფიციალური
მომხმარებლები
პარაგვაელები
შედგება 100 სენტიმო
სიმბოლო
მონეტები 50, 100, 500 & 1000 გუარანი
ბანკნოტები 2000, 5000, 10 000, 20 000, 50 000 და 100 000 გუარანი
ცენტრალური ბანკი პარაგვაის ცენტრალური ბანკი

პარაგვაული გუარანი (ესპ. Guaraní paraguayo) — პარაგვაის ეროვნული ვალუტა. გუარანი 100 სენტიმოდ იყოფოდა, მაგრამ ინფლაციის გამო, სენტიმო აღარ გამოიყენება.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კანონი გუარანის შექმნის შესახებ 1943 წლის 5 ოქტომბერს მიიღეს, რომელმაც პესო ჩაანაცვლა კურსით 1 გუარანი = 100 პესოს. გუარანი პირველად 1944 წელს გამოიცა. 1960—1985 წლებში რეგულირებული იყო აშშ დოლარით 126 PYG უდრიდა 1 USD-ს.

რევალვაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამჟამად, გუარანი ამერიკის კონტინენტზე ყველაზე დაბალი ღირებულების ვალუტაა.

2011 წელს, პარაგვაის ცენტრალურმა ბანკმა შეიმუშავა გეგმა, რომლის მიხედვითაც გუარანს ჩაანაცვლებს ნუევო-გუარანი (PYN) კურსით 1000:1.[1][2]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. new guaraní. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-12-29. ციტირების თარიღი: 2012-05-28.
  2. Proyecto Reconversion Monetaria დაარქივებული 2010-10-11 საიტზე Wayback Machine. (pdf) published 2010.