პარაგვაის გეოგრაფია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
პარაგვაის რუკა
პარაგვაის პოლიტიკური რუკა

პარაგვაის რესპუბლიკა – მდებარეობს სამხრეთი ამერიკის ცენტრალურ ნაწილში, არ გააჩნია ზღვაზე გასასვლელი. პარაგვაის ჩრდილო-აღმოსავლეთიდან და აღმოსავლეთიდან ესაზღვრება ბრაზილია, სამხრეთ-აღმოსავლეთიდან, სამხრეთიდან და სამხრეთ-დასავლეთიდან არგენტინა, ჩრდილო-დასავლეთიდან კი ბოლივია.

ქვეყნის საერთო ფართობია 406,8 ათ. კმ².

მდინარე პარაგვაი ქვეყანას ყოფს ორ არათანაბარ ნაწილად. მდინარის დასავლეთით მდებარეობს უდაბნოს ლანდშაფტებიანი ჩაკოს ოლქი, რომელიც მოიცავს ქვეყნის ფართობის დაახლოებით 60 %-ს. აღმოსავლეთ ნაწილში, სადაც თავმოყრილია მოსახლეობის ძირითადი ნაწილი, მდებარეობს ნოყიერი დაბლობი და სუბტროპიკული ტყე.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]