შინაარსზე გადასვლა

პავლე IV (პაპი)

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პავლე IV

პავლე IV (ლათ. Paulus PP. IV; ერისკაცობაში ჯანპეტრო კარაფა; დ. 28 ივნისი, 1476 — გ. 18 აგვისტო, 1559) — რომის პაპი 1555 წლის 23 მაისიდან 1559 წლის 18 აგვისტომდე.

ჯანპეტრო კარაფა დაიბადა 1476 წლის 28 ივნისს ნეაპოლში. თეოლოგიური განათლების მიღების შემდეგ ჩადგა პაპის სამსახურში. იულიუს II-მ იგი დანიშნა კიეტის ეპისკოპოსად, ლეო X-მ იგი ლეგატად გაუშვა ინგლისში. 1515 წელს გახდა ნუნცია ესპანეთის სამეფო კარზე. რომში დაბრუნდა ადრიანე VI-ის პაპობის პერიოდში. 1524 წელს უარი თქვა ეპისკოპოსობაზე და დააარსა ტეატინების ორდენი, რომლის მიზანიც იყო რელიგიური სულის განახლება და გაძლიერება. 1536 წელს მიიღო კარდინალის წოდება.

  • Massimo Firpo, Inquisizione romana e Controriforma. Studi sul cardinal Giovanni Morone (1509–1580) e il suo processo d'eresia, Brescia, Morcelliana, 2005
  • Alberto Aubert, Paolo IV. Politica, Inquisizione e storiografia, Firenze, Le Lettere, 1999

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
წინამორბედი:
მარცელუს II
რომის პაპი

15551559
შემდეგი:
პიუს IV
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/პავლე_IV_(პაპი)“-დან