ადრიანე III

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ადრიანე (მრავალმნიშვნელოვანი).
ადრიანე III

ადრიანე III (ლათ. Hadrianus PP. III; დ. უცნობია — გ. 15 სექტემბერი, 885) — რომის პაპი 884–885 წლებში კათოლიკური ეკლესიის წმინდანი.

მისი ხანმოკლე პაპობისა და პაპობამდელი ცხოვრების შესახებ მცირე ცნობებია შემონახული. დაიბადა რომში. სარგებლობდა ხალხის პატივისცემით. ატარებდა შემრიგებლურ პოლიტიკას კონსტანტინოპოლის მართლმადიდებელი ეკლესიისა და მისი პატრიარქის ფოტი I-ის მიმართ. ბიზანტიის ეკლესიასთან მიმართებაში მშვიდობიანი პოლიტიკის მომხრე კონსტანტინოპოლის პატრიარქს ფოტი I-ის აცნობა თავისი აღსაყდრების შესახებ.

885 წელს კარლოს მსუქანის მიწვევით ვორმსში გაემგზავრა, რათა გადაეწყვიტა ტახტის მემკვიდრეობის საკითხი. პაპი გარდაიცვალა მოდენის გზაზე, სადაც იგი აპირებდა კარლოს მსუქანთან შეხვედრას და დაკრძალეს ნონანთოლის საბატოში. თვლიან, რომ პაპი მოწამლეს. მისი საფლავი მალევე გადაიქცა თაყვანისცემისა და მომლოცველობის ადგილად. პაპმა ლეო XIII-მ 1891 წელს მოახდინა მისი კანონიზაცია. მისი ხსენების დღეა 8 ივლისი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • უნივერსალური ენციკლოპედიური ცნობარი, ტ. 2, თბ. 2008 წ. გვ. 243

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წინამორბედი:
მარინუს I
რომის პაპი

884885
შემდეგი:
სტეფანე V