ეუსებიუსი (პაპი)
იერსახე
ეუსებიუსი (ლათ. Eusebius; ? - 310, სიცილია, იტალია) - რომის პაპი 309-310 წწ.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]"მღვედლმთავართა წიგნი"-ს (ლათ. Liber Pontificalis) თანახმად ევსებიუსს გაუგრძელებია მარცელუს I-ის მიერ დაწყებული საქმიანობა. ქრისტიანებს, რომლებმაც იმპერატორ დიოკლეტიანეს დროს რწმენა უარყვეს მან მოსანანიებელი ვადები დაუნიშნა. ამან დიდი დავა გამოიწვია მღვდელმთავართა შორის, რის გამოც იმპერატორ მაქსენტიუსს ევსებიუსი და მისი მოწინააღმდეგე ვინმე ჰერაკლე რომიდან კუნძულ სიცილიაზე გაუძევებია.
ევსებიუსი გარდაიცვალა 310 წელს. დასაფლავებულია რომში, კალიქსტეს კატაკომბებში. კათოლიკურმა ეკლესიამ იგი წმინდანად შერაცხა.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]წინამორბედი: მარცელუს I |
რომის პაპი 309 — 310 |
შემდეგი: მილტიადე |