ფელიქს IV (პაპი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ფელიქს IV

ფელიქს IV (ლათ. Felix PP. IV; დ. ? – გ. 22 სექტემბერი, 530) – რომის პაპი 526-530 წწ.

პაპად არჩეულ იქნა თეოდორიხის ზეწოლის შედეგად სახელწოდებით ფელიქს IV. სარგებლობდა თეოდორიხის და მისი მემკვიდრის ათალარიხის და მისი დედის ამალასუნთას მხარდაჭერით. მათგან მიიღო პრივილეგიები და დიდძალი ქონება ეკლესიისათვის. მოგვიანებით შერაცხეს წმინდანად. მოხსენიების დღეა 30 ნოემბერი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წინამორბედი:
იოანე I
რომის პაპი

526530
შემდეგი:
ბონიფაციუს II