ჰილარიუსი (პაპი)
იერსახე

ჰილარიუსი (ლათ. Hilarius PP.; დ. უცნობია — გ. 29 თებერვალი, 468) — რომის პაპი 461 წლის 19 ნოემბრიდან 468 წლის 29 თებერვლამდე, წმინდანი. წარმოშობით იყო კუნძულ სარდინიიდან.
იგი ლეო I-ის მოსწავლე იყო, მონაწილეობდა მეოთხე მსოფლიო კრების მუშაობაში.
წმინდა პაპი ხარჯავდა უამრავ თანხას ეკლესიების შემკობისათვის. ლატერანში, წმინდა პეტრეს, წმინდა პავლეს და წმინდა ლორენცოს ბაზილიკები აავსო ძვირადღირებული ნივთებით.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]წინამორბედი: ლეო I |
რომის პაპი 461 — 468 |
შემდეგი: სიმპლიციუსი |