ჰონორიუს I
იერსახე
ჰონორიუს I, ონორე I (ლათ. Honorius PP. I; დ. უცნობია — გ. 12 ოქტომბერი, 638) — რომის პაპი 625–638 წლებში.
წარჩინებული გვარის წარმომადგენელი. დაიბადა კამპანიაში, იტალია. გააფართოვა და გააძლიერა ქრისტიანული მისიონი ინგლისში. კათოლიკეებსა და მონოთელიტებს შორის ქრისტეს ორბუნებოვნების შესახებ კამათში მომრიგებლის როლში გამოდიოდა და ამიტომ უსამართლოდ დასწამეს ცილი მონოთელიტობაში და კონსტანტინოპოლის მესამე საეკლესიო კრებამ ერეტიკოსად გამოაცხადა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 688.
წინამორბედი: ბონიფაციუს V |
რომის პაპი 625 — 638 |
შემდეგი: სევერინუსი |