ფაბიანე (პაპი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფაბიანე

ფაბიანე (ლათ. Fabian; დ. დაახლ. 200 — გ. 20 იანვარი, 250) — მღვდელმოწამე, რომის პაპი 236 წლის 10 იანვრიდან250 წლის 20 იანვრამდე. კათოლიკური ეკლესიის წმინდანი. მან რომი 7 საეკლესიო ოლქად დაყო. 7 ნოტარიუსს დაევალა მოწამეთა ისტორიების აღწერა, ხოლო 7 დიაკვანს — ოლქებში წესრიგის დაცვა. ამ დროს რომის ეპისკოპოსს აპენინის ნახევარკუნძულის საეპისკოპოსოები ექვემდებარებოდა. რომის ეპისკოპოსს სხვა ეპისკოპოსების ეკლესიიდან განკვეთა და დანიშვნა შეეძლო. მისი ძალაუფლება აგრეთვე ესპანეთზე, გალიასა და ჩრდილოეთ აფრიკაზე ვრცელდებოდა[1]. ფაბიანეს ხსენების დღეა 5 აგვისტო. თავდაპირველად სოფლის მღვდელი იყო. ეპისკოპოსის კათედრა მიიღო ანტერის მოწამეობრივი აღსასრულის შემდეგ.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. მანანა ჯავახიშვილი, „პაპობის ისტორია შუა საუკუნეებში“, გვ. 12, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბ., 2015
წინამორბედი:
ანტერი
რომის პაპი

236250
შემდეგი:
კორნელიუსი