შინაარსზე გადასვლა

დედოფალი თეოდორა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
თეოდორა
Θεοδώρα

მართალი დედოფალი თეოდორა
დაიბადა 815
პაფლაგონია, ბიზანტიის იმპერია
გარდაიცვალა 867
კონსტანტინოპოლი
დასაფლავებულია Metropolitan church of Panagia Spilaeotissa
ხსენების დღე 11 თებერვალი
მოღვაწეობა მონაზონი
მეუღლე თეოფილე (ბიზანტია)[1]
შვილ(ებ)ი მიხეილ III, Maria და Anastasia

მართალი დედოფალი თეოდორა (ბერძ. Θεοδώρα — ღვთის საჩუქარი; დ. 815 — გ. 867) — ხატმებრძოლი იმპერატორის თეოფილეს მეუღლე იყო (830-842 წლებში). დაქვრივების შემდგომ შვილის მიხეილ III-ის მცირეწლოვანების გამო 855 წლამდე ქვეყნის ფაქტობრივი მმართველი იყო. მისი ინიციატივით 842 წელს მოწვეული იქნა საეკლესიო კრება, სადაც ანათემას გადასცეს ხატმებრძოლები. საზეიმოდ აღდგენილი იქნა წმინდა ხატების თაყვანისცემა. ამ და სხვა ღვაწლისათვის მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ დედოფალი კანონიზებული იქნა წმინდანად.

  • წმიდანთა ცხოვრება, ტომი I, თბილისი, 2001 წ.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]