ლაბსყალდის ოთხთავი
ლაბსყალდის ოთხთავი — ეტრატზე ნუსხურით შესრულებული სახარების ხელნაწერი (XII–XIII სს.). ყდა შემკულია მოოქრული ვერცხლის ჭედურობით, ტექსტი – მახარებელთა მინიატიურებით. ტექსტის რედაქცია ეკუთვნის გიორგი მთაწმიდელს. ხელნაწერს დართული აქვს სხვადასხვა დროის ანდერძ-მინაწერები. დაცულია სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმში (სიემ, მესტია 71; H-2075, XII ს.).
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ლაბსყალდის ოთხთავი დაარქივებული 2023-10-01 საიტზე Wayback Machine.
|