უდანაშაულობის პრეზუმფცია
უდანაშაულობის პრეზუმფცია — სისხლის სამართლის ერთ-ერთი პრინციპი, ადამიანის უფლებების ერთ-ერთი ძირითადი შემადგენელი უფლება, რომლის შესაბამისად, დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილი და / ან ბრალდებული პირი არ მიიჩნევა დამნაშავედ მანამდე, ვიდრე მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი სასამართლო არ დაამტკიცებს მის ბრალეულობას.
ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ საქმის განხილვის პროცესში უზრუნველყოფილი უნდა იყოს ბრალდებულის დაცვისათვის საჭირო კანონით გათვალისწინებული ყველა აუცილებელი საპროცესო გარანტია, რომლიდანაც ერთ-ერთი არის მაგალითად, ადვოკატის ყოლის უფლება.
უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპი დღეს დაფიქსირებულია მსოფლიოს პრაქტიკულად ყველა ქვეყნის შიდასახელმწიფოებრივ აქტში, მათ შორის საქართველოს კონსტიტუციაშიც და, ასევე, მრავალ საერთაშორისო სამართლებრივ დოკუმენტში.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ზურაბიშვილი დ., გობრონიძე გ., სამოქალაქო განათლების ლექსიკონი, საიას იურიდ. განათლ. ხელშეწყობის ფონდი, თბ., 2011. ISBN 978-9941-0-3354-4.