შინაარსზე გადასვლა

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტების სია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვიკიპედიის რედაქტორების გადაწყვეტილებით, სტატიას „აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტების სია“ მინიჭებული აქვს რჩეული სტატიის სტატუსი. აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტების სია ვიკიპედიის საუკეთესო სტატიების სიაშია.
ვიცე-პრეზიდენტების რაოდენობა პარტიული კუთვნილების მიხედვით
პარტია ვიცე-პრეზიდენტი
რესპუბლიკელი 21
დემოკრატი 18
დემოკრატ-რესპუბლიკელი 6
ვიგი 2
ფედერალისტი 1
ვაკანტური 18

დღემდე აშშ-ს ჯონ ადამსიდან მაიკ პენსამდე 48 ვიცე-პრეზიდენტი ჰყავდა. თავიდან ვიცე-პრეზიდენტი ხდებოდა ის პიროვნება, ვინც ამომრჩეველთა კოლეგიის ხმებში მეორე ადგილს დაიკავებდა. თუმცა 1800 წლის არჩევნებში ტომას ჯეფერსონის და აარონ ბურის მიერ თანაბარი ხმების მოპოვების გამო პრეზიდენტის ვინაობა წარმომადგენელთა პალატამ გადაწყვიტა. რათა მომავალში ასეთი შემთხვევები თავიდან აეცილებინათ კონსტიტუციაში მე-12 შესწორება შეიტანეს. ამ შესწორებით დღევანდელი სისტემა შეიქმნა, სადაც ამომრჩევლები ვიცე-პრეზიდენტს ცალკე აძლევენ ხმას.[1]

კონსტიტუციის მიხედვით ვიცე-პრეზიდენტს მცირე უფლებები აქვს. მისი მთავარი ფუნქცია პრეზიდენტის პოსტის დაკავებაა, თუ თანამდებობა მოქმედი პრეზიდენტის ქმედუუნარობის, გადადგომის ან გარდაცვალების გამო განთავისუფლდება. ამ გზით 9 ვიცე-პრეზიდენტი გახდა პრეზიდენტი. ასევე ვიცე-პრეზიდენტი სენატის პრეზიდენტია, მაგრამ მას ხმის მიცემის უფლება მხოლოდ ხმების შუაზე გაყოფის შემთხვევაში აქვს.

კონსტიტუციაში 25-ე შესწორებამდე ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა გამოთავისუფლების შემთხვევაში მომავალ არჩევნებამდე ვაკანტური რჩებოდა. კონსტიტუციის შესწორებამდე ასეთი 16 შემთხვევა მოხდა:7 გარდაცვალების, 1 თანამდებობიდან გადადგომის და 8 პრეზიდენტის პოსტის დაკავების გამო. ამ შესწორებით ვაკანტურ პოსტზე ახალ ვიცე-პრეზიდენტს პრეზიდენტი ნიშნავს და კონგრესის ორივე პალატა ამტკიცებს. ამის მიხედვით ორი ვიცე-პრეზიდენტია დანიშნული ჯერალდ ფორდი 1973 წელს და ნელსონ როკფელერი 1974 წელს.[1]

დღემდე ვიცე-პრეზიდენტები 21 შტატიდან იყვნენ. ნახევარზე მეტი ხუთი შტატიდან იყო: ნიუ-იორკი (11), ინდიანა (6), მასაჩუსეტსი (4), კენტუკი (3) და ტეხასი (3). ვიცე-პრეზიდენტთა უმრავლესობამ პოსტი 50-60 წლის ასაკში დაიკავა და უმეტეს მათგანს პოლიტიკური გამოცდილება ჰქონდა, ვიდრე თანამდებობას დაიკავებდა.

აშშ-ის ყველა ვიცე-პრეზიდენტი

      ფედერალისტი       დემოკრატ-რესპუბლიკელი       დემოკრატი       ვიგი       რესპუბლიკელი

#სურათისახელიმშობლიური შტატიპოსტზე მოსვლაპოსტიდან წასვლაპარტიაპრეზიდენტი
1ჯონ ადამსიჯონ ადამსიმასაჩუსეტსი21 აპრილი, 1789[2]4 მარტი, 1797ფედერალისტურივაშინგტონი
2ტომას ჯეფერსონიტომას ჯეფერსონივირჯინია4 მარტი, 17974 მარტი, 1801დემოკრატიულ-რესპუბლიკურიჯ. ადამსი
3აარონ ბურიაარონ ბურინიუ-იორკი4 მარტი, 18014 მარტი, 1805დემოკრატიულ-რესპუბლიკურიჯეფერსონი
4ჯორჯ კლინტონიჯორჯ კლინტონინიუ-იორკი4 მარტი, 180520 აპრილი, 1812[3]დემოკრატიულ-რესპუბლიკურიჯეფერსონი/
მედისონი
ვაკანტური20 აპრილი, 18124 მარტი, 1813მედისონი
5ელბრიჯ ჯერიელბრიჯ ჯერიმასაჩუსეტსი4 მარტი, 181323 ნოემბერი, 1814[3]დემოკრატიულ-რესპუბლიკურიმედისონი
ვაკანტური23 ნოემბერი, 18144 მარტი, 1817მედისონი
6დანიელ ტომპკინსიდანიელ ტომპკინსინიუ-იორკი4 მარტი, 18174 მარტი, 1825დემოკრატიულ-რესპუბლიკურიმონრო
7ჯონ კელჰუნიჯონ კელჰუნისამხრეთი კაროლინა4 მარტი, 182528 დეკემბერი, 1832[4]დემოკრატიულ-რესპუბლიკური/
დემოკრატიული
ჯ. კ. ადამსი/
ჯექსონი
ვაკანტური28 დეკემბერი, 18324 მარტი, 1833ჯექსონი
8მარტინ ვან ბურენიმარტინ ვან ბურენინიუ-იორკი4 მარტი, 18334 მარტი, 1837დემოკრატიულიჯექსონი
9რიჩარდ მენტორ ჯონსონირიჩარდ მენტორ ჯონსონიკენტუკი4 მარტი, 18374 მარტი, 1841დემოკრატიულივან ბურენი
10ჯონ ტაილერიჯონ ტაილერივირჯინია4 მარტი, 18414 აპრილი, 1841[5]ვიგიუ. ჰარისონი
ვაკანტური4 აპრილი, 18414 მარტი, 1845ტაილერი
11ჯორჯ დალასიჯორჯ დალასიპენსილვანია4 მარტი, 18454 მარტი, 1849დემოკრატიულიპოლკი
12მილარდ ფილმორიმილარდ ფილმორინიუ-იორკი4 მარტი, 18499 ივლისი, 1850[5]ვიგიტეილორი
ვაკანტური9 ივლისი, 18504 მარტი, 1853ფილმორი
13უილიამ კინგიუილიამ კინგიალაბამა4 მარტი, 1853[6]18 აპრილი, 1853[3]დემოკრატიულიპირსი
ვაკანტური18 აპრილი, 18534 მარტი, 1857პირსი
14ჯონ ბრეკინრიჯიჯონ ბრეკინრიჯიკენტუკი4 მარტი, 18574 მარტი, 1861დემოკრატიულიბიუკენენი
15ჰანიბალ ჰამლინიჰანიბალ ჰამლინიმენი4 მარტი, 18614 მარტი, 1865რესპუბლიკურილინკოლნი
16ენდრიუ ჯონსონიენდრიუ ჯონსონიტენესი4 მარტი, 186515 აპრილი, 1865[5]დემოკრატიული[7]ლინკოლნი
ვაკანტური15 აპრილი, 18654 მარტი, 1869ე. ჯონსონი
17შაილერ კოლფაქსიშაილერ კოლფაქსიინდიანა4 მარტი, 18694 მარტი, 1873რესპუბლიკურიგრანტი
18ჰენრი უილსონიჰენრი უილსონიმასაჩუსეტსი4 მარტი, 187322 ნოემბერი, 1875[3]რესპუბლიკურიგრანტი
ვაკანტური22 ნოემბერი, 18754 მარტი, 1877გრანტი
19უილიამ უილერიუილიამ უილერინიუ-იორკი4 მარტი, 18774 მარტი, 1881რესპუბლიკურიჰეისი
20ჩესტერ ართურიჩესტერ ართურინიუ-იორკი4 მარტი, 188119 სექტემბერი, 1881[5]რესპუბლიკურიგარფილდი
ვაკანტური19 სექტემბერი, 18814 მარტი, 1885ართური
21ტომას ჰენდრიკსიტომას ჰენდრიკსიინდიანა4 მარტი, 188525 ნოემბერი, 1885[3]დემოკრატიულიკლივლენდი
ვაკანტური25 ნოემბერი, 18854 მარტი, 1889კლივლენდი
22ლევი მორტონილევი მორტონინიუ-იორკი4 მარტი, 18894 მარტი, 1893რესპუბლიკურიბ. ჰარისონი
23ედლაი სტივენსონიედლაი სტივენსონიილინოისი4 მარტი, 18934 მარტი, 1897დემოკრატიულიკლივლენდი
24გარეტ ჰობარტიგარეტ ჰობარტინიუ-ჯერსი4 მარტი, 189721 ნოემბერი,1899[3]რესპუბლიკურიმაკ-კინლი
ვაკანტური21 ნოემბერი, 18994 მარტი, 1901მაკ-კინლი
25თეოდორ რუზველტითეოდორ რუზველტინიუ-იორკი4 მარტი, 190114 სექტემბერი, 1901[5]რესპუბლიკურიმაკ-კინლი
ვაკანტური14 სექტემბერი, 19014 მარტი, 1905თ. რუზველტი
26ჩარლზ ფერბენკსიჩარლზ ფერბენკსიინდიანა4 მარტი, 19054 მარტი, 1909რესპუბლიკურით. რუზველტი
27ჯეიმზ შერმანიჯეიმზ შერმანინიუ-იორკი4 მარტი, 190930 ოქტომბერი, 1912[3]რესპუბლიკურიტაფტი
ვაკანტური30 ოქტომბერი, 19124 მარტი, 1913ტაფტი
28ტომას მარშალიტომას მარშალიინდიანა4 მარტი, 19134 მარტი, 1921დემოკრატიულიუილსონი
29კალვინ კულიჯიკალვინ კულიჯიმასაჩუსეტსი4 მარტი, 19212 აგვისტო, 1923[5]რესპუბლიკურიჰარდინგი
ვაკანტური2 აგვისტო, 19234 მარტი, 1925კულიჯი
30ჩარლზ დეივისიჩარლზ დეივისიილინოისი4 მარტი, 19254 მარტი, 1929რესპუბლიკურიკულიჯი
31ჩარლზ კურტისიჩარლზ კურტისიკანზასი4 მარტი, 19294 მარტი, 1933რესპუბლიკურიჰუვერი
32ჯონ გარნერიჯონ გარნერიტეხასი4 მარტი, 193320 იანვარი, 1941დემოკრატიულიფ. რუზველტი
33ჰენრი უოლესიჰენრი უოლესიაიოვა20 იანვარი, 194120 იანვარი, 1945დემოკრატიულიფ. რუზველტი
34ჰარი ტრუმენიჰარი ტრუმენიმისური20 იანვარი, 194512 აპრილი, 1945[5]დემოკრატიულიფ. რუზველტი
ვაკანტური12 აპრილი, 194520 იანვარი, 1949ტრუმენი
35ალბენ ბარკლიალბენ ბარკლიკენტუკი20 იანვარი, 194920 იანვარი, 1953დემოკრატიულიტრუმენი
36რიჩარდ ნიქსონირიჩარდ ნიქსონიკალიფორნია20 იანვარი, 195320 იანვარი, 1961რესპუბლიკურიეიზენჰაუერი
37ლინდონ ჯონსონილინდონ ჯონსონიტეხასი20 იანვარი, 196122 ნოემბერი, 1963[5]დემოკრატიულიკენედი
ვაკანტური22 ნოემბერი, 196320 იანვარი, 1965ლ. ჯონსონი
38ჰუბერტ ჰამფრიჰუბერტ ჰამფრიმინესოტა20 იანვარი, 196520 იანვარი, 1969დემოკრატიულილ. ჯონსონი
39სპირო აგნიუსპირო აგნიუმერილენდი20 იანვარი, 196910 ოქტომბერი, 1973[4]რესპუბლიკურინიქსონი
ვაკანტური10 ოქტომბერი, 19736 დეკემბერი, 1973ნიქსონი
40ჯერალდ ფორდიჯერალდ ფორდიმიჩიგანი6 დეკემბერი, 1973[8]9 აგვისტო, 1974[5]რესპუბლიკურინიქსონი
ვაკანტური9 აგვისტო, 197419 დეკემბერი, 1974ფორდი
41ნელსონ როკფელერინელსონ როკფელერინიუ-იორკი19 დეკემბერი, 1974[8]20 იანვარი, 1977რესპუბლიკურიფორდი
42უოლტერ მონდეილიუოლტერ მონდეილიმინესოტა20 იანვარი, 197720 იანვარი, 1981დემოკრატიულიკარტერი
43ჯორჯ ჰ. ბუშიჯორჯ ჰ. ბუშიტეხასი20 იანვარი, 1981[9]20 იანვარი, 1989რესპუბლიკურირეიგანი
44დენ ქუეილიდენ ქუეილიინდიანა20 იანვარი, 198920 იანვარი, 1993რესპუბლიკურიჯ. ჰ. უ. ბუში
45ალბერტ გორიალბერტ გორიტენესი20 იანვარი, 199320 იანვარი, 2001დემოკრატიულიკლინტონი
46დიკ ჩეინირიჩარდ ჩეინივაიომინგი[10]20 იანვარი, 2001[11]20 იანვარი, 2009რესპუბლიკურიჯ. უ. ბუში
47ჯო ბაიდენიჯოზეფ ბაიდენიდელავერი20 იანვარი, 200920 იანვარი, 2017დემოკრატიულიობამა
48მაიკ პენსიმაიკ პენსიინდიანა20 იანვარი, 2017დღემდერესპუბლიკურიტრამპი

სქოლიო

  1. 1 2 Vice President of the United States (President of the Senate). United States Senate. ციტირების თარიღი: 2009-06-10.
  2. ჯონ ადამსი ნიუ-იორკში არჩეულ პრეზიდენტ ჯორჯ ვაშინგტონზე ადრე ჩავიდა და ვიცე-პრეზიდენტის ფიცი პრეზიდენტამდე 9 დღით ადრე დადო.
  3. 1 2 3 4 5 6 7 თანამდებობაზე ყოფნის დროს გარდაიცვალა.
  4. 1 2 თანამდებობიდან გადადგა.
  5. 1 2 3 4 5 6 7 8 9 პრეზიდენტის თანამდებობა დაიკავა.
  6. ერთადერთი ვიცე-პრეზიდენტი, ვინც კონგრესის სპეციალური ნებართვით აშშ-ის საზღვრებს გარეთ (ჰავანა, კუბა) დადო ფიცი.
  7. ჯონსონი ეროვნული კავშირის პარტიის მანდატით რესპუბლიკელ აბრაამ ლინკოლნთან ერთად იყო არჩეული.
  8. 1 2 კონსტიტუციის 25-ე შესწორების თანახმად დაიკავა თანამდებობა.
  9. კონსტიტუციის 25-ე შესწორების მიხედვით 1985 წლის 13 ივლისს 11:28-დან 19:22-მდე პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი იყო.
  10. ვიცე-პრეზიდენტის ნომინაციის მოპოვების დროს ჩეინი ტეხასის მაცხოვრებელი იყო. მაგრამ მან საარჩევნო რეგისტრაცია ვაიომინგის სასარგებლოდ შეცვალა, რომელ შტატსაც იგი კონგრესში მოღვაწეობისას წარმოადგენდა. ამით მან კონსტიტუციის მე-12 შესწორების დარღვევა აიცილა თავიდან, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტობის და ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატები ერთი შტატის მაცხოვრებლები არ უნდა იყვნენ.
  11. კონსტიტუციის 25-ე შესწორების მიხედვით 2002 წლის 29 ივლისს 7:09-დან 9:24-მდე და 2007 წლის 21 ივლისს 7:16-დან 9:21-მდე პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი იყო.

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში