იყალთოს წმინდა გიორგის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

იყალთოს წმინდა გიორგის ეკლესია — არქტიქტურული ძეგლი, მდებარეობს სოფელ იყალთოს სამხრეთით, ცაცხვების კორომში. თარიღდება გვიანადელი შუა საუკუნეებით.

მცირე ზომის, ნახევარწრიულააფსიდიანი, დარბაზული ეკლესიაა, რომელსაც დასავლეთიდან სამრეკლო აქვს მიდგმული. საშენ მასალად გამოყენებულია რიყის ქვა და ნატეხი ქვიშაქვა. კედლები შიგნიდან და გარედან შელესილია და შეთეთრებული.

შესასვლელი სამხრეთიდანაა. კარს გარედან ნახევარწრიული თავი აქვს. შიგნიდან კი თარაზულადაა გადახურული. ინტერიერი განათებულია ერთადერთი, აფსიდის ცენტრში გაჭრილი, მცირე ზომის, სწორკუთხა სარკმლით. აფსიდში სარკმლის აქეთ-იქით, ორი ნიშაცაა. მათ შორის სარკმლის ჩრდილოეთით მდებარე, შედარებით მოზრდილია და შეისრული თაღითაა გადახურული. მეორე მცირე ზომის, ღრმა, კვადრატული ხვრელია. აფსიდში დგას კუბური ფორმის ტრაპეზი. რაც სარკმლის ქვემოთ, კედელზეა მიყრდნობილი. აფსიდი გადახურულია დადაბლებული, არაწესიერი ფორმის კონქით.

დარბაზი შესამჩნევად მოკლეა, გადახურულია ცილინდრული კამარით. კედლები დასრულებულია აგურის, საფეხუროვანი ლავგარდნით. გრძიე ფასადებზე კედლების ზედა ნაწილი, რითიც ფასადის სიმაღლე 1/5 შეადგენს, ქვედა ნაწილების მიმართ ოდნავ გამოშვერილია და ფასადის მთელ სიგრძეზე, დაახლოებით 0,5 მ სიმაღლეზე ზოლს ქმნის.

ეკლესია გადახურულია ღარისებრი კრამიტით სამრეკლო ორსართულიანია, ნაშენია კვადრატული აგურით. ორივე სართული გეგმით ოთკუთხაა და ოთხივე მხარეს თაღოვანი მალითაა გახსნილი თაღები დაყრდნობილია კუთხეებში მდგარ, კვადრატულ ბოძებზე. მათ შორის ქვედა სართულის ბოძები აგურით გამოყვანილი, ორსაფეხურიანი კაპიტელებით არის დასრულებული. სართული გადახურულია ცილინდრული ფორმის კამარით.

სამრეკლოს მეორე სართული, რითიც ქვედა სართულის სახურავის შუაშია დადგმული, ქვედდასთან შუაშია დადგმული. ქვედასთან შედარებით. გაცილებით უფრო ვიწროა და კრამიტით დაბურული, პირამიდისებრი სახურავითაა გადახურული.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]