იყალთოს ნაციხარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

იყალთოს ნაციხარი — არქიტექტურული ძეგლი. მდებარეობს სოფელ იყალთოს სამხრეთით, 0,5 კმ-ზე. ბორცვზე. თარიღდება გვიანი შუა საუკუნეებით. ნაგები იყო რიყის ქვით, ქვიშაქვით და კირის ხსნარით. დანგრეულია. შემორჩენილია მხოლოდ ჩრდილოეთის კედელი (სიმაღლე დაახლოებით 2,5 მ), რომლის შუაში კარია გაჭრილი. კედელში სათოფურებია მოწყობილი. ციხის დასავლეთ ნაწილში მიწაში სანახევროდ ჩაფლულ სათავსია, რომელსაც ჩრდლოეთიდან კარი ჰქონდა გაჭრილი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]