იყალთოს წმინდა ელიას ეკლესიები
იყალთოს წმინდა ელიას ეკლესიები — არქიტექტურული ძეგლი, მდებარეობს სოფელ იყალთოს სამხრეთით, დაახლოებით 3 კილომეტრზე. ტყეში, ორივე ეკლესია დარბაზულია, დგას სხვადასხვა სიმაღლეზე, ერთმანეთისგან ორასიოდე მეტრზე. თარიღდება გვიანადელი შუა საუკუნეებით.
ქვედა ეკლესია ნაგებია სხვადასხვა ზომის, ნატეხი ქვით კირის ხსნარზე. ძლიერ დაზიანებულია. შემორჩენილია მხოლოდ აფსიდა და დასავლეთ კედელი. აფსიდა გეგმით ნახევარწრიულია. მის ცენტრში გაჭრილია სწორკუთხა სარკმელი. რასაც ზედა ნაწილი მორღვეული აქვს. ეკლესიას სამხრეთიდან ჰქონდა მინაშენი.
ძეგლის სამხრეთით, შედარებით მაღალ ადგილზე, დგას მეორე ეგრეთ წოდებული ზედა ეკლესია. ეს შენობაც ნანგრევებადაა ქცეული შემორჩენილია: აფსიდი და გრძივი კედლები. დასავლეთ კედელი მიწის პირამდეა დანგრეული.
ეკლესიის შემორჩენილი კედლები ნაგებია მოზრდილი, არაწესიერი ფორმის ქვიშაქვითა და კირის ხსნარით. წყობაში გამოვყენებულია მცირე ზომის, ნატეხი ქვაც. აღმოსავლეთით, ნახევარწრიული აფსიდის ცენტრში თარაზულად გადახურული სარკმელია, რის სამხრეთ წირთხლზე მოხატულობის კვალია. აფსიდის ჩრდილოეთ კიდეში ვიწრო პილასტრია, რითიც აფსიდს ჩრდილოეთ კედლისგან გამოყოფს.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-II, თბ., 2015. — გვ. 249-250.