იყალთოს ნაეკლესიარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

იყალთოს ნაეკლესიარი — არქიტექტურული ძეგლი, მდებარეობს სოფელ იყალთოს ჩრდილო-აღმოსავლეთით, 0,7 კმ-ზე. თარიღდება შუა საუკუნეებით. კედლების ნაშთების მიხედვით, რომლებიც მცენარეულობითაა დაფარული ჩანს, რომ ეკლესია დარბაზული ყოფილა (დაახლ. 4 X 3 მ). იგი რიყის ქვით და კირის ხსნარით იყო ნაგები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]